რა სიმპტომებით ამოვიცნოთ ინფექციები რაც მეტად გვიახლოვდება ცხელი სეზონი, ნაწლავური ინფექციებიც მეტად მწვავდება. მშობლები მთელ ზაფხულს ენტეროვირუსების შიშში ატარებენ, არადა აღმოჩნდა, რომ ეს საკმაოდ იშვიათი დაავადებაა, ხოლო სეზონურად ჩვენი შვილები სულ სხვა ინფექციებით "იტანჯებიან".
სეზონურ ნაწლავურ ინფექციებზე ცნობილმა პედიატრმა, თემულ მიქელაძემ ტელეკომპანია "იმედის" დილის გადაცემაში ისაუბრა.
"ენტერო ვირუსული ინფექციები საკმაოდ მძიმე დაავადებები, რომელიც პრაქტიკულად, საკმაოდ იშვიათად გვხვდება. მისთვის დამახასიათებელია უპირატესად ცენტრალური ნერვული სისტემების მიმდინარე გართულებები, კარდიტით მიმდინარე გართულებები დაა.შ. გამოთქმა, რომ ჩემს შვილს აქვს ენტერო ვირუსი, არ არის სწორი. ნაწლავთა ვირუსული ინფექციები აბსოლიტურად სხვა დაავადებაა. ცალკეა ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციები, ე.წ კვებითი ტოქსიკო ინფექციები, მოგზაურთა დიარეები, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა ადგილზე გადაადგილებით. ამ ყველაფერს ხელს უწყობს დაბინძურებული წყალი, მალფუჭებადი საკვები. აუცილებელია საკვები მოთავსებული იყოს მაცივარში სწორ, 2 დან 8 გრადუსამდე ტემპერატურაში. საკმაოდ ხშირად მინახავს, საზამთროს გაიტანენ ზღვის სანაპიროზე, ჭრიან და იქვე მიირთმევენ. სწორედ ეს არის ინფექციის ერთ-ერთი წყარო.
რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსულ ინფექციებს?
ვირუსული ინფექციების სიმპტომებია მაღალი ცხელება, ღებინება, ღებინებას თან ახლავს ნაწლავთა გახშირებული მოქმედება. (გახშირებული მოქმედება გულისხმობს 3-ზე მეტს, წყლიანი განავლიანი მასებით, რომელიც გრძელდება პირველი ორი, სამი დღის განმავლობაში. საკმაოდ ხშირად, რაც უფრო ადრეული ასაკის არის ბავშვი, წყლის დაკარგვის გამო სწრაფად სუსტდება კაპილარული ავსება. შიძლება ჩავატაროთ დაკვირვება - ბავშვის კანი აწევის შემთხვევაში სამ წამში სწორდება, როცა ნორმაშია, ხელის გაშვებისთანავე უნდა გასწორდეს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მშობელმა მიმართოს ექიმს. საკმაოდ ხშირად როგორც ნაწლავურ ინფექციას, ისე ბაქტერიულ ვირუსულ ინფექციებს ახასიათებს სისხლიანი განავალი. სისხლიანი განავალი უფრო ხშირად თანხვედრილია ბაქტერიული ვირუსებისგან, როგორიცაა დეზინტერია, სალმონელოზი, ნაწლავის ჩხირი და ა.შ.
დაახლოებით 95%-ში ინფექციები ამბულატორიულ პირობებში იმართება სარეგიდტარაციო საშუალებებით, როგორიცა რეგიდრონი და სხვა. ეს ხსნარი ბინის პირობებშიც შეგვიძლია მოვამზადოთ, დაახლოებით 1 ლიტრ წყალში ჩავყაროთ ერთი სუფრის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, შიძლება ლიმონიც ჩავაწუროთ. თუ ღებინება აქვს პაციენტს, სასურველია, 5 წუთში ერთხელ ერთი ჩაის კოვზით ხსნრი მიიღოს ბინის პირობებში. აუცილებელია ერთხელ მაინც გაასინჯოთ ექიმს, ხოლო თუ 3-4 დღის განმავლობაში დიარეა არ გაივლის, თუ ცხელება გაგრძელდება, უნდა გადაწყდეს მისი სტაციონარში მოთავსების საკითხი და შესაბამისად ინტრავენური რეგიდრატაციის ან ანტიბიოტიკის ჩართვის საკითხი.
კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო ყველა, ხელაღებით, თვითნებურად არ უდა მოხდეს ანტიბიოტიკო თერაპიის დაწყება. ნაწლავური ინფექციების დროს, თუ არ არის დადასტურებული მისი ბაქტერიული ხასიათი, არასწორად ანტიბაქტერიული საშუალებების ჩართვამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელის ნაწლავის უკმარისობა, ანტიბიოტიკმა შეიძლება მიკრობი პირიქით დაშალოს სწრაფად და ამ მიკრობმა თვითონ გამოიმუშაოს ტოქსინი ადამიანის ორგანიზმში. ეს საკმაოდ ხშირად ფატალურად მთავრდება და ამიტომ აუცილებელია ნაწლავთა ინფექციების დროს ექიმის გარეშე, ბინის პირობებში იქნება ეს თუ სტაციონარში, არ ჩაერთოს ანტიბაქტერიული თერაპია."
იხილეთ ვიდეო