მშობელმა ეს უნდა იცოდეს სეზონური ვირუსების დროს საკმაოდ ხშირად ისმება ანგინის დიაგნოზი.
ანგინას, იგივე ნუშისებრი ჯირკვლების ანთებას, გართულებაც შეიძლება მოჰყვეს და უმჯობესია, მის შესახებ ინფორმირებული იყოთ.
უფრო ხშირად ვის ემუქრება ანგინა?
ანგინა, ანუ მწვავე ტონზილიტი ხშირად ემართებათ ბავშვებს 1-დან 15 წლამდე. ბაქტერიული ტონზილიტი შეიძლება უფროს ასაკშიც შეგვხვდეს, ხოლო ვირუსული - ბავშვებში 5-6 წლამდე.
რა სახის ანგინა არსებობს?
სტეპტოკოკური ანგინა ან სტრეპტოკოკური ტონზილიტი გამოწვეულია სტრეპტოკოკებით. მეორე სახის ტონზილიტი გამოწვეულია სხვა მიკროორგანიზმებით. პედიატრისთვის მნიშვნელოვანია ანგინის სახეობის გამოვლენა, რათა შემდგომი მკურნალობა დაინიშნოს. სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, პატარას ანტიბიოტიკი დაუნიშნოს თუ არა.
ასე რომ, ანგინის თვითნებურ მკურნალობას ნუ შეეცდებით.
რით არის საშიში გართულებული ანგინა?
1. გამწვავებული ანგინა შეიძლება თირკმლების ანთების - ნეფრიტის მიზეზად იქცეს. ექიმი შარდის ანალიზის საფუძველზე დაგინიშნავთ მკურნალობას.
2. აბსცესის ანუ ნუშურას დაჩირქების დროს აუცილებელია "სასწრაფოს" გამოძახება, რათა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია მოხდეს და თუ საჭიროა, გაკეთდეს ოპერაცია.
3. გულისა და სისხლძარღვების რევმატორული დაზიანება. თუ ანგინის შემდეგ რამდენიმე კვირა თავს შეუძლოდ გრძნობთ, გახასიათებთ სისუსტე, დისკომფორტი, გაურკვეველი წარმოშობის ტკივილის შეგრძნება ორგანიზმში, მიაკითხეთ ექიმს. იგი კარდიოგრამის საფუძველზე დაგინიშნავთ მკურნალობას.
4. მიოკარდიტი - კიდევ ერთი გართულება, რომლის დროსაც გულის კუნთი ზიანდება. საკმაოდ რთული შემთხვევაა და მიაკითხეთ ექიმს.
5. აგრეთვე შესაძლებელია წარმოიქმნას ადგილობრივი ჩირქოვანი კერები. ამიტომ, იმკურნალეთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და დაიცავით წოლითი რეჟიმი.