აუცილებელია თუ არა ქუდის დაფარება სხვადასხვა ამინდში? - კომაროვსკის პასუხი "ვცხოვრობ ანკარაში. ზამთარი ჩვენთან არც თუ ისე ცივია, მაგრამ ამინდი ხშირად იცვლება. ჩემი გოგონა 4 წლისაა. იშვითად ავადმყოფობს. ბევრი რამ ვისწავლე თქვენი წიგნებიდან. რამდენიმე წლის წინ ზამთარში ვიყავით ჩიკაგოში, სადაც ჩემი ყურადღება მიიქცია ზამთარში ადგილობრივი ბავშვების უქუდოდ სიარულმა. უფროსები ოფისიდან გამოდიოდნენ პიჯაკებით და ასევე ქუდის გარეშე. როდესაც მე ქუდში, დათბილულ ქურთუკსა და ჩექმებში ვიყინებოდი. აღარ ვამბობ იმას, რომ კაფესა და რესტორნებში წყალს ყინულით სვამდნენ. მოკლედ, სახლში დაბრუნებულმა ბავშვს მოვხადე ქუდი. თურქეთში ქუდს დიდი მნიშვნელობა აქვს ზამთრის პერიოდში, შეიძლება ითქვას, რომ აქ ქუდის კულტია სიცივისგან დასაცავად. ყოველ ჯერზე, როდესაც ავად ვხდებით, ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ მე გავაცივე ბავშვი, რადგან უქუდოდ დამყავს".
- როგორი ტემპერატურის შემთხვევაში უნდა დავაფარო ბავშვს ქუდი? თუ ბავშვს რესპირატორული დაავადება აქვს, აუცილებელია თუ არა ქუდის ხმარება სეირნობის დროს?
შეკითხვას პასუხობს ექიმი კომაროვსკი
ქუდი უნდა იყოს ადამიანის მოთხოვნილება. არ გსიამოვნებთ ფეხშიშველა სიარული? - ჩაიცვით ფეხსაცმელი. წვიმაა - ჩაიცვით საწვიმარი. თავი არა კომფორტულად გაქვთ? დაგისველდათ, გცივათ, გიბერავთ? - დაიფარეთ ქუდი. არ ითხოვს ბავშვი ქუდს? - არ ვახსენებთ მის შესახებ. არანაირი ქუდის დაფარება-არდაფარების "რეკომენდაციები" არ არსებობს. დიახ, არსებობს სოციალური "ჩვენება", როდესაც იძულებულები ვართ რეაგირება მოვახდინოთ საზოგადოებრივ აზრზე, რათა არ აღმოვჩნდეთ "თეთრი ყვავის" პოზიციაში. ეს პრობლემა არ ეხება პედიატრიას. ეს არის ტრადიცია, საღი აზრი და ტვინის კონტროლი ინტელექტზე.
თუ გრძნობთ, რომ ქუდი საჭიროა, დააფარეთ, თუ არ თვლით ასე, ნუ გამოიყენებთ. არავის არ დაუწესებია, რომ ქუდი ან უქუდობა აუცილებლობაა. როგორც დედა ჩათვლის საჭიროდ, ისე უნდა მოიქცეს.