წამალი, რომელმაც უხელ-ფეხო ბავშვების დაბადება გამოიწვია - შეუმოწმებელი პრეპარატი ახლო წარსულიდან, რომელმაც კატასტროფული შედეგები გამოიწვია
წამალი, რომელმაც უხელ-ფეხო ბავშვების დაბადება გამოიწვია - შეუმოწმებელი პრეპარატი ახლო წარსულიდან, რომელმაც კატასტროფული შედეგები გამოიწვია
ეს ამბავი საკმაოდ გახმაურებულია, თუმცა ახალ თაობაში ბევრმა არ იცის. წამალი, რომელსაც ორსულებსა და მეძუძურებს უნიშნავდნენ და რომელმაც ნამდვილი კატასტროფა გამოიწვია - კიდურების გარეშე დაბადებული ბავშვები... ეს ჩვენი უახლოესი წარსულია და მისი გაცნობა კიდევ უფრო აქტუალური ხდება იმის ფონზე, რომ უამრავი სხვადასხვა დასახელების და დანიშნულების წამალი შემოდის ჩვენს ქვეყანაში და არც ისე იშვიათად ჩვენც ექსპერიმენტების მსხვერპლნი ვხდებით, რადგან ბევრი ახალი პრეპარატი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი და მისი მოსალოდნელი შედეგებიც არ არის დაზუსტებული.

...1945 წელს ერთ-ერთმა გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, Chemie Grünenthal-მა
იაფი ანტიბიოტიკისა და პეპდიდების შექმნის
მიზნით ჩაატარა ექსპერიმენტი. ამ ექსპერიმენტის შედეგად მიღებულ იქნა პრეპარატი, რომელსაც ტალიდომიდი (Thalidomide) უწოდეს და დაიწყეს კვლევა, როგორ და რისთვის შეიძლებოდა მისი ყველაზე ეფექტურად გამოყენება.
თავდაპირველი დანიშნულების თანახმად, პრეპარატი უნდა გამოყენებულიყო კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ, თუმცა ცხოველებზე ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ ეს პრეპარატი კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ ვერ გამოდგებოდა, მას არ გააჩნდა ამ პროცესთან გამკლავების უნარი. გარდა ამისა, დადგინდა, რომ ტალიდომიდის გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად ცხოველები არ იღუპებოდნენ, რამაც მეცნიერები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ წამალი უსაფრთხო იყო.
1955 წელს ახალი პრეპარატის ნიმუშები კომპანიამ უფასოდ გაუგზავნა გერმანულ და შვეიცარიულ კლინიკებს.
ამ პრეპარატის მიმღები ადამიანები ადასტურებდნენ, რომ მართალია, ეს წამალი ვერ ბლოკავდა კრუნჩხვებს, თუმცა პრეპარატს გააჩნდა დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი ეფექტი. პაციენტები ამტკიცებდნენ, რომ წამლის მიღების შედეგად ისინი მშვიდდებოდნენ და ბუნებრივ ძილში გადადიოდნენ, ეს პროცესი მთელი ღამე გრძელდებოდა.
ახალი პრეპარატის მოქმედებამ და შესაძლებლობებმა ბევრი თერაპევტი დააინტერესა, დამაშვიდებელი და ხანგრძლივი ძილის მომგვრელი წამალი სხვა დამამშვიდებელი პრეპარატების ფონზე აშკარად გამოირჩეოდა. განსაკუთრებით ამახვილებდნენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ წამლის გადაჭარბებული დოზით მიღების შემთხვევაში თითქმის გამორიცხული იყო სუიციდი.
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები დადებითად აფასებდნენ წამლის მოქმედებას, პრეპარატის ლიცენზირებისთვის ეს საკმარისი არ იყო, საჭირო იყო წამლის ეფექტურობის დამამტკიცებელი ფაქტები.
საინტერესოა, რომ ცხოველებზე აღნიშნული წამალი ძილის მომგვრელ ეფექტს არ იძლეოდა, ამიტომაც, კომპანიის თანამშრომლები იძულებულები გახდნენ, შეექმნათ ახალი უჯრედი, რომელიც ცხოველების მოქმედებას შეანელებდა. კომისიაზე წარდგენისას ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ მართალია, წამალი არ აძინებდა, თუმცა მკვეთრად ანელებდა მოძრაობებს სხვა სედატიურ პრეპარატებთან შედარებით, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პრეპარატს ლიცენზია მიეღო და მოეპოვებინა გავრცელების უფლება.

1957 წელს პრეპარატი ოფიციალურად გამოვიდა გერმანულ ბაზარზე Contergan-ის სახელწოდებით. 1958 წელს კი დიდმა ბრიტანეთმა გამუშვა იგივე პრეპარატი სახელწოდებით Distaval. გარდა ამისა, ტოლიდომიდი ბაზარს მიეწოდებოდა სხვადასხვა წამლის შემადგენლობაში, მაგალითად Asmaval - ასთმის წინააღმდეგ, Tensival -  არტერიული წნევის წინააღმდეგ. მოკლედ, ახალი პრეპარატი ევროპის 46 ქვეყანაში, სკანდინავიაში, აზიაში, აფრიკაში, სამხრეთ მაერიკაში გამოდიოდა და იყიდებოდა, 37 სხვადასხვა სახელწოდებით. არც ერთ ქვეყანაში არ ჩატარებულა ამ პრეპარატის დამატებითი გამოკვლევა.
1958 წელს კომპანიაში მივიდა წერილი, რომელშიც იყო საუბარი იმაზე, რომ ეს პრეპარატი ძალიან კარგად მოქმედებდა ორსულებსა და მეძუძურ დედებზე. ეს პუნქტი მალევე გაჟღერდა სარეკლამო განცხადებაში დიდ ბრიტანეთში, მიუხედავად იმისა, რომ გამოკვლევა ნაყოფზე არ ჩატარებულა არც გერმანიაში და არც დიდ ბრიტანეთში. ასე რომ, ტალიდომიდი წარმატებულად გამოიყენებოდა ორსულებში ისეთი უსიამოვნო შეგრძნებების მოსახსნელად, როგორიც არის გულისრევა, უძილობა და შფოთი.

1959 წლიდან კომპანიაში გახშირდა ისეთი წერილები, სადაც საუბარი იყო ამ პრეპარატის უკუჩვენებეზე, ისეთზე, როგორიც იყო პერიფერიული ნეფრიტი. შედეგად გაჩნდა მოსაზრება, რომ პრეპარატი აუცილებლად უნდა გამოყენებულიყი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ეს იყო და ეს... ტალიდომიდი კვლავაც ლიდერობდა ფარმაცევტულ ბაზარზე. ბევრ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა და ბევრგან მარტო ასპირინს თუ ჩამორჩებოდა. გერმანული კომპანიის მიზანი კი გახდა, უარეყო ამ პრეპარატის კავშირი პერიფერიულ ნეფრიტთან და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა წამლის გაყიდვის შეზღუდვას.
1960 წელს ამერიკაში მოითხოვეს პრეპარატ Kevadon-ის, იგივე ტალიდომიდის შესწავლა.
ამერიკული კანონის თანახმდ, წამლის ლიცენზირებისთვის საჭირო იყო მხოლოდ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დასტური. იგივე კანონების თანახმად, ნებადართული იყო პრეპარატის სასინჯად გამოყენება მის ლიცენზირებამდე, რამაც გამოიწვია ის, რომ გავრცელდა 2 500 000 ტაბლეტი, დანიშნულება მიეცა 20 000 პაციენტს.
mshoblebi
ექიმებმა ეს წამალი უვნებლად და ეფექტურად მიიჩნიეს, თუმცა ექიმი ფრენსის ო. კესლი უკმაყოფილო დარჩა საკონტროლო ტესტის პასუხებით - ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ პრეპარატის მწარმოებელმა კომპანიამ კარგად იცოდა წამლის უკუჩვენების შესახებ ნეფრიტთან დაკავშირებით, თუმცა ამ ფაქტს არ ახმაურებდა და მის მიჩქმალვას ცდილობდა. მიუხედავად საკმაოდ სერიოზული ზეწოლისა კომპანიის მხრიდან, ამ ქალბატონმა არ დაუჭირა მხარი პრეპარატის გავრცელებას და შედეგად, ამ წამალმა ვერ მოახერხა ამერიკის ფარმაცევტულ ბაზარზე შეღწევა. მაშინ ამ ქალბატონმა კიდევ არ იცოდა, რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ამ გადაწყვეტილების მიღებით.

1956 წლის 25 დეკემბერს შტოლბერგში, Chemie Grünenthal-ის კომპანიის წარმომადგენლის ოჯახში დაიბადა გოგონა ყურების გარეშე. კომპანიის წარმომადგენელი ფეხმძიმე მეუღლეს ჯერ კიდევ ოფიციალურად დაუდასტურებელ პრეპარატს აძლევდა, რომელიც სამსახურიდან ჰქონდა წაღებული. მაშინ ამ პრეპარატის მიღებას და ასეთი ბავშვის დაბადებას ერთმანეთს არავინ უკავშირებდა, რადგან მსგავსი შემთხვევები, რა თქმა უნდა, ადრეც დაფიქსირებულა. თუმცა, ტალიდომიდის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ თანდაყოლილი სიმახინჯეებით დაბადებულ ბავშვთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. 1961 წელს კი ექიმმა პედიატრმა ჰანს რუდოლფ ვიდემანმა საზოგადოებას ამ ოპრობლემაზე ყურადღების გამხვილებისკენ მოუწოდა და ფაქტები ეპიდემიად შეაფასა.
mshoblebi
1961 წლის ბოლოს, თითქმის ერთდროულად პროფესორმა ლენცმა გერმანიაში და დოქტორმა მაკბრაიდმა ავსტრალიაში ერთმანეთს დაუკავშირეს ეს პრეპარატი და თანდაყოლილი სიმახინჯეებით დაბადებული ბავშვები. ყველა დედა ორსულობის დროს ტალიდომიდს იღებდა.
ფაქტები თანდათან გახმაურდა და დიდი რეზონანსიც გამოიწვია, თუმცა ზოგიერთ აფთიაქში პრეპარატი მაინც შეუფერხებლად იყიდებოდა. იტალიასა და იაპონიაში პრეპარატი ამ ამბების შემდეგ კიდევ 9 თვის განმავლობაში იყიდებოდა.
mshoblebi
ექიმებს დასკვნების თანახმად, 1959 წლიდან დასავლეთ გერმანიაში ტალიდომიდის მსხვერპლი 2000-3000 ბავშვი დაიბადა. საბოლოოდ კი, ამ პრეპარატის მიღების შედეგად 40 000 ადამიანი დაავადდა პერიფერიული ნეფრიტით, 8 000-დან 12 000-მდე ბავშვი დაიბადა სიმახინჯით და მათგან მხოლოდ 5 000 გადაურჩა სიკვდილს და სამუდამოდ ინვალიდი დარჩა.
mshoblebi
როგორც გაირკვა, ტალიდომიდს აქვს ტერატოგენული მოქმედება, რაც განსაკუთრებით საშიშია ორსულობის პირველ პერიოდში. ერთი ტაბლეტის მიღებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ბავშვი სიმახინჯით დაიბადოს.
ამ პრეპარატით გამოწვეული სიმახინჯე შეიძლება შეეხოს სხეულის ნებისმიერ ნაწილს. ყველაზე გავრცელებულია ზედა და ქვედა კიდურების არქონა. ტალიდომიდი ასევე მოქმედებს შინაგანი ორგანოების ჩამოყალიბებაზე, ეს ეხება გულს, ღვიძლს, თირკმელებს და ა.შ. ასევე იწვევს გონებრივ ჩამორჩენას. იწვევს ეპილეფსიას, აუტიზმს.
ყველაზე საშინელი კი ეს არის, რომ ეს ყველა დეფექტი შესაძლოა მემკვიდრეობით გადაცემას დაექვემდებაროს. მაგალითად სპეციალისტებმა მოიყვანეს 15 წლის რებეკას მაგალითი, რომლის ბებიაც იღებდა ტალიდომიდს. გოგონა დაიბადა მოკლე ხელებით და თითო ხელზე ჰქონდა სამ-სამი თითი. ეს გახლავთ ამ პრეპარატთან დაკავშირებული ტიპიური დეფექტი...
ეს ამბავი კიდევ ერთი საშიში გაფრთხილებაა სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, რომ არ გამოიყენონ პაციენტები დაუდგენელი და გამოუკვლევი წამლების შემოწმებისა და ექსპრიმენტებისთვის.mshoblebi
ტეგები: ტალიდომიდი
164652
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
nino
6
რამდენი წელიწადი დასჭირდა ამის აღიარებასდა ბაზრიდან გაშვებას!! როდის აღიარებენ რომ ჩვენი ესოდენ დატვირთული ვაქცინაციის კალენდარი და ალუმინ ვერცხლისწყლის შემცველი აცრები !! არის მიზეზი ასე მომატებული აუტიზმისა მთელს მსოფლიოში.
09:32 / 21-08-2020
ნინო
5
როგორი სანატრელი იყო ჩემთვის ეს პრეპარატი,მაშინ როდესაც ექიმი მრავლობითი მიელომის მკურნალობის კურსში ჩართვის საჭიროებაზე გვესაუბრა.
19:29 / 18-08-2020
myquiz
მსგავსი სიახლეები