ამ მეთოდით სარგებლობენ ევროპის ბევრ ქვეყანაში, ამერიკასა და რუსეთში ამ მეთოდის შესახებ პირველად 1970-იან წლებში "ნიუ-იორკ თაიმსში" დაიბეჭდა და ამბობენ, რომ ეფექტური გამოთვლაა. ამ მეთოდით სარგებლობენ ევროპის ბევრ ქვეყანაში, ამერიკასა და რუსეთში.
თუ თქვენ ბიჭის მშობელი ბრძანდებით, მაშინ დედის სიმაღლეს დაუმატეთ მამის სიმაღლე, მათ ჯამს დაუმატეთ კიდევ 13 სანტიმეტრი და მიღებული შედეგი გაყავით 2-ზე.
თუ გოგონას მშობელი ხართ, მაშინ დედის სიმაღლეს დაუმატეთ მამის სიმაღლე, მიღებულ ციფრს გამოაკელით 13 და შედეგი 2-ზე გაყავით.
ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, 100%-იან შედეგს არ გვპირდება. ბავშვის სიმაღლე გენეტიკური ფაქტორების გარდა დამოკიდებულია გარემოზე, რომელშიც ის იზრდება - დედის მდგომარეობა ორსულობის დროს, ბავშვის კვება სიცოცხლის პირველ წლებში და შემდეგ, სტრესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა - ეს ყველაფერი გავლენას ახდენს სიმაღლეზე.
კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანის სიმაღლე 60%-80% თავის გენებზეა დამოკიდებული. უმცროსი დები და ძმები ზრდასრულ ასაკში უფრო დაბლები არიან, ვიდრე მათი უფროსი და-ძმები.
ასევე არსებობს სიმაღლის გამოთვლის კიდევ ერთი მეთოდი.
2 წლის ასაკში თქვენი ბიჭის სიმაღლის მაჩვენებელი გაამრავლეთ 2-ზე, გოგონას სიმაღლე გაამრავლეთ 1,6 წლის ასაკში 2-ზე. სავარაუდოა, რომ ზრდასრულ ასაკში თქვენი შვილები მიღებულ შედეგზე 10 სანტიმეტრით მაღლები იქნებიან.