მოთენთილობა შეიძლება გამოწვეული იყოს ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობით, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ანემია მშობლები ხშირად უჩივიან შვილის „სიზარმაცეს“. „ჩემს შვილს ეზარება მეცადინეობა. ამბობს, დავიღალეო. მე კი მგონია, რომ უბრალოდ სიზარმაცე მოერია“. სინამდვილეში საქმე შეიძლება გვქონდეს ქრონიკულ გადაღლილობასთან. მნიშვნელოვანია ამ ორი მდგომარეობის სწორი იდენტიფიცირება, რადგან ერთი უბრალოდ სიზარმაცეა, ხოლო მეორე - დაავადება, რომელიც მოითხოვს ყურადღებას მშობლის მხრიდან.
საყურადღებო მინიშნებები მშობლებისათვის
ძილის დარღვევა: ბავშვს მოუსვენრად სძინავს, ხშირად იღვიძებს, დილით დგება გამოუძინებელი. ან პირიქით, იძინებს დღისით, თუმცა მის რეჟიმში დიდი ხანია აღარ არის შუადღის ძილი. ქცევის დარღვევა: ბავშვი სულ ცუდ ხასიათზეა, უმიზეზოდ ტირის, კაპრიზობს და გაღიზიანებულია. მშობელი ბრაზდება - თვლის, რომ მას ცუდი ხასიათი აქვს. სინამდვილეში ხდება ბავშვის ნერვული სისტემის გადაძაბვა. ბავშვი თვითონ განიცდის თავის მდგომარეობას, მაგრამ ვერ აკონტროლებს თავის ქცევას. მადის დაკარგვა: ბავშვი აღარ ჭამს სიამოვნებით, ზოგჯერ საერთოდ უარს ამბობს საკვებზე. ჩივილი დაღლილობაზე, თავის ტკივილი. ბავშვი ხდება გაფანტული და უყურადღებო. რა არის და საიდან მოდის ქრონიკული გადაღლა?
ენერგიის უკმარისობის შედეგად ჩნდება დაღლილობა. ბავშვმა შეიძლება შეამჩნიოს აქტიური სეირნობის, ცურვის გაკვეთილის შემდეგ. თუმცა არსებობს პათოლოგიური დაღლილობაც. აი, მაგალითად:
1. კვება
მოთენთილობა შეიძლება გამოწვეული იყოს ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობით, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ანემია. ასეთი ბავშვები არიან ფერმკრთალები, მათ არ აქვთ არც ძალა და არც სურვილი თანატოლებთან თამაშისა. მაგ: В ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობამ შეიძლება არა მხოლოდ დაღლილობა გამოიწვიოს, არამედ ბავშვის გაღიზიანებაც. მეორე მომენტი - მომატებული მოთხოვნილება ტკბილეულის მიმართ. იგი მცირე დროის განმავლობაში ენერგიის მოზღვავებას გამოიწვევს, რაც მალევე შეიცვლება აპათიით.
2. ძილი
სრულფასოვან დასვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ჯანმრთელობისთვის. მშობლების ამოცანაა გააკონტროლოს ეს პროცესი. თუ ბავშვს მთელი ღამის განმავლობაში არ სძინავს 10 საათი, ე.ი. აუცილებელია შუა დღის ძილის შემოღება დღის რეჟიმში.
3. სისხლში შაქრის დაბალი დონე
იგი გამოიხატება არა მხოლოდ დაღლილობასა და ძილიანობაში, არამედ გაღიზიანებაში და მომატებული სითხის მოხმარების სურვილში. ასეთი ბავშვები ენერგიულები ხდებიან კვების შემდეგ. შეიძლება გაჩნდეს ასეთი დამოკიდებულება: მიიღო შაქარი? მოიმატა ენერგიამ. ეს დამოკიდებულება გამოიხატება ნებისმიერ ადამიანში, მაგრამ ბავშვებში, რომლებსაც ჰიპოგლიკემია ახასიათებთ, ეს მკვეთრად არის გამოხატული.
4. ქრონიკული ინფექციები
ნებისმიერი ჩამოთვლილი სიმპტომი, თუ მას სათანადოდ არ ვუმკურნალეთ, შეიძლება გახდეს ჰეპატიტის, ინფექციური მონონუკლეოზის და სხვა დაავადებების განვითარების წინაპირობა.
5. სტრესი
სამწუხაროდ, თანამედროვე ბავშვს სტრესი მუდამ თან დაჰყვება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მომატებული დატვირთვა სკოლაში, საშიში მულტფილმები და მრავალი სხვა. ზოგჯერ ოჯახში მშობლებს შორის დაძაბულობამაც შეიძლება ფარულად, მაგრამ იმოქმედოს ბავშვზე (ტიკები და ქრონიკული გადაღლის სინდრომი).
რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა?
უპირველეს ყოვლისა, არ დაადანაშაულოს ბავშვი სიზარმაცეში, კარგად გააანალიზეთ მისი ქმედება. თუ ბავშვი იყო აქტიური და თანდათან გახდა ფლეგმატიკი, მაშინვე მიმართეთ ნევროლოგს. მიმართეთ პედიატრს მაშინაც, თუ შეამჩნიეთ მადის დაქვეითება, უმიზეზოდ ხასიათის ცვლილება, დაღლილობა და ძილიანობა. გარდა ამისა, აუცილებელია მიაქციოთ ყურადღება დღის რეჟიმის სწორად განაწილებას, სუფთა ჰარზე სეირნობას და სრულფასოვან კვებას. შეიძლება ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს კომპლექსური ვიტამინების დანიშვნა ან ხალხური მატონიზებელი საშუალებები: თაფლისა და ლიმონის ლიმონათი და სხვა.