რა გრიპის ვირუსი ვრცელდება საქართველოში და როგორ დავიცვათ თავი - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
რა გრიპის ვირუსი ვრცელდება საქართველოში და როგორ დავიცვათ თავი - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
ზამთარი ძალაში შედის და ვირუსების მატებისა და გავრცელების რისკიც იზრდება. რა მდგომარეობაა დღეისათვის და რა ვირუსებს უნდა ველოდოთ ამ სეზონზე - AMBEBI.GE-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი ესაუბრება:

- საქართველოში უკვე გამოჩნდა გრიპის ვირუსი და ეს ჯერჯერობით არის H3. ვირუსის უმთავრესი ცირკულაცია მაინც დედაქალაქშია, თუმცა უახლოეს მომავალში რეგიონებშიც გადაინაცვლებს, იქაც მოიმატებს დაავადებულ ადამიანთა რიცხვი, მაგრამ ჯერჯერობით ზომიერი მატების ტენდენციაა.

- რეგიონებში რა მასშტაბის შეიძლება იყოს ეს ვირუსი და რამდენ ხანშია იქ მისი გავრცელება მოსალოდნელი?
- საქართველოში
ყველგან გავრცელდება, უბრალოდ, როგორც გითხარით, გრიპის მხოლოდ ერთი ქვეტიპი ცირკულირებს. გამოჩნდება თუ არა სხვა დანარჩენი ქვეტიპები, ამის წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელია. თუ მხოლოდ ამ ერთმა ტიპმა განაგრძო ცირკულაცია, მაშინ ზომიერი ავადობის ფონი იქნება. თუ სხვაც გამოჩნდა, მერე უკვე რისკების შეფასება უნდა გაკეთდეს.

- ეს H3 ტიპი როგორ არის გამოხატული?
- ეს ტიპური გრიპის კლინიკაა, რომელსაც ახასიათებს საერთო ინტოქსიკაციის ფონზე, ტემპერატურის უეცარი მატება, ხველა, ნაკლებად ყელის ტკივილი და სურდო, თუმცა ცხვირის გაჭედვის შეგრძნებები შეიძლება ჰქონდეს. როგორც წესი, ყოველგვარი სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარებისა და სპეციალური მედიკამენტის გარეშე ერთი კვირის თავზე სრული გაჯანსაღებით დამთარდება. იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება გრიპით დაავადებული ადამიანების ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი გახდეს. სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, მოსალოდნელია ლეტალური შედეგიც (ასეთი
თვისებაც ახასიათებს და მისი ვერაგობაც ამაში მდგომარეობს). განაგრძეთ კითხვა
18629
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
კატო
0
მთავარია მშობლების "განათლება" ამ საკითხში, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველივე სუმპტომების გაჩენის შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი სკოლასა და ბაღში. კიდევ ერთი, არ მესმის რა დანიშნულება აქვს ბაღებში ექიმის არსებობას. როდესაც ხედავ, რომ ბავშვს აქვს სურდო, უხასიათოდაა ( თუნდაც ჯერ არ ჰქონდეს ტემპარატურა), რატომ უნდა დაიტოვო მთელი დღით ასეთი ბავშვი და გახადო ინფექციის მატარებელი.თუ მშობელს "არ ესმის", რომ ასეთი ბავშვი სახლში დაიტოვოს, მაშინ ექიმმა უნდა გააკეთოს ეს და გააბრუნოს სახლში.
14:58 / 06-12-2016
მსგავსი სიახლეები