"აცრილი ცხოველის ნაკბენიც საშიშია!" - რომელი ცხოველის ნაკაწრია ყველაზე საშიში და რა უნდა იცოდეთ აუცილებლად!
Prev
2 / 2


- კი. უკვე 2 წელია ცხოველის აცრილობას არ ვითვალისწინებთ, განსაკუთრებით ბავშვებში.
რეალური შემთხვევა: თემქაზე, საკუთარი, აცრილი და ყველანაირად მოვლილი ძაღლის ნაკბენის გამო გარდაიცვალა ექიმი.

- თუ ცხოველი შინაურია, ამ შემთხვევაშიც არსებობს საშიშროება, რომ ადამიანი მისი ნაჩხაპნით ან ნაკბენით დაინფიცირდეს?
- დიახ, არსებობს საშიშროება. ამიტომ ცხოველს ვაკვირდებით და ვიტარებთ პირობით კურსს (მხოლოდ 3 აცრა). რეალური შემთხვევა: თელავში მეზობლის ძაღლმა დაკბინა 15 წლის გოგონა, პატრონმა უთხრა, რომ ძაღლი ჯანმრთელია და აცრა არ დასჭირდება, რის გამოც მოხდა ტრაგედია.

- რამდენად უსაფთხოა სახლში შიანური ცხოველის ყოლა?
- თუ ვინმეს შინაური ცხოველის ყოლა სურს, პირველ რიგში, ჯობს მიაკითხოს ვეტერინარს, რათა გაიგოს, რამდენად უსაფრთხოა ცხოველი ოჯახში, მით უმეტეს, თუ სახლში ბავშვია. თუ ძაღლზე და კატაზეა საუბარი, ვეტერინარმა უნდა გამოიკვლიოს ცხოველი, ჩაუტაროს ჭიაზე დამუშავება, გამოდევნოს ორგანიზმიდან ჰელმინთები, როგორიც არის ალვიოკოკოზი, ექინოკოკოზი… ანალოგიურად, საუბარია პროფილაქტიკურ ვაქცინაციაზე – აცრაზე. მაგალითად, ცოფზე. გარდა ამისა, არსებობს ტოქსოპლაზმოზი, ლამბლიოზი. ამ დაავადების გამავრცელებლები ძირითადად კატები არიან. ავადმყოფობის დასადგენად საჭიროა სისხლის ანალიზი.
თუ ცხოველი ზის სახლში, მუდმივად მუშავდება პარაზიტებზე, რწყილებზე, ტკიპაზე და გეგმიურად იცრება, მაშინ ცხოველი არ იქნება საშიში. თუ ცხოველი გადის გარეთ, არ არის დამუშავებული, არ არის აცრილი - ის, რა თქმა უნდა, ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 
პირველ რიგში, უნდა გვქონდეს საკმარისი ფართობი ამისთვის, უნდა გვქონდეს საშუალება და თავისუფალი დრო, მოვუაროთ ამ ცხოველს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. 
ცხოველის პატრონი უნდა ფლობდეს მისი მოვლის წესებს, ვალდებულია ყოველწლიურად უზრუნველყოს ცხოველის ვეტერინარული შემოწმება, იმუნიზაცია (მათ შორის ანტირაბიული) და საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება. ჰქონდეს დამცავი აღჭურვილობა (მაგალითად, ტანსაცმელი, ხელთათმანები, დამცავი სათვალეები).

- რა უნდა ვქნათ თუ ცხოველმა დაგვჩხაპნა ან გვიკბინა?
- სასწრაფოდ მივმართოთ ანტირაბიულ კაბინეტს, გავესაუბროთ რაბიოლოგს.
გახსოვდეთ: კბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შემთხვევაში, თუნდაც ცხოველი ჯანმრთელი გეგონოთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან დაავადების ფარული პერიოდის უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ცოფის ვირუსი უკვე ნერწყვშია და არ არის გამორიცხული, ერთი შეხედვით ჯანმრთელი ცხოველი ცოფით დაავადებული აღმოჩნდეს.
ცოფი პრაქტიკულად არ იკურნება. თანამედროვე მედიცინას არ გააჩნია პრეპარატი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა უკვე დაავადებული პაციენტის განკურნება. თუმცა, შესაძლებელია ავადობის პრევენცია, რაც დამოკიდებულია ვაქცინაციის დროულად დაწყებაზე.

- რისგან გვიცავს აცრა და რა მედიკამენტებით კეთდება?
- აცრა არის ერთადერთი პროფილაქტიკა და პრევენცია ცოფის დაავადების განვითარების.
ანტირაბიული ვაქცინა – არის სტანდარტი, რომელიც ყველა დაკბენილს უკეთდება.
არსებობს ვაქცინაციის პროფილაქტიკური და სამკურნალო კურსი. პროფილაქტიკური კურსი კეთდება 0, მე-3, მე-7 დღეს. თუ ცხოველმა თოთხმეტი დღე იცოცხლა, შეიძლება აცრები შევწყვიტოთ, ხოლო თუ იგი დაიკარგა ან მოკვდა, ვაქცინაცია გრძელდება - მე-14, 28-ე დღეს. ეს უკვე სამკურნალო კურსია.
თუ ნაკბენი ხელის მტევანზე, სახეზე, ტერფზე, სასქესო ორგანოების არეშია, საჭიროა, პირველსავე დღეს გაკეთდეს ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი წონის მიხედვით.
კანის დაზიანების შემთხვევაში ცოფის ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელია ტეტანუსის აცრაც.

- აუცილებელია ტეტანუსზეც აიცრას პაციენტი?
- დიახ, აუცილებლად უნდა აიცრას, თუ ის არ არის აცრილი ბოლო 5 წლის განმავლობაში და აღენიშნება ჭრილობა.

- თუ ბავშვი/ უფროსი დავარდა იმ ადგილზე სადაც შესაძლოა იყოს ძაღლის ან სხვა ცხოველის ნერწყვი, კანი დაზიანდა, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია აცრა?
- თუ ის არ არის აცრილი ბოლო 5 წლის განმავლობაში, დიახ, აუცილებლად, რადგან ეს იგივეა, რაც ალოკვა ჭრილობაზე. ყველა საეჭვო შემთხვევის დროს აუცილებელია აცრის ჩატარება.
რეალური შემთხვევა: ეზოში 2 წლის ბავშვი თამაშობს, ირგვლივ ვარდის ბუჩქებია და კატაც იქვე სეირნობს, დედა საქმიანობს. ბავშვი დაეცა, ტირილის ხმაზე დედა გამოვიდა, ბავშვს ხელზე ნაკაწრი აქვს, მარჯვნივ კატა ზის, მარცხნივ ვარდის ბუჩქია, ბავშვი ვერ ლაპარაკობს, რამ დაკაწრა? პასუხი არ გვაქვს. აუცილებლად უნდა აიცრას, მეტი სიფრთხილისთვის!!!
სალომე გორგოშიძე
Prev
2 / 2
83846
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (29)
0
გამარჯობათ, სახლის ძაღლი შარვალი მეცვა რომ მომახტა და ფეხზე ჩამომისვა თათი, ტიტველი ფეხი რომ ვნახე არც სისხლია გამოსული , მაგრამ 2 ნაკაწრი მამჩნევია. რა უნდა ვქნა აცრა საჭიროა?
19:18 / 30-08-2019
თბ
10
სახლის 2 თვემდე ჯერ აუცრელი ლეკვის უსუსხლიდ გაკაწრულზე რას იტყვით? ან კბილის გაკვრისას სისხლის გამოჟონვაზე?
00:10 / 11-02-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?