ბავშვების უფასო გასინჯვა ხერხემლის გამრუდებასა და ბრტყელტერფიანობაზე - ისარგებლეთ სპეციალური პროგრამით
ბავშვების უფასო გასინჯვა ხერხემლის გამრუდებასა და ბრტყელტერფიანობაზე - ისარგებლეთ სპეციალური პროგრამით
ხერხემლის გამრუდება, ანუ სქოლიოზი მსოფლიოში 80%-ზე მეტ ადამიანს აწუხებს. სქოლიოზების თემა საქართველოშიც მწვავეა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სასკოლო ასაკის ბავშვებში. როგორც ჩანს, სიმაღლესთან შეუფერებელი მერხები და მძიმე ჩანთები საბოლოოდ მაინც ტოვებენ კვალს. ამას ემატება ბავშვების პასიური ფიზიკური აქტივობაც. ჩვენს შვილებს ეზოში სირბილს ხომ კომპიუტერთან ან ტელეფონით ხელში საათობით ჯდომა ურჩევნიათ. სპორტული სექციებიც არ არის ხელმისაწვდომი "ხელფასიდან ხელფასამდე" რეჟიმით მცხოვრები ოჯახებისთვის. ერთი სიტყვით, ხერხემლის პრობლემები მოზარდებს მასობრივად აღენიშნებათ. სანამ სიმპტომები თვალნათლივი გახდება,
ბავშვი რაც შეიძლება ადრე უნდა უნდა გასინჯოს ორთოპედმა და მკურნალობაც ადრე უნდა დაიწყოს. ამიტომ მშობლებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის პროგრამა, რომელსაც ქალაქ თბილისის მერია ახორციელებს.
ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ბავშვს უფასოდ გასინჯავს ორთოპედი ხერმლის პათოლოგიებსა და ბრტყელტერფიანობაზე. თუ მასაჟი, ვარჯიში ან სხვა სახის მკურნალობა დასჭირდება, მერია ხარჯებს 70%-ით დაუფინანსებს. ხოლო მათ, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება, მკურნალობა 100%-ით დაუფინანსდება.
პროგრამა ითვალისწინებს სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის სკრინინგს და სკრინინგის ფარგლებში გამოვლენილი დაავადებების აღდგენით თერაპიას. როგორც თბილისის მერიაში განმ
არტავენ, სკრინინგის პროგრამა დედაქალაქის ბიჯეტიდან ფინანსდება.

დაფინანსების პირობები:
აღდგენით თერაპია პაციენტებს, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცვველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" არ აღემატება 70 000-ს, უფინანსდება სრულად, ხოლო ყველა სხვა პირს – 70%-ით.
სკრინინგით სარგებლობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ 4-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს, ხოლო აღდგენითი თერაპიით – ყველა იმ პირს, ვისაც სკრინინგის ფარგლებში დაესვა დიაგნოზი და არის საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე.
პროგრამით მოსარგებლეებმა უნდა მიმართონ:
შპს დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი, მიცკევიჩის ქ.29ა;
შპს "ულტრამედი", თემქა 10კვ;
შპს "მედკაპიტალი", ა. წერეთლის გამზირი 138;
შპს "მედკაპიტალი", გამრეკელის ქ.19;
შპს სამედიცინო ჰოლდინგი 23, ქუთაისის ქ.18;
სს ვერე XXI კლინიკა მედსი, ლ. ქიაჩელის ქ.18;
შპს "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი", ჯავახიშვილის ქ.43;
შპს "M მედი22", ბუაჩიძის ქ.12ა;
შპს "თბილისის მე-13 პოლიკლინიკა", რ. ლაღიძის ქ.8;
შპს "medison", ალ. გობრონიძის ქ.27;
კლინიკა "ნიუ მედი", თბილისი, მარიჯანის ქუჩა 4 (ვაჟა-ფშაველას ძეგლთან);
შპს ,Krol Medical Corporation", ი. ჭავჭავაძის გამზ. 44;
შპს "თბილისის #4 საოჯახო მედიცინის ცენტრი", ვაზისუბნის მე-4მ/რ 1 კვ;
შპს "თბილისის #4 საოჯახი მედიცინის ცენტრი", იუნკერთა ქ. 1;
შპს "თბილისის #4 საოჯახო მედიცინის ცენტრი", ახალუბნის ქ.10″, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რაც შეეხება რეგიონებს, როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, ეს პროგრამა ჯერ-ჯერობით თბილისის გარდა სხვა ქალაქებსა და რეგიონებზე არ ვრცელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურიის ოფიციალური გვერდით.

ასევე შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე 272 22 22.



84645
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (75)
ხატია
0
მაინტერესებს რეგიონიდან ჩასულ ბავშვებს თუ ეხება უფასო კონსულტაცია ან უფასო მკურნალობა?
20:10 / 22-04-2019
ელზა
0
რაიონში ჩაწერილი ბავშვებისთვისაც რომ იყოს რამე დაშავდება?თყ მარტო თბილისელ ბავშვებს აქვთ ეგ პრობლემა
19:57 / 14-12-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?