რატომ არ არის ლიმონის ეს უნიკალური თვისება ყველასთვის ცნობილი? ლიმონი უნიკალური პროდუქტია. მისი კანი და შიგთავსი ერთნაირად სასარგებლოა, ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ მთლიანი ნაყოფი გამოიყენოთ და მისი ნარჩენები არ გადაყაროთ.
როგორ უნდა გამოიყენოთ მთლიანი ნაყოფი? გაყინვის საშუალებით. გარეცხილი ლიმონი საყინულეში მოათავსეთ და როცა მთლიანად გაიყინება, გახეხეთ. გახეხილი მასა მოაყარეთ ხოლმე სალათებს, ნაყინს, წვნიანს, ფაფებს, მაკარონს, ბრინჯს, თევზეულს, სასმელებს... ისეთ გემოს მიანიჭებს მათ, არასდროს რომ არ გაგისინჯავთ.
თუმცა გემოს გარდა ლიმონის ამ სახით გამოყენებას სხვა დანიშნულება აქვს. საქმე ისაა, რომ კანში 10-ჯერ მეტი ვიტამინია, ვიდრე რბილობში. არადა, კანს როგორც წესი, სანაგვეში აგდებენ. მთლიანი ლიმონის გამოყენებით კი ამ სასარგებლო ნივთიერებებს თქვენს ჯანმრთელობას ახმართ.
ლიმონი შესანიშნავი საშუალებაა კიბოს უჯრედების გასანადგურებლად, ამბობენ, რომ ქიმიოთერაპიაზე უფრო ძლიერია და ორგანიზმს ტოქსინებთან ბრძოლაში ეხმარება. რატომ არ არის ლიმნის ეს უნიკალური თვისება ყველასთვის ცნობილი? სამედიცინო ინდუსტრია დაინტერესებულია მისი სინთეტიკური ანალოგების წარმოებით, რასაც უდიდესი ფინანსური მოგება მოაქვს. შემოსავლების საკითხი რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს, ლიმონის ბევრი საოცარი თვისება საიდუმლოდ რჩება.
ლიმონის ხის შემადგენელი ნივთიერებები 10 000-ჯერ აჭარბებენ პრეპარატ ადრიამიცინს, რომელიც ქიმიოთერაპიის დროს კიბოს უჯრედების ზრდის შესაფერხებლად გამოიყენება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიმონის ექსტრატის თერაპია მხოლოს ავთვისებიან უჯრედებს სპობს, ამიტომაც უკუჩვენებებიც არ აქვს. მისი თვისებები რომ უკეთ შეისწავლონ და კიბოს მკურნალობაში უფრო ეფექტურად გამოიყენონ, იქნებ შედეგებიც უკეთესი იყოს - ყოველ შემთხვევაში, ასე გვარწმუნებენ მეცნიერები, რომლებიც ლიმნის კეთილ თვისებებზე მსოფლიოს უამბობენ.
ასე რომ, გახეხეთ ლიმონი და ყოველდღიურად ცოტ-ცოტა მიირთვით, პროფილაქტიკისთვის ეს საუკეთესო საშუალებაა. ლიმონი ებრძვის მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, პროსტატის და ფილტვის კიბოს უჯრედებს.