მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათგან მეტი მავნებლობაა, ვიდრე სარგებელი რეკლამის წყალობით უკვე ვიცით, რომ ჩვეულებრივი საპონი ვერ უმკლავდება მიკრობებს, ამიტომ აუცილებელია ანტიბაქტერიული საპნის ხმარება. გასაკვირი იყო იმის გაგება, რომ ა.შ.შ.-ში აიკრძალა ანტიბაქტერიული საპნის წარმოება და გაყიდვა!
აღმოჩნდა, რომ ამის მიზეზი ორი კომპონენტია, რომელიც შედის საპნის შემადგენლობაში. ეს არის: ტრიკლოზანი და ტრიკლოკარბანი. ამერიკული კონტროლის სამმართველო რამდენიმე წლის განმავლობაში ტესტირებას ატარებდა ამ ნივთიერებებზე და მივიდა დასკვნამდე, რომ მათგან უფრო მეტი მავნებლობაა, ვიდრე სარგებელი.
საქმე ისაა, რომ ჩვეულებრივი საპონი ისედაც კარგად აშორებს მიკრობებს. უბრალოდ, სარეცხი საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ამ აქტიურ კომპონენტებს, უფრო დიდხანს რჩება ხელის ზედაპირზე და ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას.
მიკრობების მოშორებით, ანტიბაქტერიული საპონი დამღუპველად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე! ტრიკლოზანი და ტრიკლოკარბანი ანადგურებს არა მარტო მავნე, არამედ სასარგებლო ბაქტერიებსაც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანი ინფექციების განვითარება. სოკო და ბაქტერია კი ერთმანეთის კონკურენტები არიან.
ასევე ანტიბაქტერიული საშუალებების ხანგრძლივი დროით გამოყენება არღვევს ჰორმონალურ ბალანსს, რამაც შეიძლება სიმსივნის განვითარებას შეუწყოს ხელი.
ბოლოს ანტისეპტიური საპნის ხანგრძლივი გამოყენება პროვოცირებას უწევს ახალი ტიპის ბაქტერიების გამრავლებას, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ მგრძნობელობა პრეპარატებისადმი!
ასე რომ, თუ ზრუნავთ თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე, გამოიყენეთ ჩვეულებრივი საპონი და გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.