რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი და როდის ითვლება დაგვიანებულად პატარას ალაპარაკება
რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი და როდის ითვლება დაგვიანებულად პატარას ალაპარაკება
რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი და როდის ითვლება დაგვიანებულად პატარას ალაპარაკება? - ამ და სხვა კითხვებს ფსიქოთერაპევტი, დავით ანდღულაძე პასუხობს.

- რომელი ასაკიდან იწყებს ბავშვი სრულყოფილად ლაპარაკს?
- ეს არის ინდივიდუალური. შეიძლება ბავშვი 2 წლის ასაკში სრულიად გამართულად მეტყველებდეს. შესაძლებელია 4 წლის ასაკამდე საკმაოდ გაუგებარი იყოს მისი საუბარი. მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა არის ინდივიდუალური.

- ჩემს 3 წლის შვილს ებმის ენა - როგორ მოვიქცე?
- გასარკვევია რა მიზეზით ებმის
ენა. ეს არის კონკრეტულად ბგერის ვერგამოთქმის პრობლემა და ბევრი სამუშაოა ამ მხრივ ფსიქოთერაპევტის მიერ. ან არ ებმოდა ენა და შემდეგ დაეწყო ეს პრობლემა. თუ სხვა რამ. ყოველი კონკრეტული შემთხვევის მთავარი პირობაა, რომ ბავშვი უნდა იყო შეფასებული და შესაბამისად შემდეგ მოვიფიქრებთ რა მიმართულებით იქნება ჩარევა საჭირო.

- როგორ გავამდიდროთ პატარების სამეტყველო ლექსიკონი?
- ჩვენ უნდა გვქონდეს რაც შეიძლება ფართო ლექსიკა. ბევრი უნდა ვილაპარაკოთ. არ უნდა გვეზარებოდეს რაღაცის ახსნა. კონკრეტულ თემებზე გაშლილად საუბარი. არის მულტიპლიკაციური ფილმები, ზღაპრის კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენ სიტყვას ვერ ვამბობთ რამდენიც გვხვდება ზღაპარში თუ სხვა მხატვრულ ლიტერატურაში. მთავარი არ უნდა გვეზარებოდეს ბავშვთან საუბარი და კითხვა. ეს აფართოებს ბავშვის
ლექსიკას.

- ჩემი შვილი 6 წლის იყო, როცა ძაღლმა შეაშინა. მას შემდეგ ენის ბორძიკით ლაპარაკობს. განკურნებადია თუ არა?
- განკურნებადი არის. საჭიროა ფსიქოთერაპევტის ოპერატიული ჩარევა. საერთოდ, ენაბორძიკობის უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია შიშთან. რაც მთავარია განკურნებადი არის.

- როგორ ვუმკურნალოთ ენის ბორძიკს მოზარდებში?
- ისევე უნდა ვუმკურნალოთ როგორც ბავშვებში. არსებითი სხვაობა არ არის. უბრალოდ ინდივიდუალური მიდგომა არის საჭირო - "ყველას თავის ენაზე ველაპარაკებით", თავის შესაბამისს სავარჯიშოს ვასწავლით . არის ბგერების გამოთქმის კონკრეტული სავარჯიშო. ასევე არის ფსიქოთერაპიული სავარჯიშოები, არის ეტაპობრივი პროცედურა და ამ პროცედურას უნდა გავყვეთ. მკურნალობის წესების მიდგომებში არსებითი განსხვავება ნამდვილად არ არის.

- რამდენად ეფექტურია ენის ბორძიკის მკურნალობა
- ელექტრონულ მოწყობილობათა დახმარებით? განაგრძეთ კითხვა
23031
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```