ჩინური საწამლავი – რისგან არის დამზადებული ბავშვების სათამაშოები?
ჩინური საწამლავი – რისგან არის დამზადებული ბავშვების სათამაშოები?
ჩვენი და თითქმის მთელი მსოფლიოს ბაზარი ჩინური სათამაშოებით არის სავსე. მათი სიიაფის გამო სულ უფრო პოპულარული ხდება ჩინური პროდუქცია.
რისგან არის ისინი დამზადებული, რატომ აქვს ამ სათამაშოებს უცნაური სუნი? ხშირად, მკვეთრი გარსის მიღმა შხამიანი შიგთავსი იმალება.
სათამაშოების დიდი ნაწილი მეთანოლს შეიცავს. ხშირად მისი მოცულობა ორჯერ აჭარბებს ნორმას. მეთანოლი ძალიან საშიშია. მასთან ხშირი კონტაქტისას ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება შეექმნას. გარდა ამ ნივთიერებისა, ცოტა ხნის წინ რუსეთში ჩატარებული კვლევისას ჩინურ სათამაშოებში აღმოჩნდა
ფენოლი, ეთილაცეტატი, დიბუთილაცეტატი.
რუსეთში ნამდვილი განგაში ატეხეს, რადგან ხშირი იყო შინაგანი ორგანოების დასნებოვნება, კანის დაავადებები, ბრონქული ასთმა. საფრანგეთში ჯანმრთელობისთვის საშიში ჩინური პროდუქცია არაერთხელ გაანადგურეს. ამერიკამ ასევე არაერთხელ აკრძალა და გაანადგურა ჩინური პროდუქცია. ერთ პერიოდი საერთოდაც არ უშვებდა ქვეყანაში ტყვიით გაჯერებულ ჩინურ საქონელს. თუმცა შემდეგ ჩინელმა მწარმოებლებმა პირობა დადეს, რომ ტყვიას აღარ გამოიყენებნდნენ. როდესაც იმპორტი აღდგა, მალე გაირკვა, რომ ტყვია მწარმოებლებს შეუცვლიათ არანაკლებ საშიში ნივთიერებით – კამდიუმით. ამ ნივთიერების ორგანიზმში მოხვედრა უამრავ მავნებლობას იწვევს, მარტივი ალერგიით დაწყებული, სიმსივნეებით დამთავრებული. მოგვიანებით ევროპული ქვეყნებიც ჩაერთნენ საქმეში. ევროკავშირმა ე.წ. შავი სიაც კი შეადგინა, რომელშიც ჩინეთის გარდა შედიოდნენ კორეა, ინდოეთი და რამდენიმე აღმოსავლური ქვეყანა. არა მხოლოდ სათამაშოები, ამ
ქვეყნების იაფფასიანი ბიჟუტერიაც სავსე იყო მავნე ნივთიერებებით.
ასეთი სათამაშოები განსაკუთრებით სახიფათოა ჩვილებისთვის. ინსტრუქციაში ხშირად წერია, რომ მათი ღეჭვა შეიძლება. არადა, საღებავში იმდენი ტყვიაა, პლასტმასში კი – ეთილბენზოლი, ადვილი წარმოსადგენია, რა შედეგს მოიტანს მათი ღეჭვა. ალერგია ყველაზე "უმტკივნეულო" რამაა, რითაც შეიძლება დასრულდეს ამგვარი თამაშები.
მართალია, კონტროლის ეფექტური საშუალებები არ არსებობს და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც ბლომად ხვდება ჩინური პროდუქცია, მაგრამ ექიმები თავად მშობლებს ურჩევენ, აკონტროლონ ბავშვის სათამაშოები. მაქსიმალურად ეცადონ, იყოს უსაფრთხო. სანამ ბავშვს მისცემენ, თავად შეისწავლონ კარგად – დაყნოსონ, ხელით კარგად მოსინჯონ. არც საღებავი უნდა გადადიოდეს და არც სუნი უნდა ჰქონდეს.

ამ თემაზე ასევე იხილეთ
11563
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?