ჯანმრთელობააქტუალური
აუცილებელია თუ არა ბავშვის აცრა - კომაროვსკის მოულოდნელი პასუხი
აუცილებელია თუ არა ბავშვის აცრა - კომაროვსკის მოულოდნელი პასუხი
რატომღაც არავინ კითხულობს, საჭიროა თუ არა მანქანაში დამცავი ღვედის გაკეთება, ასევე არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ჭამის წინ ხელების დაბანა აუცილებელია, აი, ბავშვების ვაქცინაციის საკითხი კი ბევრი მშობლისთვის ღიად არის დარჩენილი, ბევრი დედა კითხულობს ხოლმე, აუცილებელია თუ არა ბავშვის აცრა.

ცნობილი რუსი პედიატრი, დოქტორი კომაროვსკი მიიჩნევს, რომ ბავშვების აცრა აუცილებელია. ჯანსაღად მოაზროვნე, განათლებულ და ადეკვატურ დედას ამაში ეჭვი აღარ უნდა ეპარებოდეს. სხვა საქმეა, როგორ უნდა მოამზადოს დედამ ბავშვი აცრისთვის.

1. პირველ რიგში ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა უნდა იყოს დაცლილი. ამაზე
მშობელმა აცრამდე ერთი დღე-ღამით ადრე უნდა იზრუნოს. ბავშვს ჩვეულზე ნაკლები საკვები უნდა მისცეთ, მოარიდოთ ტკბილსა და ცხიმიან საკვებს.
2. სასურველია აცრამდე ერთი საათით ადრე არაფერი აჭამოთ. დატვირთეთ სითხეებით.
3.3-4 დღით ადრე ეცადეთ შეზღუდოთ ბავშვის ურთიერთობა სხვა თანატოლებთან, რათა თავიდან აიცილოთ ინფექცია. ეცადეთ პოლიკლინიკაში მინიმალური დრო გაატაროთ, თუ აცრას ბევრი ადამიანი ელოდება, რიგი მუეღლეს ან ვინმე ახლობელს დააკავებინეთ, თავად კი ბავშვი სასეირნოდ გაიყვანეთ.

როგორ უნდა მოვიქცეთ აცრის შემდეგ
1. ბავშვი რაც შეიძლება დიდხანს ასეირნეთ სუფთა ჰაერზე.
2. მიეცით მხოლოდ ჯანსაღი საკვები.
3. დატვირთეთ სითხეებით, მიეცით ჩაი, კომპოტი, წყალი
4. მო
არიდეთ ხალხმრავლობას.
5. თუ სიცხემ აუწია, აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

ბავშვისთვის აცრის გაკეთება მისი სერიოზული დაავადებისგან დაცვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. თუ ბავშვს არ აქვს სერიოზული ალერგია ან რაიმე განსაკუთრებული უკუჩვენება, აცრის გაკეთება აუცილებელია.

აცრაზე უარის თქმა ბოლო დროს ძალიან მოდური ტენდენციაა. თუმცა ექიმები გონიერებისკენ მოგვიწოდებენ. არ ღირს ბავშვის ჯანმრთელობის ეჭვქვეშ დაყენება და არაკომპეტენტური ადამიანების აზრის გაზიარება.
ბეჭდვა