ყოველ ავად გახდომაზე ექიმთან არავინ მიდის რამდენჯერაც ბავშვი ავად გახდება, ყოველთვის ექიმთან ვერ მიგვყავს. მშობლები უმეტესად სახლში უტარებენ მკურნალობას და ეს პრაქტიკა ძალიან მიღებულია. ამის მიუხედავად, სასურველია, მეტი იცოდეთ შინ მკურნალობის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე.
გახსოვდეთ, რომ შინ მკურნალობა დასაშვებია მაშინ, როცა ზუსტი დიაგნოზი გაქვთ.
ჩვენ გასწავლით მარტივ წესებს, რათა პატარა სწრაფად გამოჯანმრთელდეს და არც ანტიბიოტიკების მიღება დასჭირდეს.
მიიღეთ სითხე!
თუ ხვდებით, რომ ბავშვი ცივდება, დაალევინეთ დიდი რაოდენობით წყალი. მაგრამ უნდა გაითვალსიწინოთ, ექვს თვემდე ჩვილისთვის წყლის დალევა ზედმეტია. თუმცა, უნდა დაიცავათ წესი: საკმარისი უნდა გქონდეთ რძე თავად და ოთახში არ უნდა ცხელოდეს. უმჯობესია, დიდი რაოდენოთ სითხე მეძუძურმა დედამ მიიღოს.
ხოლო თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გყავთ, შესთავაზეთ ნებისმიერი სასმელი, მისი ასაკისთვის შესაფერისი. თუ პატარას დამატებით საკვებს აძლევთ, დაალევინეთ ვიტამინების კომპოტი, ბალახების ფიტოჩაი. და არ დაგავიწყდეთ, დროდადრო დაალევინოთ წყალი. დააინტერესეთ პატარა! ეს ჩვეულებრივი წყალი კი არ უნდა იყოს, არამედ ჯადოსნური სითხე, განსხვავებული სასმისით. შეგიძლიათ სითხის დალევა კოქტეილის საწრუპით შესთავაზოთ. პატარას ის აუცილებლად მოეწონება.
ისუნთქეთ სუფთა ჰაერი!
ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ სახლში ავადმყოფია, ბინა აუცილებლად უნდა ჩაათბუნონ: ხურავენ ფანჯრებს და რთავენ გათბობას. ჰაერი შრება, ბავშვს უჭირს სუნთქვა და უშრება ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსი. რაც სიტუაციის კიდევ უფრო ამწვავებს. გახსოვდეთ, რომ გაციების დროს ბავშვი აუცილებლად უნდა სუნთქავდეს სუფთა ჰაერით. ამისათვის, უნდა დაუწიოთ გათბობას და გაანიავოთ ოთახი.
იმისათვის, რომ ოთახში სიმშრალემ იკლოს და ტენიანობამ მოიმატოს, მოწმინდეთ იატაკი და გადაწმინდეთ მტვერი სველი ჩვრით. ძილის წინ აუცილებლად შეაღეთ ფანჯარა. ეს უსაფრთხოა ჩვილისთვისაც კი.
მსუბუქი კვება
კიდევ ერთი მითი უნდა დავამსხვიოთ. რატომღაც მშობელი ცდილობს, ავადმყოფი ბავშვი ძალით გამოკვებოს, რათა ავადმყოფობასთან შებრძოლების ძალა ჰქონდეს. პირიქით, უმადობა ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა. მას რესურსი სჭირდება რათა ინფექციას შეებრძოლოს. ბუნებაში არც ერთი სულიერი არსება არ იკვებება ავადმყოფობის დროს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, თუ ბავშვს კარგი მადა აქვს, ჭამაზე უარი უნდა უთხრათ. მოუმზადეთ მსუბუქი, უცხიმო საკვები. წვნიანი, ფაფა, მოთუშული ბოსტნეული და რძის პროდუქტები _ ეს საუკეთესო დიეტაა გამოსაჯანმრთელებლად.
ტკბილეულის ჭამა კი უნდა აუკრძალოთ პატარას. ასეთი საკვები ამრავლებს ბაქტერიებს და მძიმეა კუჭისთვის.
ცხვირის გამორეცხვა
ცხვირის გამორეცხვა სურდოს დაწყებამდე უნდა დაიწყოთ. ეს იმისათვისაა საჭირო, რომ ვირუსი ორგანიზმიდან გამოირეცხოს. ხოლო თუ ცხვირიდან გამონადენი უკვე გაჩნდა, გამორეცხვა ხელს შეუშლის ლორწოს შეგუბებას და გაჭედვას. ამისათვის გამოიყენეთ ფიზიოლოგიური ხსნარი. იგი არ აღიზიანებს ბავშვის ცხვირ-ხახის ლორწოვანას. მისი ყიდვა აფთიაქში შეგიძლიათ. აგრეთვე შეგიძლიათ, იგი თავადა დაამზადოთ: 1 ჭიქა წყალს, 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი დაუმატეთ. რაც უნფრო პატარაა ბავშვი მით ნაკლები უნდა იყოს დატვირთვა. სამ წლამდე ბავშვებისთვის კი მისი გამოყენება აკრძალულია. ასწავლეთ ბავშვს ყელის გამორეცხვაც. თავდაპირველად ისეთი სითხე მოსინჯეთ, რომელიც შეუძლია გადაყლაპოს კიდეც, მაგალითად გვირილის ნაყენი.
არომათერაპია
ეთერზეთებით მკურნალობას უამრავი მშობელი იყენებს. შეგიძლიათ ინჰალაციას მიმართოთ ან არომატული ლამპა ანთოთ. გახსოვდეთ, რომ მისი გამოყენება დაუშვებელია იმ ბავშვებისთვის, ვისაც ბრონქიტი აწუხებთ ან ალერგია აქვთ ეთერზეთებზე. თუ ზეთს პირველად იყენებთ (ან სხვა, რომელიმე პრეპარატს), მოსინჯეთ კანის მცირე მონაკვეთზე. თუ 15 წუთის შემდეგ არ გაჩნდა გაღიზიანება და ქავილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ.
უამრავი ეთერზეთიდან ბავშვისთვის შეარჩიეთ ევკალიპტის, ლავანდის, ჩაის ხის ან როზმარინის ზეთი. არომატულ ლამპაში შეგიძლიათ ზეთების ნარევიც გამოიყენოთ. დასაზელად კი შემდეგი ნარევი გამოიყენეთ: 10 წვეთი ეთერზეთს დაუმატეთ 50 მლ ზეითუნის ზეთი. თავდაპირველად ერთი ეთერზეთით დაიწყეთ, მოგვიანებით შეგიძლიათ რამდენიმეს ნაზავი გამოიყენოთ. ზეთოვანი ნაერთის მცირე რაოდენობა წაუსვით ბავშვს მკერდსა და ზურგზე. უმჯობესია, პროცედურა ძილის წინ ჩაატაროთ, ამგვარად, ბავშვი უკეთესად დაიძინებს და სამკურნალო არომატებსაც ისუნთქებს.