რამდენი წუთით უნდა გაიჩეროთ თერმომტრი იღლიაში? გრძნობთ, რომ ბავშვს სიცხემ აუწია? ბუნებრივია, პირველ რიგში თერმომეტრს იღებთ და ტემპერატურას უზომავთ. სიცხის გაზომვას სწავლა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ რამდენი წუთით უნდა გაიჩეროთ თერმომტრი იღლიაში? რისი გაკეთებაა აკრძალული ტემპერატურის ცვლილების დროს და რომელი თერმომეტრი უფრო ზუსტია ვერცხლისწყლის თუ ელექტრო? გარდა ამისა ბევრმა გამოუცდელმა დედმ არ იცის, რომელი ტემპერატურაა ბავშვისთვის ნორმალური და როგორ უნდა მოიქცეს, თუ ტემპერატურა 37,0-ს აჩვენებს. თუ თქვენ კომპეტენტური პასუხები არ გაქვთ, სპეციალისტის რჩევები გაიზიარეთ.
37 გრადუსამდე ტემპერატურა ნორმალურად ითვლება, ანუ 36,3-დან 37,0-მდე. 37,1 უკვე მომატებული ტემპერატურაა.
როცა ბავშვი გაციებულია, ტემპერატურა დღეში ორჯერ უნდა შეამოწმოთ - დილით, საუზმობამდე და საღამოს _ ვახშმობამდე. ანუ ჭამამდე! ამ წესის დამახსოვრება აუცილებელია, რადგან საკვების მიღების შემდეგ ნივთიერებათა ცვლის პროცესი იწყება და თერმომეტრმა შეიძლება მომატებული ტემპერატურა დააფიქსიროს.
გართულებული გრიპის დროს ტემპერატურის გასინჯვა დღეში ოთხჯერაც საჭიროა.
ტემპერატურის გასინჯვამდე შეამოწმეთ იღლიის ფოსო, რომ იგი სუფთა და არა ოფლიანი იყოს. ავადმყოფს იღლია სველი ხელსახოცით გაუწმინდეთ და ჩაუდეთ თერმომეტრი.
თერმომეტრი მჭიდროდ უნდა ედებოდეს სხეულს. 10 წუთის გასვლის შემდეგ ზუსტი ტემპერატურა ფიქსირდება.
თუ სიცხის გაზომვას პაციენტისთვის პირის ღრუში აპირებთ, დარწმუნდით, რომ თერმომეტრი სტერილურად სუფთაა. იგი პირში, ენის ქვეშ უნდა მოთავსდეს. ამ შემთხვევაში დროის ათვლა უნდა მოხდეს იმ ინსტრუქციის გათვალისწინებით, რომელიც მწარმოებელმა თერმომეტრის ინსტრუქციაზე მიუთითა.
თუ სიცხეს ბავშვს უზომავთ, ეცადეთ ვერცხლისწყლის თერმომეტრი არ გამოიყენთ. ვერცხლისწყალი საკმაოდ საშიში ნივთიერებაა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ამიტომ, უმჯობესია, ელექტრონული თერმომეტრი გამოიყენოთ.
ელექტრო თერმომეტრის შეძენისას ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. შეიძლება ის ტემპერატურის არა იღლისს ფოსოში, არამედ პირის ღრუდან გასასინჯად იყოს გამოზნული.
თუ ელექტრო თერმომეტრით ზომავთ სიცხეს იღლიის ფოსოში, გახსოვდეთ, რომ ამ შემთხევაშიც უნდა იყოს დაცული ჰიგიენური ნორმები და თერმომეტრი მჭიდროდ უნდა ეხებოდეს სხეულს.
თუ ვერცხლისწყლისა და ელექტრონულ თერმომეტრს შევადარებთ, პირველსაც შეიძლება მოვუძებნოთ დადებითი თვისებები. მას ერთხელ შეიძენთ და იგი მთელი ცხოვრება გემსახურებათ, სანამ არ გატყდება, რა თქმა უნდა.
ელექტრო თერმომეტრი კი ელემენტებზე მუშაობს და როგორც კი ელემენტი დაძველებას დაიწყებს, თერმომეტრი ტემპერატურის ჩვენებას აურევს. ამიტომ, სულ ყურადღებით უნდა აკონტრლოთ ელემენტები, რათა საჭიროების დროს არ აღმოჩნდეს, რომ არაზუსტი თერმომეტრის ამარა დარჩით.