ჰაერის რა ტემპერატურაზე ესაჭიროება ბავშვს ქუდი?
ჰაერის რა ტემპერატურაზე ესაჭიროება ბავშვს ქუდი?
"ვცხოვრობ ანკარაში. ზამთარი ჩვენთან არც თუ ისე ცივია, მაგრამ ამინდი ხშირად იცვლება. ჩემი გოგონა 4 წლისაა. იშვითად ავადმყოფობს. ბევრი რამ ვისწავლე თქვენი წიგნებიდან. რამდენიმე წლის წინ ზამთარში ვიყავით ჩიკაგოში, სადაც ჩემი ყურადღება მიიქცია ზამთარში ადგილობრივი ბავშვების უქუდოდ სიარულმა. უფროსები ოფისიდან გამოდიოდნენ პიჯაკებით და ასევე ქუდის გარეშე. როდესაც მე ქუდში, დათბილულ ქურთუკსა და ჩექმებში ვიყინებოდი. აღარ ვამბობ იმას, რომ კაფესა და რესტორნებში წყალს ყინულით სვამდნენ. მოკლედ, სახლში დაბრუნებულმა ბავშვს მოვხადე ქუდი. თურქეთში ქუდს დიდი მნიშვნელობა აქვს ზამთრის პერიოდში, შეიძლება ითქვას, რომ
აქ ქუდის კულტია სიცივისგან დასაცავად. ყოველ ჯერზე, როდესაც ავად ვხდებით, ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ მე გავაცივე ბავშვი, რადგან უქუდოდ დამყავს".

- როგორი ტემპერატურის შემთხვევაში უნდა დავაფარო ბავშვს ქუდი? თუ ბავშვს რესპირატორული დაავადება აქვს, აუცილებელია თუ არა ქუდის ხმარება სეირნობის დროს?

შეკითხვას პასუხობს ექიმი კომაროვსკი

ქუდი უნდა იყოს ადამიანის მოთხოვნილება. არ გსიამოვნებთ ფეხშიშველა სიარული? - ჩაიცვით ფეხსაცმელი. წვიმაა - ჩაიცვით საწვიმარი. თავი არა კომფორტულად გაქვთ? დაგისველდათ, გცივათ, გიბერავთ? - დაიფარეთ ქუდი. არ ითხოვს ბავშვი ქუდს? - არ ვახსენებთ მის შესახებ. არანაირი ქუდის დაფარება-არდაფარების "რეკომენდაციები" არ არსებობს. დიახ, არსებობს სოციალური "ჩვენება", როდესაც იძულებულები ვართ რეაგირება
მოვახდინოთ საზოგადოებრივ აზრზე, რათა არ აღმოვჩნდეთ "თეთრი ყვავის" პოზიციაში. ეს პრობლემა არ ეხება პედიატრიას. ეს არის ტრადიცია, საღი აზრი და ტვინის კონტროლი ინტელექტზე.
თუ გრძნობთ, რომ ქუდი საჭიროა, დააფარეთ, თუ არ თვლით ასე, ნუ გამოიყენებთ. არავის არ დაუწესებია, რომ ქუდი ან უქუდობა აუცილებლობაა. როგორც დედა ჩათვლის საჭიროდ, ისე უნდა მოიქცეს.
28033
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნია
0
ჩემს შვილს არ უყვარს ფეხსაცმლით სიარული სახლში.მთელი ზამთარი გაატარა ფეხშიშველმა წინდის გარეშე.მეც არ ვაძალებდი.მოვიდოდნენ ბებიები და დამართებდნენ ბავშვს ნევროზს.ჩააცმევდნენ,ეს გაიხდოდა,ისევ ჩააცმევდნენ, ისევ გაიხდიდა. სანამ არ დავაბრიალებდი თვალებს რა თქმა უნდა ხუმრობით არ ჩერდებოდნენ.არასდროს გაციებულა ამის გამო ბავშვი.ქუდზეც ეგრე ვარ თუ იხდის და არ უნდა არც ვაფარებ თუ ქარი არ არის.გამოუმუშავეთ იმუნიტეტი ბავშვს ნუ უსპობთ.რად უნდა ჩაფუთვნა ოფლიანდება და უფრო ცივდება.ეზოში იმ დღეს ბავშვს ორი ჯემპრი ეცვა და ეკითხებოდა ვიღაც არ ცხელაო ბავშვსო და დედამ სიცხე ჰქონდაო და მეშინიაო.ბავშვს სიცხე ჰქონდა და ჯემპრეები ეცვა ამ სიცხეში.პირიქით უნდა გაგრილდეს მაგ დროს ბავშვი და ცხლად ეცვას.
12:02 / 22-09-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?