ბავშვები "საკეისრო კვეთის" შემდეგ - არის თუ არა განსხვავება
ბავშვები "საკეისრო კვეთის" შემდეგ - არის თუ არა განსხვავება
საკეისრო კვეთის სტატისტიკური მაჩვენებელი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. ბევრი დედა მხოლოდ იმიტომ ირჩევს ამ გზას, რომ ზედმეტი ტკივილისა და სტრესისგან გათავისუფლდეს. ამ დროს ნაკლებად ფიქრობენ, თუ რა გავლენას ახდენს ქირურგიული ჩარევა ბავშვის ჯანმრთელობაზე.

როცა საკეისრო კვეთა სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული, ეს იმას ნიშნავს, რომ დედის მუცელში მყოფი პატარა უკვე გარკვეულ რისკჯგუფშია მოქცეული. ამიტომ ამ ბავშვებს შორის მეტი პრობლემა ვლინდება, ვიდრე ფიზიოლოგური მშობიარობით გაჩენილებს შორის. თუ ოპერაცია მხოლოდ დედის სურვილით ჩატარდა, მასაც ახლავს გარკვეული რისკები, თუმცა ამ რისკებს მომავალი დედა უკვე საკუთარი ინიციატივით
ქმნის - დადგენილია, რომ ბევრად მეტი გართულება ახლავს საკეისრო კვეთას, ვიდრე ბუნებრივ მშობიარობას.


საკეისრო კვეთის "იმუნოდეფიციტი"

მედიცინაში მიჩნეულია, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობისას გაივლის რა ბავშვი ბუნებრივ გზებს, ის დედისგან ერთგვარ "ბაქტერიულ კოქტეილს" იღებს, რომელიც მის იმუნიტეტს და აუცილებელ მიკროფლორას აძლიერებს. "კეისრულები" კი სტერილურ პირობებში იბადებიან, რაც მათ იმუნურ სისტემაზე უარყოფითად აისახება. თუმცა მომავალში იმდენი ფაქტორი განაპირობებს იმუნიტეტის დასუსტება-გაძლიერებას, რომ მათ შორის "საკეისროს" კვალი უკვე იკარგება. თუმცა ჩვილობისას ბუნებრივად გაჩენილები უფრო ნაკლებად ავადმყოფობენ ან მსუბუქად უმკლავდებიან ინფექციებს.

იდეალური გამოსავალია, თუ დედა ორსულობის დაგეგმვამდე ჩაიტარებს გამოკვლევებს, მოიწესრიგებს ჯანმრთელობას და თავადაც იზრუნებს იმუნიტეტზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკეისრო
კვეთის შემდეგ დედამ ძუძუ აწოვოს შვილს, რადგან ლაქტაციას იმუნიტეტის ნორმალიზებაში პირველი ადგილი უკავია.

ოპერაციის შემდგომი ადაპტაცია

როცა მშობიარობა ბუნებრივად იწყება, ბავშვის სასიცოცხლო სისტემის ყველა კომპონენტი აქტიურდება და გარემოსთან შეგუებაში ეხმარება. გეგმიური საკეისრო კვეთის შემთხვევაში ეს ფუნქციები ოდნავ მოდუნებულია, რაც გარემოსთან შეგუების რისკებს ზრდის.

ამიტომ ოპერაცია, სჯობს, სამშობიარო ტკივილებისას გაკეთდეს, რათა პროცესი უფრო ახლოს არის ბუნებრივობასთან.

წნევის ცვალებადობა
ესეც საკეისრო კვეთის ერთ-ერთი პრობლემაა, რაც სისხლძარღვების მკვეთრ სპაზმს იწვევს და ბავშვისთვის სტრესული ფაქტორია. თუმცა ფიზიოლოგიური მშობიარობაც გარკვეული სტრესია.

ანესთეზიის საშუალებები
დღეს საკეისრო კვეთა საერთო ნარკოზით ან ხერხემლის გაუტკივარებით კეთდება. სპეციალისტთა განცხადებით, ნარკოზის დროს გამაყუჩებელი ნივთიერებების ნაწილაკები ბავშვის ორგანიზმშიც ხვდება, ხერხემლის გაუტკივარების დროს კი მედიკამენტების გავლება მინიმალურია. სამაგიეროდ, ნარკოზი ბევრად სწრაფად მოქმედებს.
ყველა შემთხვევაში გაუტკივარების საშუალებები ექიმთან უნდა შეათანხმოთ. ხერხემლის გაუტკივარებისას,  ნარკოზისგან განსხვავებით, გონებას არ დაკარგავთ და ბავშვთან ემოციურ კონტაქტს შეინარჩუნებთ.
66650
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (33)
სოფო
0
მე არ მქონდა საკეისრო ჩვენება მითხრეს რომ ბავშვი 4100 იწონისო, მე შემეშინდა და საკეისრო მოვითხოვე და ბავშვი 4500 დაიბადა, ექიმმა ოპერაციის დროს მითხრა კიდევ კარგი საკეისრო მოითხოვე თორე ან შენ დაგემართებოდა რამე ან ბავშვსო, ერთი ომი მქონდა სამშობიაროში იარზე იყვნენ და არ მიკეთებდნენ, ბოლოს ბოდიში მომიხადეს, რამე რომ მომხდარიყო მერე ბოდიში რაღას მიშველიდა, ძალიან ჯანმრთელი ბავშვი მყავს, თუმცა ფიზიოლოგიური მშობიარობა მერჩივნა მაგრამ არც ექიმები არიან მთლად კომპეტენტურები ამ ქვეყანაში მთლად სტატისტიკას არ უნდა დავეყრდნოთ
18:45 / 25-12-2017
ნანა
0
მეც საკეისროთი მყავს გაჩენილი, საკმაოდ ძლიერი ბავშვია მაგრამ ბუნებრივი მშობიარობა ყველაზე კარგია, როგორც დედისთვის ისე შვილისთვის. არსად არ აკეთებენ სხვა ქვეყნებში ორსულის რაკა-რუკზე, თუ სამედიცინო ჩვენება არ არის. 100% ით ვეთანხმები თაკოს. მეც საზღვარგარეთ მომიწია ორსულობაც და ბავშვის გაჩენაც. აუცილებელი იყო საკეისრო თორემ შენ რახან გინდა გაგიკეთებთო ეგრე არაა
01:38 / 25-12-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი