შემოდგომაზე ჩუტყვავილას ინფექცია თითქმის ყველა კუთხეში დაფიქსირდა - პატარებს უგუნებობასა და ტემპერატურის მომატებასთან ერთად სხეულზე გაუჩნდათ გამონაყარი ამ ზაფხულსა და შემოდგომაზე ჩუტყვავილას ინფექცია თითქმის ყველა კუთხეში დაფიქსირდა - პატარებს უგუნებობასა და ტემპერატურის მომატებასთან ერთად სხეულზე გაუჩნდათ გამონაყარი, დაუქვეითდათ მადა, დაეწყოთ ჭირვეულობა.
რამდენიმე დღის შემდეგ ამ ყველაფერმა გაიარა. თუმცა, როგორც ცნობილია, ჩუტყვავილას ახლავს გართულებებიც. რამდენად ხშირია წელს ჩუტყვავილას შემთხვევები, იყო თუ არა მძიმე გართულებები და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა მის შვილს ჩუტყვავილა აქვს, ამის შესახებ პედიატრი ნანა მდინარაძე გვესაუბრება.
- ჩუტყვავილას შემთხვევები ზამთარშიც არის და ზაფხულშიც, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ წელს ჩუტყვავილას ვირუსით ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა გაიზარდა. საბედნიეროდ, გართულებები არ არის. ცნობილია, რომ ჩუტყვავილა ზოგადად ნაკლებად რთულდება. სავარაუდოდ, ამიტომაც არ არის გათვალისწინებული ჩუტყვავილაზე აცრა საქართველოს ეროვნული ვაქცინაციის კალენდარში, არადა, ბევრ ქვეყანაში სავალდებულოა. თუმცა, კერძო სამედიცინო დაწესებულებებში ჩუტყვავილაზე აცრა ჩვენშიც არსებობს. დაავადების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება ვაქცინა, რომელიც 12 თვიდან კეთდება და პატარას ინფექციისაგან იცავს, ინფიცირების შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მის შვილს ჩუტყვავილა აქვს?
- ზოგადად, გამონაყარის შემთხვევაში, უმჯობესია, თუ ექიმს მივმართავთ, თუმცა ინფექციის ამოცნობა სახლის პირობებშიც ადვილია. ჩუტყვავილას საინკუბაციო პერიოდი 1-დან 3 კვირამდეა, რომელიც უსიმპტომოდ მიდის. ამას მოჰყვება აქტიური პერიოდი, როდესაც პატარას ტემპერატურის მომატება ეწყება. ტანზე გამონაყარის დაწყებისას ხშირად ტემპერატურა იწევს და კანი ვარდისფერი, სხვადასხვა ზომის, წყლიანი ბურთულების მსგავსი გამონაყრით იფარება. გამონაყარის კანზე გამოჩენა, ანუ ინფექციის აქტიური სტადია დაახლოებით 3-4 დღე გრძელდება. ხალხში ამას გამონაყარის "გამოფენასაც" ეძახიან.…პატარას ამ დროს ქავილი აწუხებს; უნდა გვახსოვდეს, რომ გამონაყარის დაზიანება არ შეიძლება, რადგან დაავადება შესაძლოა გართულდეს, კანზე კი ნაიარევი დარჩეს.
- მედიცინასთან საერთო არ აქვს, მაგრამ ხალხში ჩუტყვავილას დღესაც "ბატონებს" ეძახიან და ბავშვების ემოციებს განსაკუთრებულად უფრთხილდებიან.
- ხალხი საუკუნიდან საუკუნემდე იმუშავებდა სიცოცხლის გადარჩენის მექანიზმებს და ამდენად "ბატონების" მიმართ მოკრძალებით მოპყრობასაც აქვს გარკვეული სამედიცინო საფუძველი - ინფექცია ზოგადად მთელ ორგანიზმთან ერთად პატარას ნერვულ სისტემას უტევს. ამ უკანასკნელის ზედმიწევნით გაფრთხილება კი ბავშვის ზოგად მდგომარეობას აუმჯობესებს. როცა, მაგალითად, ინფიცირებული პატარის ოთახში სიგარეტის მოწევას ან ღვინის სმას კრძალავენ, ითვალისწინებენ, რომ ეს ყველაფერი ბავშვის ნერვულ სისტემას გააღიზიანებს, შეიძლება ემოციური სტრესის საფუძველიც გახდეს. ემოციური სტრესი კი დაავადებას ამწვავებს. ასე რომ, ამ დროს ბავშვის გაფრთხილება მართლაც აუცილებელია. განაგრძეთ კითხვა