რა შეცდომას უშვებს მშობელი ყურის წვეთების გამოყენებისას - თემურ მიქელაძის რჩევები ყურის ტკივილისას
 რა შეცდომას უშვებს მშობელი ყურის წვეთების გამოყენებისას - თემურ მიქელაძის რჩევები ყურის ტკივილისას
როგორც კი ცივი ამინდები დადგება, ძალიან ხშირდება ყურის ანთების შემთხვევები. ეს საკმაოდ მტკივნეული და პრობლემური დიაგნოზია, რომელსაც სერიოზული გართულებები ახლავს. ამ პრობლემის შესახებ ცნობილმა პედიატრმა თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "დღის შოუში" ბევრ საინტერესო შეკითხვას უპასუხა. გთავაზობთ ცნობილი ექიმის რეკომენდაციებს.
როგორ თემურ მიქელაძემ აღნიშნა, ყურის ანთება შეიძლება იყოს ვირუსული, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციით გამოწვეული და პირველ რიგში იმ ფიზიოლოგიურ-ანატომიურ თავისებურებებს უკავშირდება, რაც ადრეული ასაკის ბავშვებს გააჩნიათ.
პთრებს გარეთა სასმენ მილში
უფრო ნაკლებად აქვთ განვითარებული ხრტილოვანი და კანქვეშა ქსოვილი, შესაბამისად მათი ყური ნაკლებად არის დაცული გარედან მიკრობების შეჭრისგან, თუმცა ყურის ანთება არც მოზრდილ ბავშვებშია იშვიათი.

-  პრობლემა, რომელსაც ხშირად ვხვდებით" ეს არის ე.წ. "მცურავი ყური". როცა აუზზე, ცურვაზე დადიან ბავშვები, ხშირად წყლის ექსპოზიცია ხდება, რაც შეიძლება ყურის გარეთა მილის ანთების მიზეზი გახდესს.

- გარეთა სასმენ მილში ისედაც მდებარეობს სხვადასხვა პირობით პათოგენური ფლორა. მაგალითად, ფსევდომონა აეროგინოზა. მისთვის საკმარისია რაღაც არახელსაყრელი პირობები, მაგალითად ზედმეტი ტენიანობა ან პირიქით სიმშრალე. "მცურავი ყურის" პრობლემაც სწორედ ფსევდომონა აეროგინოზათია გამოწვეული და ამ შემთხვევაში საკმარისია ანტიბიოტიკის წვეთები, ლოკალური ჩაწვეთება. ცალკე გამოვყოფ სხვადასხვა ტრამვებს. საკმაოდ ხშირად ბავშვები იზიანებ ჩხირებით, სხვადასხვა სათამაშოებით, ან ბაროტრამვასთან
გვაქვს საქმე. ბაროტრამვამ შეიძლება წნევათა ცვალებადობა გამოიწვიოს გარეთა და შიგნითა დაფის აპკს შორის და მოხდეს დაფის აპკის ტრამვული დაზიანება. მინდა ერთი პრაქტიკული რჩევა მივაწდო ჩვენს მშობლებს. გარეთა ყურში ჩვენ ვიცით ერთ-ერთი დამცველობითი ფაქტორი არის გოგირდი. ხშირად არსებობს ამის მოშორობის თუ ჰიგიენური მოცილების სხვადასხვა მეთოდები. ყველაზე გავრცელებულია ყურის ჩხირები. ჩვენ ყოველთვის რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ შევზღუდოთ ამ ჩხირის გამოყენება. სასურველია გამოვიყენოთ ისეთი ჩხირები, რომელსაც აქვს თავის დამცველი ზედაპირი, ანუ არ შედის ღრმად, მხოლოდ ზედაპრულად უნდა დავამუშაოთ. როგორც მოგეხსენებათ სწორედ ეს გოგირდი არის დამცველობითი და ამ გოგირდით ყური თავიდან იცილებს მიკრობებს. ზედმეტი ჩხირის გამოყენებით ჩვენ შეიძლება გამოვიწვიოთ გოგირდის საცობი და ეს საცობი გახდეს მეორადად ბაქტერიული ინფექციის გამომწვევი. სწორედ ამ დროს ვითარდება სოკოვანი გარეთა ოტიტები, ბაქტერიული გარეთა ოტიტები და აქედან გამომდინარე ვიმეორებ, რომ მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ყურის ჩხირის გამოყენებას.

- ყურის ტკივილის დროს მშობლები ტკივილგამაყუჩებელ წვეთებს უკონტროლოდ აწვეთებენ ბავშვს ექიმთან შეთანხმების გარეშე. რამდენად სწორია ეს მიდგომა? როგორ უნდა მოიქცეს სახლის პირობებში მშობელი, როცა ბავშვს ყური ტკივა და ჭირვეულობს?
- ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს საკმოდ ხშირად აწვეთებენ თვითნებურად. ექიმს არ აქვს დიაგნოზი დიფერენცირებული, შეიძლება ბავშვს ჰქონდეს შუა ყურის ანთება, ამ დროს შეიძლება ტკივილდამაყუჩებელმა წვეთებმა შეიძლება გამოიწვიოს დაფის აპკის გახსნა და დაავადება გართულდეს. რეკომენდაციას ვაძლევთ მშობლებს, რომ ექიმთან მისვლამდე ყურის ტკივილისას ტკივილდამაყუჩებელი დაალევინონ და არა ჩააწვეთონ ბავშვებს. მიაღებინონ ისეთი ჰერორალური მოქმედების მედიკამენტები როგორიცაა აცეტამინოფენი, იბუპროფენი და შემდეგ მიმართონ ექიმს.

- შეიძლება თუ არა ავადობის შემდეგ ბავშვს სმენა დაუქვეითდეს? როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ შემთხვევაში?
- ავადობის შემდეგ სმენის დაქვეითება ხდება. ე.წ კონდუქციური სმენის ნაკლებობა , რომელიც ძირითადად ვითარდება ყურში სითხის დაგროვების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ პედიატრები პაციენტს ვუშვებთ ოტორინოლარინგოლოგთან. კეთდება გამოკვლევა დგინდება, ყურის წნევა მომატებულია თუ არა. როგორც წესი ანთება, ტკივილი გაივლის 5-6 დღეში და სმენა შეიძლება ერთი თვის შემდეგ აღდგეს. არ უნდა შეგვეშინდეს, ყველა შემთხვევაში აღდგება. შეიძლება ცოტა დროში გახანგრძლივდეს.

11584
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
qeti
2
მოგესალმებით..მყავს 11 თვის შვილი წინა კვირას ყურიდან შევამჩნიე გამონადენი ჰქონდა ერთჯერადად და მცირე რაოდენობით ექიმმა დაგვინიშნა პერეკისის გამორეცხვა და ფლოქსიმედის წვეთები ეხლა კი ფიზიოლოგიურის ჩაწვეთა 5წვეთი დღეში 3ჯერ...მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ფიზიოლოგიურის წვეთები
14:03 / 02-02-2017
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```