"ბევრი დედა იქცევა ასე და სამწუხაროდ, ეს სწორი ჰგონია" - წლის პედიატრის რჩევები დედებს
"ბევრი დედა იქცევა ასე და სამწუხაროდ, ეს სწორი ჰგონია" - წლის პედიატრის რჩევები დედებს
1 / 2
Next
ახლახანს ცნობილი პოედიატრი თემურ მიქელაძე წლის პედიატრად დაასხელეს. ვფიქრობთ, მშობლებისთვის საინტერესო იქნება მისგან მოწოდებული რჩევები. რა პირობები სჭირდება ბავშვს, რომ ჯანმრთელი გაიზარდოს – ამ კითხვით მივმართეთ ცნობილ პედიატრს, რომელიც ქვეყანაში შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობაზე საუბრობს... იგი რჩევებს აძლევს დედებს, თუ როგორ აარიდონ ბავშვები იმ უამრავ მავნე ზემოქმედებას, რაც დღეს საქართველოში ასე მოხშირებულია.
- ჩემთვის წოდება და ჯილდოები არაფერს ნიშნავს. უმთავრესია, ჩემი ყველა პაციენტი ჯანმრთელად იყოს. ჰქონდეთ სულიერი, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობა! ჯილდოს და წოდებას მაშინ აქვს ფასი, როდესაც ხალხისგან მოდის. ამიტომაც,
ახლაც, როცა ჯილდო მივიღე, მადლობა ჩემს პაციენტებს გადავუხადე. როგორც მითხრეს, გამოკითხვის შედეგად მოხდა გამორჩევა და სასიამოვნოა, როდესაც ადამიანებისგან ნდობას გრძნობ!

-  ბავშვების აღზრდის პროცესში მშობლებს სხვადასხვა მიდგომა აქვთ - ერთნი უფრო მკაცრად აკონტროლებენ დღის რეჟიმს, საკვებს, მუდამ ყურადღებით არიან, რომ ბავშვს ეცვას თბილად, ეხუროს ქუდი. ამ დროს მეორე ნაწილი უფრო თავისუფლად ზრდის შვილებს - აჭმევს იმას, რაც ბავშვს სურს და მეტისმეტადაც არ აკონტროლებს... თქვენ როგორი მიდგომის მომხრე ხართ? რომელი უფრო ამართლებს ბავშვის ჯანმრთელობის საკითხში?
- რა თქმა უნ
და, ზომიერების მომხრე ვარ! ყველა მშობელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ბავშვს სურვილები შეუსრულოს, მაგრამ ჩვენთან ბავშვის საკვები და სათამაშო, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებად საიმედოა. ზოგიერთი ბავშვის სათამაშო სხვადასხვა მომწავლელ ნივთიერებას შეიცავს და საკვებიც არაჯანსაღია. ამიტომ მშობელი იყოს ძალიან ფხიზლად, ბავშვს შეურჩიოს ჯანსაღი, ხარისხიანი, ვიტამინებით და მინერალებით გამდიდრებული საკვები... ერთ წლამდე ბავშვისთვის ყველაზე კარგი საკვები დედის რძეა, რომელიც შეუცვლელია. დედა ყველანაირად უნდა ეცადოს ბავშვი ხშირად თავის რძით გამოკვებოს! აუცილებელია დედაც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდეს, არ იყოს მწეველი! დაახლოებით ორი წლის წინ გამოვეცით სახელმძღვანელო, რომელსაც ქვია - `ორსულთა, მეძუძურ ქალთა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვება~. სხვადასხვა ელოქტრონულ საიტებზეც განვათავსეთ ჩვენი მონაცემები, მაქსიმალურად სრულფასოვნად და სწორად როგორ უნდა იკვებებოდეს დედა... თუ დედას სამწუხაროდ რძე არ აქვს, ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გადაგვყავს. ბავშვის ხელოვნური საკვები საქართველოში უამრავი სახის გახლავთ და ყველა მათგანი ბალანსირებული, მაქსიმალურად მიახლოვებულია დედის რძესთან. თუმცა ისევ ვიმეორებ, რომ დედის რძე შეუცვლელი, ოქროს სტანდარტია ბავშვთა კვებაში! რაც შეეხება სათამაშოს, ჯობია ბავშვს ჰქონდეს ერთი ხარისხიანი სათამაშო, ვიდრე უამრავი მავნე ზემოქმედების სათამაშოები... ჩაცმის მხრივ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სეზონი. სასურველია ბავშვის სამოსი ბუნებრივი მასალისგან დამზადებული იყოს. არ არის აუცილებელი ბავშვის შეფუთვა თუ ქარიანი ამინდი არ არის. ქარიან ამინდშიც არ არის შეფუთვა საჭირო, მაქსიმალურად დაცული ყურები უნდა იყოს. ზედმეტმა ჩათბუნვამ შეიძლება ბავშვი გადაახუროს განსაკუთრებით ადრეულ ასაკში და სხვა სახის პრობლემები გამოიწვიოს.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
376987
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (19)
მემე
1
იდეალური არავინაა და მათ შორის ექიმი. ყველას ჰყავს კმაყოფილი და უკმაყოფილო პაციენტები. პიარიც თავისას შვება :)
21:48 / 31-03-2019
nini
1
ise es ki hveviat zviradgirebul pediatrebs amxela tanxas aigeben da ise gagistumreben pasuxis girssac ar gagxdian da mere shenit unda imarhielo
00:07 / 02-12-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?