5 კითხვა ბავშვის კუჭ-ნაწლავის შესახებ – გასტროენტეროლოგის პასუხები
5 კითხვა ბავშვის კუჭ-ნაწლავის შესახებ – გასტროენტეროლოგის პასუხები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობაზე ბავშვის განწყობა და მთლიანად მისი ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას ბავშვთა გასტროენტეროლოგი პასუხობს.

1. "მართალია, რომ გაყინული ხილი და ბოსტნეული კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის რთული გადასამუშავებელია? რა პრობლემების გამოწვევა შეუძლიათ მათ?"
მოზრდილი ბავშვებისთვის გაყინული ხილ-ბოსტნეულის ჭამა საშიში არაა, თუ მათზე ალერგია ან ინდივიდუალური აუტანლობა არა აქვს. ერთ წლამდე ბავშვს ეგზოტიკული ხილი არ უნდა გაასინჯოთ და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც სიფრთხილე უნდა შეინარჩუნოთ.

2. "ბავშვს, რომელიც ხელოვნურ კვებაზეა,
რა ასაკიდან უნდა დავალევინოთ ძროხის რძე?"

უმჯობესია ერთი წლის შესრულების შემდეგ. დაიწყეთ უცხიმო რძის მიცემით. ხოლო, თუ პატარას ძროხის რძეზე აუტანლობა აქვს, უმჯობესია საერთოდ არ დაალევინოთ.

3."ბავშვის განავალში, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ გახეხილი საკვებით იკვებება, საკვების გადაუმუშავებელი ნაწილაკები ვლინდება. ეს დაავადებაა?"
ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. შეიძლება ღეჭვა ეზარებოდეს ან კბილების უქონლობის გამო საკვებს ცუდად ამუშავებდეს. ამიტომ, ბავშვს ლუკმის ღეჭვა უნდა ასწავლოთ. უმჯობესია განავლის ანალიზი ჩააბაროთ ფიზიკურ, ქიმიურ და მიკროსკოპიულ ანალიზზე. დასკვნა უამრავ ინფორმაციას მოგაწვდით და ექიმსაც დაეხმარება სწორი დიაგნოზის დასმაში.

4. "როცა განავალი "დისბაქტერიულია", ცუდი სუნით, მომწვანო ფერის და ლორწოვანი. დღეში 5-6-ჯერ გადის კუჭში. მესამე კვირაა განავალში სისხლი შეინიშნება. რა მოვიმოქმედო?"
თავდაპირველად
გადახედეთ რაციონს და გამორიცხეთ უმი ხილი და ბოსტნეული, ბულიონი, შედედებული რძე, ხორცისა და თევზის ცხიმიანი სახეობა, ტკბილი, გაზიანი სასმელები. განავალში სისხლის მიზეზი კი აუცილებლად უნდა გაირკვეს და ამისთვის მიმართეთ პედიატრს, ჩააბარეთ განავლის ანალიზიც.

5. "კუჭის შეკრულობას კუჭში გასვლისას თან ახლავს ტკვილი და ზოგჯერ სისხლის კვალიც. რით შეიძლება დავეხმარო ბავშვს?
"
შეკრულობას ისეთივე თანმიმდევრული მკურნალობა სჭირდება, როგორც სხვა დაავადებებს. თუმცა მდგომარეობა გაუმჯობესდება თუ დილაობით შვრიის ფაფაში გაურევთ უმ გახეხილ ვაშლს და ერთ სუფრის კოვზ სიმინდის ზეთს. აღარ წამოადუღოთ.
8662
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?