რა სიმპტომები აქვს მენინგიტს და როგორ უნდა ვუშველოთ ავადმყოფს - რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან
რა სიმპტომები აქვს მენინგიტს და როგორ უნდა ვუშველოთ ავადმყოფს - რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან
მენინგიტი, მენინგოკური ინფექცია, მენინგოკოკცემია - ინფექციები, რომლებიც ერთობ საშიშია, თუმცა მასზე საზოგადოება ნაკლებ ინფორმირებულია. ეს ინფექციური დაავადებები საქართველოში საბედნიეროდ, ხშირად არ ვლინდება, თუმცა აუცილებელია დროული ყურადღება, რათა შემთხვევა ლეტალურად არ დასრულდეს.

საქართველოში ყოველწლიურად მენინგოკოკცემიის 20-მდე შემთხვევა რეგისტრირდება. მაღალია მენინგოკოკცემიით გამოწვეული ლეტალობა (10-20%), განსაკუთრებით, მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმების დროს. მენინგოკოკცემიით უპირატესად ავადდებიან ბავშვები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები ავადმყოფთა 70%-ს შეადგენენ. შემთხვევათა მატება იწყება შემოდგომაზე და პიკს აღწევს გაზაფხულზე.

მენინგოკოკით გამოწვეული დაავადებების სიმპტომებზე,
განვითარებასა და მისგან თავდაცვის გზებზე გვესაუბრება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე.

- მენინგოკოკი არის მიკრობი, რომელიც იწვევს მენინგიტსაც და მენინგოკოკცემიასაც, რომელიც ყველაზე მძიმე ფორმაა, სისხლით მოწამვლა, ოღონდ მენინგოკოკით გამოწვეული და ის აზიანებს ბევრ ორგანოს.

- როგორია ამ დაავადების სიპტომები?

- შეიძლება ადამიანს არაფერი სჭირდეს, უბრალოდ, ჰქონდეს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი თავის ტკივილი და შეიძლება რამდენიმე საათში ისე დამძიმდეს, რომ გადარჩენა ვეღარ შეძლოს, ამიტომ მენინგოკოკცემის ერთადერთი თავდაცვა არის ის, რომ თუ აქვს მაღალი ტემპერატურა და თავის ტკივილი, ბავშვს განსაკუთრებით, დედამ აუცილებლად უნდა დაათვალიეროს სხეული და ერთი ცალი პატარა ვარსკვლავისებური სისხლჩაქცევაც რომ ნახოს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

მენინგოკოკურ ინფექციას მატარებლობა ახასიათებს, ეს
ნიშნავს, დღეს თბილისში რომ გამოიკვლიოთ მოსახლეობა, 1% იქნება ამ დაავადების მატარებელი, ოღონდ მათ არაფერი არ ჭირთ, ჯანმრთელები არიან, ორი კვირა ერთი ადამიანი იქნება მატარებელი, ორი კვირა სხვა და ასე რომ ჩამოივლის ყველას, ვიღაცას ამოარჩევს, რომელსაც დაემართება მენინგოკოკცემია. ამ დაავადების თვისება ის არის, რომ ვერ გავიგებთ, შეიძლება ისე უცებ დაგვემართოს.

რა უნდა იცოდეთ, რომ ზაფხულის ვირუსები არ შეგეყაროთ? - სპეციალისტის რჩევები


- როგორ ვრცელდება?
- ვრცელდება წვეთოვანი გზით, ანუ მე რომ დავახველებ, დავაცემინებ, თუ წვეთი მოხვდება თქვენს ლორწოვან გარსზე. ეს მიკრობი ძალიან სუსტია და გარემოში მალე კვდება. ეს არის წვეთოვანი და არა ჰაეროვანი დაავადება. მაგრამ ვისგანაც შეიძლება გადმოგვედოს, ის ადამიანი ავადმყოფი არ არის, უბრალოდ მატარებელია. ადამიანი არ არსებობს, ვისაც მენინგოკოკი არ შეიძლება არ ჰქონდეს ცხვირ-ხახაში, ეს ნიშნავს რომ 1000 ადამიანიდან 999-ს არაფერი მოუვა.
გაგრძელება
55884
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?