10 საინტერესო ფაქტი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის შესახებ - კომაროვსკი
10 საინტერესო ფაქტი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის შესახებ - კომაროვსკი
1. მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია შეიძლება გამოიწვიოს 200-მდე ვირუსმა. ორგანიზმი შედარებით მგრძნობიარეა ამ ვირუსებისადმი მაშინ, როცა ადამიანი ფიზიკურად და ემოციურად დატვირთულია.

2. ანტიბიოტიკები არ კურნავს გაციებას, რადგან ისინი არ მოქმედებენ ვირუსებზე.

3. როგორც წესი, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია თავისით გადის -დამატებითი მკურნალობის გარეშე - ოღონდ შესაბამისი მოვლის შემდეგ. ორგანიზმს აქვს უნარი, აამუშაოს საკუთარი დამცავი მექანიზმები ვირუსის საწინააღმდეგოდ და აღადგინოს ინფექციის შედეგად დარღვეული ფუნქციები ერთი ან ორი კვირის განმავლობაში. წოლითი რეჟიმი, მშვიდი ძილი და სითხით დატვირთვა - დაეხმარება ორგანიზმს გამოჯანმრთელებაში.

4.
მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია გადამდებია სიმპტომების გაჩენიდან 3-4 დღის განმავლობაში.

5. ვირუსი შეიძლება გავრცელდეს 3,5 მეტრზე ავადმყოფის დაცემინების ან დახველების შემთხვევაში.

6. თუ ავადმყოფობის დროს გამოიყენებთ ცხვირსახოცს, იცოდეთ, რომ 30-წამიანი გამოყენების შემდეგ 15000-მდე მიკრობი დაგროვდება მასზე.

7. არ მოიხოცოთ ცხვირი მთელი ძალით! ამ დროს დამატებითმა ზეწოლამ შეიძლება ლორწო მოახვედროს ცხვირისა და ყურის სინუსებში და ხელი შეუწყოს ბაქტერიული ინფექციის განვითარებას.

8. მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს, წვეთები და სხვადასხვა საინჰალაციო საშუალებები, რომლებიც შეიცავს არომატულ ზეთებს, ხელს უწყობს შეშუპებული ლორწოვანი გარსების რეგენერაციას.

9. მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია მჭიდრო კავშირშია სტრესთან. მიეცით თქვენს ორგანიზმს სრულფასოვანი დასვენების საშუალება, რათა ორგანიზმი თავად შეებრძოლოს დაავადებას.

10. ქათმის ბულიონი მწვავე რესპირატორული ვირუსული
ინფექციის დროს? შეიძლება ვცადოთ. თვლიან, რომ ქათმის ბულიონი შეიცავს ამინომჟავა ცისტეინს, რომელსაც აქვს უნარი ლორწოს გათხელებისა.
8985
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები