ერთადერთი ვარჯიშია, რომელიც კუნთებს თან ავითარებს, თან ადუნებს ყველა დედამ იცის, რომ სპორტი სასარგებლოა ბავშვის ჰარმონიული ფიზიკური განვითარებისთვის. სუნთქვითი სისტემისა და გამძლეობისთვის კარგია მსუბუქი ათლეტიკა; კარგი კოორდინაციისა და მოქნილობისთვის ფიგურული სრიალი; მაგრამ არსებობს სპორტის ერთი სახეობა, რომელიც დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე. ეს ცურვაა!
უფრო მეტიც, პედიატრები დედას ურჩევენ შვილი ცურვაზე მიიყვანოს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბავშვს სპორტდარბაზში ვარჯიში აკრძალული აქვს. მაგალითად ხერხემლის დაავადების დროს სასარგებლოა კუნთების დატვირთვა, მაგრამ მსუბუქ ფორმაში. ცურვა ერთადერთი ვარჯიშია, რომელიც კუნთებს თან ავითარებს, თან ადუნებს.
თუ თქვენი შვილი ცურვაზე დადის, თავიდან აიცილებთ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა სისხლძარღვებისა და გულის პრობლემა და ზედმეტი წონა.
რისთვისაა კარგი ცურვა:
ცურვა წვავს კალორიებს. ცურვასთან ერთად დააბალანსეთ ნახშირწყლების მიღება.
მაღალი ან დაბალი არტერიალური წნევის შემთხვევაში ცურვა დაგირეგულირებთ მას.
მოზარდს ლამაზი სხეული გარანტირებული ექნება, თუ აუზს რეგულარულად სტუმრობს და ცურვას 30-40 წუთს უთმობს.
ცურვა ხსნის სტრესს და ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს.
ცურვას თითქმის არა აქვს უკუჩვენება.
ბავშვის ცურვაზე მიყვანა შეიძლება მეძუძური ასაკიდან.
ცურვის დროს მოზარდი დაზღვეულია სპორტული ტრავმებისგან. თუ, რა თქმა უნდა, სპორტსმენს ოლიმპიური მიზანი არ ამოძრავებს.
ცურვა აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას.
აუმჯობესებს გულის მუშაობას, ყველა ორგანოსა და უჯრედს ამდიდრებს ჟანგბადით.
და რაც მთავარია, ცურვა არნახულ სიამოვნებას განიჭებთ.