ეს კაცი ფრჩხილების კვნეტით გარდაიცვალა... ახლა ამ პრობლემას სულ სხვა თვალით შეხედავთ! - მშობლები

ეს კაცი ფრჩხილების კვნეტით გარდაიცვალა... ახლა ამ პრობლემას სულ სხვა თვალით შეხედავთ!

2016-11-26 06:43:44+04:00

ბევრ ბავშვს აქვს ეს ჩვევა და საკმაოდ სერიოზულ ფორმებსაც იღებს ბევრ ადამიანს აქვს ფრჩხილების კვნეტის მავნე ჩვევა. მედიცინაში მას ონიქოფაგია ეწოდება. გარდა იმისა, რომ ეს ძალიან ცუდი საყურებელია, მას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას. 40 წლის ინგლისელ ჯონ გარდნერს სიცოცხლის ფასად დაუჯდა ეს ჩვევა.

ჯონი ბავშვობიდან დიაბეტით იყო დაავადებული. მას ჯერ გული დაუავადდა, შემდეგ ფეხზე განგრენა დაემართა და მოაჭრეს. ამის გამო დეპრესიაში ჩავარდა. ნერვიულობისგან განუწყვეტლივ იკვნეტდა ფრჩხილებს. ერთი-ორჯერ კლინიკაშიც აღმოჩნდა ფრჩხილებიდან სისხლდენის გამო.

mshoblebi

ამანაც ვერ შეაჩერა ჯონი. მას ჭრილობაში ინფექცია შეეჭრა და განუვითარდა სეფსისი. რამდენიმე კვირაში კი სეპტიური შოკის დიაგნოზით გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ფრჩხილების კვნეტა იშვიათად მთავრდება სეფსისით, მაგრამ ალბათ არ ღირს გარისკვა.

აჩვენეთ ეს ფოტოები და ინფორმაცია თქვენს შვილებს, რომლებსაც ეს მავნე ჩვევა აქვთ და დაეხმარეთ მასთან ბრძოლაში.

ნახეთ, როგორ უნდა ებრძოლოთ ფრჩხილების კვნეტას