რით დგინდება ოპერაციის აუცილებლობა თუ ბავშვი პირით სუნთქავს, ცხვირში გაჭედილია, თუმცა გაციების სხვა ნიშანი არ აღენიშნება, სმენაც ცოტა დაუქვეითდა, თვითმკურნალობა არ სცადოთ. მეტიც, სასწრაფოდ მიაკითხეთ ბავშვთა ოტორინოლარინგოლოგს, იგივე ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს.
ადენოიიდები სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ხშირად ხდება პრობლემების მიზეზი. მათ შემდეგი სიმპტომები ახასიათებთ:
1. ცხვირი მუდმივად გაჭედილია ყოველგვარი გაციების გარეშეც და ბავშვი ძილშიც პირით სუნთქავს.
2. არ მოქმედებს ცხვირში გამხსნელი საშუალებები
3. გახანგრძლივებული ხველა ნახველით
გლანდებს ანემიის ნიშნებიც ახასიათებს: კანის სიფერმკრთალე, ცივი კიდურები, ფრჩხილებს მოლურჯო ფერი ედება. მუდმივი პირით სუნთქვა ცვლის ბავშვის სახის ძვლების მოყვანილობას - ზედა ყბა წინ გამოწეული რჩება.
გლანდების მკურნალობა თუ ოპერაცია
პირველი ხარისხის ადენოიდების დიაგნოსტირების დროს ქირურგიული ჩარევა არ ხდება. იმუნიტეტის ამაღლებისა და ძვლოვანი ქსოვილის გასამყარებლად კალცის შემცველი ვიტამინების კომპლექსი ინიშნება. უფრო რთული შემთხვევები ამგვარ მკურნალობას აღარ ექვემდებარება და მხოლოდ ქირურგიული ჩარევა შველის ან ლაზერულ თერაპიას მიმართავენ. ოპერაციის აუცილებლობა დგინდება იმით, არის თუ არა ორგანიზმის ინტოქსიკაციის სურათი , აქვს თუ არა ბავშვს ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, ოფლიანობა, სწორედ ამ ინტოქსიკაციის სურათის ხარისხის შეფასების მიხედვით წყდება ექვემდებარება თუ არა ეს ბავშვი თერაპიულ მკურნალობას, როგორიცაა ფიზიო თერაპია, ადგილობრივი საშუალებების, იმუნური სისტემის მომაწესრიგებელი პრეპარატების გამოყენება ერთიანი კურსის სახით და ამ ყველაფრიდან გამომდინარე გადავწყვეტთ ოპერაციული ჩარევაა უფრო მნიშვნელოვანი მოცემული პაციენტისთვის , თუ შესაძლებელია მისი მკურნალობა თერაპიული გზით.
დიდი ზომის გლანდები
ადენოიდების ზომა არ არის ოპერაციის ჩვენება, გარდა ერთი შემთხვევისა, ეს კი არის როდესაც სასის ტონზილები თავისი ზომით უქმნის პრობლემას პაციენტს ყლაპვაში, როდესაც ამის გამო ბავშვი ვერ იკვებება და ფიზიკუერი ზრდის განვითარების ჩამორჩენილობაა. ოპერაცია არ კეთდება იმნისთვის რომ მშობელს ოდნავ დიდი ეჩვენება ვიდრე ეს საშუალო სტატისტიკურად ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ შემთხვევაში ოპერაცია არ არის საჭირო.
ღეს ეს ოპერაცია თანამედროვე ანესთეზიის მეთოდით ტარდება და ბავშვები იოლად იტანენ პროცედურას. სასისტონზილების ამოკვეთის სხვადასხვა მეთოდი შემუშავდა წლების განმავლობაში. საზღვარგარეთაც დღესდღეობით ფართოდ გამოიყენება ისეთი მეთოდი, როგორიცაა რადიოტალღების გამოყენებით სასისტონზილების ამოკვეთა და ეს მეთოდი საქართველოშიც გამოიყენება. ასევე იყენებენ ლაზერულ მეთოდს, რაიმე პრინციპული სხვაობა არ არსებობს ოპერაციის მეთოდებს შორის, გარდა იმისა რომ უფრო მეტი კომფორტია ექიმისთვის დაპაციენტისთვის.
აშშ-ში ეს პროცედურა ოპერაციად აღარ ითვლება და ის ჩვეულებრივ ექიმის კაბინეტში ტარდება. მანიპულაციის შემდეგ კი ბავშვს ნაყინს სთავაზობენ. იშვიათ შემთხვევებში ლაზერული მეთოდი გამოიყენება - კეთდება ადგილობრივი ნარკოზი და 40 წუთში ყველაფერი დასრულებულია.