რას იწვევს К2 ვიტამინის ნაკლებობა ბავშვის ორგანიზმში და როგორ მივაწოდოთ ის ბავშვს
რას იწვევს К2 ვიტამინის ნაკლებობა ბავშვის ორგანიზმში და როგორ მივაწოდოთ ის ბავშვს
ყველა დედამ იცის, რომ კალცის მოხმარება აუცილებელია ბავშვისთვის კბილებისა და ძვლების ფორმირების დროს. ბავშვს კალცი ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში მიეწოდება დედისგან. დაბადების შემდგომ კალცის როლი კი არ მცირდება, არამედ იზრდება, რადგან ამ მიკროელემენტისგან შენდება ჩონჩხი და კბილები.

გარდა ამისა, კალცი აუცილებელი კომპონენტია შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებისთვის. დაბადების შემდგომ ახალშობილი კალცს იღებს დედის რძით. დამატებითი კვების დაწყების შემდეგ თვალყური უნდა ადევნოთ იმას, რომ რაციონში საჭირო რაოდენობით შედიოდეს კალცი. მისი დღიური ნორმა 6
თვიდან შეადგენს - 600 მგ-ს. მაგრამ არც ისე მარტივადაა ყველაფერი: მაშინაც კი, თუ ბავშვის რაციონი მდიდარია კალცის შემცველი პაროდუქტებით, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ელემენტი მთლიანად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და საკმარისი რაოდენობით მიეწოდება ძვლოვან ქსოვილს.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ძვლოვანი ქსოვილისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საკვები პროდუქტებით მიღებული კალცი. არ უნდა დაგვავიწყდეს К2 ვიტამინი, რომელიც აქტივაციას უწევს ორგანიზმში მნიშვნელოვან ცილას - ოსტეოკალცინს. ოსტეოკალცინი ჩვენს ორგანიზმში "მიძინებულ" მდგომარეობაში იმყოფება. К2 ვიტამინი სინთეზირდება ნაწლავის მიკროფლორასთან. თავიდან რომ ავიცილთ К2 ვიტამინის დეფიციტი, აუცილებელია საკვებში გამოვიყენოთ ხორცი, თევზი და რძის პროდუქტები - ოღონდ არა უცხიმო, რადგან ქიმიური შემადგენლობით ეს ვიტამინი ცხიმში ხსნადია. ამიტომ ორგანიზმი მას შეითვისებს მხოლოდ ცხიმიანი პროდუქტის
მიღებისას.

ექიმი კომაროვსკი რეკომენდაციას უწევს ბავშვთა კვებას, ასევე ნახევრად მკვრივ ყველსა და ხორცს. სწორედ რძის პროდუქტები უნდა იკავებდეს საპატიო ადგილს ბავშვის რაციონში, რადგან მათი მეშვეობით ბავშვი იღებს ადვილად ასათვისებელ კალცს. ბავშვის რაციონში კალცით და К2 ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღებით არა მარტო ჯანმრთელი ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებას ვუწყობთ ხელს არამედ, საფუძველს ვუყრით მომავალში ბავშვის სრულყოფილ ფორმირებას!

ასევე იხილეთ: როგორ მივაწოდოთ ბავშვს კალცის დღიური ნორმა
7978
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?