ყარამან ფაღავამ გადაცემა "პირად ექიმში" მარი მალაზონიასთან ისაუბრა როგორ უნდა მოიქცეთ, როცა სახლში უჭმელი ბავშვი გყავთ, ან პირიქით, კარგად იკვებება, მაგრამ წონაში არ იმატებს? რატომ უნდა ამოიღოთ ოჯახის რაციონიდან ტკბილეული? როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნე კვებით ჩვევებს? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პედიატრმა, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ყარამან ფაღავამ გადაცემა "პირად ექიმში" მარი მალაზონიასთან ისაუბრა.
უმადობა თუ მშობლის ახირება
დედისთვის ყველაზე დიდ პრობლემას და სადარდებელს უჭმელი შვილი წარმოადგენს. ხშირად ისმის კითხვა ნამდვილად არის უმადობა? თუ ეს მშობელს მიაჩნია ასე? ბევრი ფიქრობს, რაც უფრო მძიმე წონის არის მისი შვილი, მით უფრო ჯანმრთელია. მინდა გითხრათ, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა. უმადობა და უმადობის შედეგებიც ისეთივე საზიანოა, როგორც ჭარბი წონა. ვფიქრობ, რომ ბიჭი ნორმაზე ოდნავ დაბალ ზღვარზე უნდა იყოს, გოგო ნორმაზე ოდნავ მაღლა, რადგან ცხიმს აქვს ენდიკრინული თვისებები. ცხიმი არის წყარო ჰორმონების წარმოქმნის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მოზარდობის ასაკში. კაცს არ სჭირდება ზედმეტი ესტროგენები, ანუ ქალის ჰორმონები. ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ განსაკუთრებით ბიჭები არ უნდა იყვნენ ჭარბი წონისანი. ნათქვამია, ბიჭს ნეკლები უნდა ეტყობოდესო და მართალიცაა. მშობელს ძალიან აღიზიანებს თუ ბავშვი ბევრს არ ჭამს, განიცდის უმადობას. მთავარი ის კი არ არის რამდენს ჭამს, მთავარია, როგორ მატულობს, როგორ ვითარდება. განვითარება მხოლოდ წონაში მატებას არ გულისხმობს, ეს არის ფსიქო ემოციონალური განვითარება, ინტელექტუალური განვითარება, სქესობრივი განვითარება (ეს უკვე მოზარდობის პერიოდში). როცა ბავშვი არ მატულობს, დასადგენია, ხომ არ გვაქვს საქმე ე.წ. ნუტრეციულდაავადებასთან, კვებასთან დაკავშირებულდაავადებებთან, როგორიცაა ანემია, სხვადასხვა ჰიპოვიტამინოზები, წონის დაქვეითება, ცილის დაქვეითება და ა.შ.
ასევე იხილეთ: რას ამბობს ყარამან ფაღავა ანტიბიოტიკებზე
რიტუალები კვების დროს - თამაში, კომპიუტერი, მულტფილმები
დაბადების დღიდან დასწავლული ჩვევები, უმეტეს შემთხვევაში განსაზღვრავს ადამიანის მოთხოვნებს ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე. კვებითი ჩვევები ბავშვებს უყალიბდება დაბადებისთანავე, ამიტომ პირველივე დღიდან უნდა ვეცადოთ მავნე ჩვევები არ ჩამოვუყალიბოთ. დიდ როლს თამაშობს მშობლების მაგალითები. თუ მამა ან დედა სადილის დროს გაზეთს კითხულობს, ტელევიზორს უყურებს, ეს ხდება მაგალითი ბავშვისთვის და თვითონაც იგივეს აკეთებს, არ იღებს საკვებს რიტუალების, გართობის, კომპიუტერის ყურების გარეშე. აუცილებელია შვცვალოთ კვების მიღების ეს წესი. მინდა ავღნიშნო, ეს წესი არ იწვევს რაიმე დაავადებას, მაგრამ მონელებისთვის უკეთესია საკვებს დროს კონცენტრაცია მოახდინოს მხოლოდ საკვებზე, შეუქმენით სასიამოვნო, მშვიდი გარემო. კვებამ არ უნდა მიიღოს მოვალეობის მოხდის სახე.