"აცრილი ცხოველის ნაკბენიც საშიშია!" - რომელი ცხოველის ნაკაწრია ყველაზე საშიში და რა უნდა იცოდეთ აუცილებლად!
"აცრილი ცხოველის ნაკბენიც საშიშია!" - რომელი ცხოველის ნაკაწრია ყველაზე საშიში და რა უნდა იცოდეთ აუცილებლად!
1 / 2
Next
რა არის ცოფი? რომელი ცხოველის ნაკაწრი/კბენა არის საშიში ადამიანისთვის? რა უნდა ვქნათ, თუ ცხოველმა დაგვჩხაპნა ან გვიკბინა? - ამ და სხვა მეტად საყურადღებო შეკითხვებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი ქირურგ-რაბიოლოგი მედეა ვალაშვილი გვესაუბრება.

- ცოფი, ანუ ჰიდროფობია, ტეტანუსთან ერთად მწვავე ქირურგიული ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით და, როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა.
სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხავებით, ცოფი თითქმის არ ვრცელდება, რადგან ამ დაავადების თანამედროვე
სპეციფიკური პროფილაქტიკის მეთოდი საკმაოდ ეფექტურია და ცოფი გვხვდება მხოლოდ იმ პირებში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ ანტირაბიული აცრები, ან ჩაიტარეს, მაგრამ არასრულყოფილად.

- როგორ, რა გზებით აღწევს ინფექცია ადამიანის ორგანიზმში?
- ცოფი – გადადის დაავადებული ან ვირუსის მატარებელი ცხოველიდან ადამიანზე. თუ ასეთმა ცხოველმა ადამიანი დაკბინა, დაკაწრა, ალოკა ჭრილობაზე, ალოკა ლორწოვან გარსზე, დადორბლა დაზიანებულ კანზე – ამ გზებით აღწევს ცოფი ორგანიზმში.
რეალური შემთხვევა: 2015 წელს, ქუთაისში ძაღლმა თვალზე ალოკა 7 წლის ბავშვი, მშობლებმა არ წაიყვანეს აცრაზე, ბავშვი დაიღუპა.
ჰაერწვეთოვანი გზით – იშვიათია, მხოლოდ გამოქვაბულებში, სადაც ბუდობენ ცოფით ინფიცირებული ღამურები. გაცილებით იშვიათია ადამიანებს შორის ურთიერთდაინფიცირება. ცოფით დაავადებული ადამიანის უხვი ნერწყვით დაზიანებული კანის ინფიცირების შედეგად დასაშვებია ერთი ადამიანიდან
მეორეზე ცოფის გავრცელება, რის გამოც უნდა ჩატარდეს ანტირაბიული მკურნალობა.

- რა ნიშნებით გამოიხატება ცოფი?
- ცოფის პირველი ნიშნებია ქავილი, დაკბენილი ადგილის მჭრელი და მწვავე ტკივილი. ნაწიბური წითლდება და  შუპდება, თავს იჩენს რევმატული ხასიათის ტკივილები, უმადობა, პირის სიმშრალე, გულისრევა, პირღებინება, დეპრესია. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურამ 38-40 გრადუსამდე მოიმატოს. რამდენიმე დღის შემდეგ იწყება აღგზნების პერიოდი: ავადმყოფს წყლის დანახვისთანავე შიში ეუფლება, ტანჯვისგან სახე ემანჭება, უვითარდება ხახისა და ხორხის კუნთების ძლიერი სპაზმი, ხდება ძალზე აგრესიული, გარშემო ყველაფერს ამტვრევს, ბოდავს, უხვად გამოყოფს ნერწყვს. აღგზნებას დამბლა მოსდევს, რომელიც ქვედა კიდურებიდან იწყება და გულისა და სუნთქვის ფუნქციის მოშლით მთავრდება, რაც სიკვდილს იწვევს.

- რომელი ცხოველის ნაკაწრი/კბენა არის საშიში ადამიანისთვის?
- ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშნი არიან: ღამურები, ზაზუნები, ვირთხები, მაწანწალა ძაღლები და კატები, მგელი, ტურა, მელიები, მაიმუნი, ენოტი, ასევე კუ, ზღარბი, ციყვი, კურდღელი, ცხენი, ვირი და სხვა.

- თუ ცხოველი აცრილია, მაინც საშიშია მისი ნაჩხაპნი? ნაკბენი?
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
84167
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (29)
0
გამარჯობათ, სახლის ძაღლი შარვალი მეცვა რომ მომახტა და ფეხზე ჩამომისვა თათი, ტიტველი ფეხი რომ ვნახე არც სისხლია გამოსული , მაგრამ 2 ნაკაწრი მამჩნევია. რა უნდა ვქნა აცრა საჭიროა?
19:18 / 30-08-2019
თბ
10
სახლის 2 თვემდე ჯერ აუცრელი ლეკვის უსუსხლიდ გაკაწრულზე რას იტყვით? ან კბილის გაკვრისას სისხლის გამოჟონვაზე?
00:10 / 11-02-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?