როგორ არ უნდა უმკურნალოთ გრიპს - შეცდომები, რომლებსაც ბევრი უშვებს!
როგორ არ უნდა უმკურნალოთ გრიპს - შეცდომები, რომლებსაც ბევრი უშვებს!
გრიპის მკურნალობა არცთუ ადვილია, საკმაოდ სერიოზული საქმეა. უყურადღებობის შემთხვევაში მას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დროული და სწორი მკურნალობის დანიშვნა.

გრიპის ფეხზე გადატანა
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ გრიპი თავისით გავა. ასეთი ადამიანები რეგულარულად იღებენ სიცხის დამწევ პრეპარატებს და ისე დადიან სამსახურებში. ეს პრეპარატები გრიპის და დისკომფორტის შეგრძნებებს გიქრობენ, თავად დაავადებას კი ვერ ებრძვიან. იმის მაგივრად, რომ ორგანიზმმა მთელი ძალები ვირუსის წინააღმდეგ მიმართოს, თქვენ მას სხვა დატვირთვას აძლევთ. ასე რომ, გარდა იმისა, რომ ვირუსი სხვებსაც გადაედებათ, საგრძნობლად რთულდება თავად
გრიპიანი ადამიანის მდგომარეობაც. სერიოზული გართულების მიმზეზი შეიძლება გახდეს თუნდაც გზა, რომელსაც სამსახურამდე გაივლით. გახსოვდეთ, რომ ვირუსი მხოლოდ სურდო და ხველა არ არის, ის ორგანიზმში სერიოზულ ცვლიბებს იწვბევს და შეიძლება სრულიად სხვა დაავადების აღმოცენებას შეუწყოს ხელი
ასევე აუცილებელია ვირუსის დროს ექიმთან ვიზიტი, ასე თქვენ დაცული იქნებით ზედმეტი გართულებებისგან. დაზღვეული იქნებით ფილტვების ანთებისგანაც, რომელიც ძალიან ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება ხოლმე.

mshoblebi
გრიპის ანტიბიოტიკებით მკურნალობა დაუშვებელია. ანტიბიოტიკები შექმნილია ბაქტერიების მოსასპობად და არა სურდოს დასამარცხებლად.

ცხელი სასმელები, ჩაი, კომპოტი და სხვა მართლაც ამსუბუქებს ავადმყოფი ადამიანის მდგომარეობას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სასმელები იქნება თბილი და არა ცხელი.

მცდარია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გრიპის მკურნალობა ალკოჰოლით ეფექტურია. გაუფრთხიდით ღვიძლს და
შეეშვით ალკოჰოლს.

თუ ავადმყოფს ამცივნებს, თბილად ჩაცმა ბუნებრივია, თუმცა არ გირჩევთ ზედმეტად ჩათბუნებას, ამაზე ეფექტური ოთახის ხშირად განიავებაა. ასევე ძალიან კარგია 3-5 წუთით თბილი შხაპის მიღება, ცხელი აბაზანის მიღებისგან კი თავის შეკავებას გირჩევთ.

და ბოლოს, რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები, ავადმყოფმაც და კარგად მყოფმაც.
როდის არ შეიძლება ანტიბიოტიკების გამოყენება


64067
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
ნანა
1
ექიმთან იმხელა რიგებია სანამ რიგი მოგიწევს ან მოკვდები ან მორჩები
06:24 / 12-01-2020
Nita
0
რეზო უბილავას და სხვებს - წერია ქართულად და გარკვევით, წოლა, ძილი და ბევრი სითხეო - ესაა მკურნალობა. წყალი, წვენი, კომპოტი, ლიმონიანი ჩაი და დასვენება!
11:33 / 13-01-2017
მსგავსი სიახლეები