რა განმარტებას აკეთებენ მერიაში ბავშვთა ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის პროგრამა დროებით შეჩერებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ორთოპედთან უფასო ვიზიტებზე ბავშვების ჩაწერა-გასინჯვა დროებით შეუძლებელია.
როგორც მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განმარტავენ, აღდგენით თერაპიის მომსახურება ივნისის ბოლომდე შეჩერდა.
"მოგეხსენებათ, რომ ქვეპროგრამა საპილოტეა და დაწყებიდან 4 თვის შემდეგ, მოხდა მისი გადახედვა. შესაბამისად, საჭირო გახდა მიმწოდებელი ცენტრების მომსახურებაში გარკვეული საკითხების დაკორექტირება. ამჟამად, სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობს მერიის შესაბამისი სამსახურისა და სპეციალისტების მუშაობა, რათა მომხმარებელმა მისთვის შესაბამისი და ხარისხიანი მომსახურება მიიღოს.
ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველებმა ივლისის დასაწყისში უნდა მიმართონ დაწესებულებებს და მათგან შეიტყობენ შემდგომი მოქმედების გეგმას" - აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის პროგრამას ქალაქ თბილისის მერია ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ ბავშვს უფასოდ გასინჯავს ორთოპედი ხერმლის პათოლოგიებსა და ბრტყელტერფიანობაზე. თუ მასაჟი, ვარჯიში ან სხვა სახის მკურნალობა დასჭირდება, მერია ხარჯებს 70%-ით დაუფინანსებს. ხოლო მათ, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება, მკურნალობა 100%-ით დაუფინანსდება.
დაფინანსების პირობები:
აღდგენით თერაპია პაციენტებს, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცვველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" არ აღემატება 70 000-ს, უფინანსდება სრულად, ხოლო ყველა სხვა პირს – 70%-ით.
სკრინინგით სარგებლობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ 4-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს, ხოლო აღდგენითი თერაპიით – ყველა იმ პირს, ვისაც სკრინინგის ფარგლებში დაესვა დიაგნოზი და არის საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე.
პროგრამით მოსარგებლეებმა უნდა მიმართონ:
შპს დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი, მიცკევიჩის ქ.29ა;
შპს "ულტრამედი", თემქა 10კვ;
შპს "მედკაპიტალი", ა. წერეთლის გამზირი 138;
შპს "მედკაპიტალი", გამრეკელის ქ.19;
შპს სამედიცინო ჰოლდინგი 23, ქუთაისის ქ.18;
სს ვერე XXI კლინიკა მედსი, ლ. ქიაჩელის ქ.18;
შპს "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო
მსგავსი სიახლეები
ტერფის თანდაყოლილი და შეძენილი ცვლილებები - ორთოპედის რეკომენდაციები მშობლებს!
ტერფის თანდაყოლილი და შეძენილი ცვლილებები - ორთოპედის რეკომენდაციები მშობლებს!
რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს სავსე სასკოლო ჩანთა
რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს სავსე სასკოლო ჩანთა
როგორ უნდა იჯდეს ბავშვი მერხთან – სამუშაო მაგიდასთან ჯდომის წესები
როგორ უნდა იჯდეს ბავშვი მერხთან – სამუშაო მაგიდასთან ჯდომის წესები
ცენტრი", ჯავახიშვილის ქ.43;
შპს "M მედი22", ბუაჩიძის ქ.12ა;
შპს "თბილისის მე-13 პოლიკლინიკა", რ. ლაღიძის ქ.8;
შპს "medison", ალ. გობრონიძის ქ.27;
კლინიკა "ნიუ მედი", თბილისი, მარიჯანის ქუჩა 4 (ვაჟა-ფშაველას ძეგლთან);
შპს ,Krol Medical Corporation", ი. ჭავჭავაძის გამზ. 44;
შპს "თბილისის #4 საოჯახო მედიცინის ცენტრი", ვაზისუბნის მე-4მ/რ 1 კვ;
შპს "თბილისის #4 საოჯახი მედიცინის ცენტრი", იუნკერთა ქ. 1;
შპს "თბილისის #4 საოჯახო მედიცინის ცენტრი", ახალუბნის ქ.10″, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რაც შეეხება რეგიონებს, როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, ეს პროგრამა ჯერ-ჯერობით თბილისის გარდა სხვა ქალაქებსა და რეგიონებზე არ ვრცელდება.