აუცილებელია თუ არა ბავშვის აცრა - კომაროვსკის მოულოდნელი პასუხი
აუცილებელია თუ არა ბავშვის აცრა - კომაროვსკის მოულოდნელი პასუხი
რატომღაც არავინ კითხულობს, საჭიროა თუ არა მანქანაში დამცავი ღვედის გაკეთება, ასევე არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ჭამის წინ ხელების დაბანა აუცილებელია, აი, ბავშვების ვაქცინაციის საკითხი კი ბევრი მშობლისთვის ღიად არის დარჩენილი, ბევრი დედა კითხულობს ხოლმე, აუცილებელია თუ არა ბავშვის აცრა.

საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებებში ხშირად ხვდებიან აცრილი ბავშვები, ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებები, რომელთა საწიინააღმდეგოდაც ტარდება ვაქცინაცია, რეალურად არსებობს.

სხვდასხვა ინფექციური დაავადების მსხვერპლი შეიძლება გახდეს როგორც აცრილი, ისე აუცრელი ბავშვი, თუმცა
არის შემთხვევები, როდესაც ვაქცინაცია უკვე ვეღარ შველის ავადმყოფს და დაავადება მწვავე ფორმით მიმდინარეობს.

ცნობილი რუსი პედიატრი, დოქტორი კომაროვსკი მიიჩნევს, რომ ბავშვების აცრა აუცილებელია. ჯანსაღად მოაზროვნე, განათლებულ და ადეკვატურ დედას ამაში ეჭვი აღარ უნდა ეპარებოდეს. სხვა საქმეა, როგორ უნდა მოამზადოს დედამ ბავშვი აცრისთვის.

1. პირველ რიგში ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა უნდა იყოს დაცლილი. ამაზე მშობელმა აცრამდე ერთი დღე-ღამით ადრე უნდა იზრუნოს. ბავშვს ჩვეულზე ნაკლები საკვები უნდა მისცეთ, მოარიდოთ ტკბილსა და ცხიმიან საკვებს.
2. სასურველია აცრამდე ერთი საათით ადრე არაფერი აჭამოთ. დატვირთეთ სითხეებით.
3.3-4 დღით ადრე ეცადეთ შეზღუდოთ ბავშვის ურთიერთობა სხვა თანატოლებთან, რათა თავიდან აიცილოთ ინფექცია. ეცადეთ პოლიკლინიკაში მინიმალური დრო გაატაროთ, თუ აცრას ბევრი ადამიანი
ელოდება, რიგი მუეღლეს ან ვინმე ახლობელს დააკავებინეთ, თავად კი ბავშვი სასეირნოდ გაიყვანეთ.

როგორ უნდა მოვიქცეთ აცრის შემდეგ
1. ბავშვი რაც შეიძლება დიდხანს ასეირნეთ სუფთა ჰაერზე.
2. მიეცით მხოლოდ ჯანსაღი საკვები.
3. დატვირთეთ სითხეებით, მიეცით ჩაი, კომპოტი, წყალი
4. მოარიდეთ ხალხმრავლობას.
5. თუ სიცხემ აუწია, აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

ბავშვისთვის აცრის გაკეთება მისი სერიოზული დაავადებისგან დაცვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. თუ ბავშვს არ აქვს სერიოზული ალერგია ან რაიმე განსაკუთრებული უკუჩვენება, აცრის გაკეთება აუცილებელია.

აცრაზე უარის თქმა ბოლო დროს ძალიან მოდური ტენდენციაა. თუმცა ექიმები გონიერებისკენ მოგვიწოდებენ. არ ღირს ბავშვის ჯანმრთელობის ეჭვქვეშ დაყენება და არაკომპეტენტური ადამიანების აზრის გაზიარება.
54083
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
marina
1
მარი.რა გარანტია გაქვს რომ ფასს იგივე ვაქცინაში არ იხდი რაც უფასოა?
11:57 / 06-05-2019
მარი
9
უფასო საქართველოში არაფერია და არც ვაქცინა!!!ანუ უფასო ვაქცინაცია საწვრთნელი კურდღლებისთვისაა და მას ბავშვებზე იყენებენ....ისე ეს დამპალი ხელისუფლება რას მოგვცემს?ხალხს რიტი ამოხადონ სული იმას ფიქრობენ!!!!აგერ საგანელიძე (ბიძოს ხელისკაცი) იმაზე ყოფილა გაბრაზებული,რომ 33600 ლარი ქონდა ხელფასი (თვეში ხალხო თვეშიიი)და 28 000 დაუყვანეს!!!ამიტომაც მოიყვანა შვილიშვილისტოლა(30 წლით) უმცროსი ცოლი !!!ასე იყიდება საქართველოც......
19:09 / 10-02-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```