ნაწლავური ინფექციისა და მოწამვლის რამდენიმე სიმპტომი ძალიან ჰგავს ერთმანეთს ნაწლავური ინფექციისა და მოწამვლის რამდენიმე სიმპტომი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ნებისმიერ შემთხვევაში, მშობელი ყურადღებით უნდა იყოს და აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც სწორ მკურნალობას შეურჩევს თქვენს შვილს.
ზაფხული - დასვენების, გართობის პერიოდია. რომლის დროსაც ბავშვი ადვილად სნებოვნდება ნაწლავურ ინფექციისგან. პატარა შეიძლება მალფუჭებადი პროდუტებისგანაც მოიწამლოს.
მოწამვლის სიმპტომები
მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს დაძველებუმა პროდუქტებმა. მალფუჭებად პროდუქტებში მოხვდნენ: ტკბილეულობა, რომელთა შემადგენლობაშიცაა ცხიმის, ცილის ან ხაჭოს კრემი, რძის პროდუქტები და ა.შ. ტოქსინები ადამიანის ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე საათში იწყებენ გამოვლენას. პირველი ნიშანია პირღებინება (ორგანიზმი ცდილობს გათავისუფლდეს საშიშროებისგან). შემდეგ დგება შედარებითი უკეთესობა. შეიძლება წარმოიშვას დიარეა ან მოიმატოს სიცხემ.
მკურნალობის საუკეთესო საშუალებად ითვლება ენტეროსორბენტები და სითხის მიღება.
მოწმავლიდან მეორე დღეს, როცა ორგანიზმი გათავისუფლდება მასში მოხვედრილი ტოქსინებისგან, პაციენტი შვებას იგრძნობს. სხეულის ტემპერტურა დარეგულირდება. შეგვიძლია ვივრაუდოთ, რომ მოწამვლა ისევე სწრაფად გამოდის, როგორც მოხვდა ორგანიზმში.
ნაწლავური ინფექცია
ნაწლავური ინფექციის მიზეზი შეიძლება გახდეს ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი (როტავისური, ნორავირუსი, ენტეროვირუსი) ან ბაქტერიები (სალმონელა, ნაწლავური ჩხირი). ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, სიმპტომების გამოვლენამდე იგი გამრავლებას იწყებს. სიმპტომები შეიძლება მეორე ან შემდეგ დღეს გამოვლინდეს. ნაწლავური ინფექციის დროს მოიმატებს სიცხე. განავალი იქნება თხელი მწვანე ან მოყვითალო შეფერილობის (შეიძლება თანდართული სისხლი ან ლორწო ჰქონდეს), უსიამოვნო, მომწამვლელი სუნით. პაციენტს აღენიშნება პირღებინების სიმპტომები, მოთენთილობა, ტკივილი მუცლის არეში. თუ დაავადების მიზეზი ვირუსია, ზემოჩამოთვლილ სიმპტომებს ემატება თავისა და ყელის ტკივილი, ხველება, სურდო. ისინი შეიძლება 2-3 დღეს გაგრძელდეს. ნაწლავური ინფექციით დასნებოვნებული მოზრდილიც და ბავშვიც უნდა იყოს იზოლირებული, რადგან ინფექცია გადამდებია.
თუ ბავშვს დეფეკაციის დროს სისხლიანი გამონადენი შეამჩნიეთ, სასწრაფოდ მიმართთ ექიმს.
მნიშვნელოვანია: თუ ბავშვმა ვირუსული ინფექცია "აიკიდა". ეს იმაზე მეტყველებს, რომ მომავალში, მისი იმუნიტეტი უფრო მდგრადი იქნება და იგი როტავირუსით, ნორავირუსით ან ენტეროვირუსით აღარ დაავადდება. ვირუსული ნაწლავური ინფექციის მკურნალობის არსი მდგომარეობს შემდეგში: რომ პაციენტს დალევინოთ მეტი სითხე, ჩამოუგდოთ მაღალი (38 გრადუსზე მეტი) სიცხე, ებრძოლოთ ყელის ტკივილს, ხველებას და ა.შ. ხოლო ბაქტერიული ინფექციის მკურნალობას ანტიბიოტიკების გარეშე ვერ შეძლებთ.