ხშირად ამ პრობლემის გამო ბავშვს ბუნებრივ კვებასაც კი უწყვეტავენ და ხელოვნურ კვებაზე გადაჰყავთ ლაქტოზის აუტანლობა არც ისე იშვიათი პრობლემაა, რომელიც ხშირად ჩვილ ასაკში ვლინდება და ბავშვის ჭირვეულობას და სხვა დისკომფორტს იწვევს. ხშირად ამ პრობლემის გამო ბავშვს ბუნებრივ კვებასაც კი უწყვეტავენ და ხელოვნურ კვებაზე გადაჰყავთ. რა არის ლაქტოზის აუტანლობა და როგორ ებრძვიან ამ პრობლემას, ამის შესახებ პრივატ კლინიკის გასტროენტეროლოგი, ნათია ცირდავა გვესაუბრება.
- რას გვეტყვით ლაქტოზის აუტანლობის შესახებ? როგორ ვლინდება პრობლემა და როგორ ხდება ამ პრობლემის გადაჭრა?
- ლაქტოზა წარმოადგენს რძეში (მათ შორის დედის რძეში) შემავალ ძირითად შაქარს და ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროს. ლაქტოზის დაშლა და აბსორბცია ხდება წვრილ ნაწლავების ეპითელიუმში არსებული ფერმნეტი ლაქტაზას მეშვეობით. ლაქტოზის აუტანლობა ვითარდება ზემოთ აღნიშნული ფერმენტის დეფიციტის დროს. რის შედეგადაც ლაქტოზა უცლელი სახით აღწევს მსხვილ ნაწლავში და წარმოადგენს საკვებს იქ არსებული ნორმალური ბაქტერიებისთვის. მსხვილ ნაწლავში, ლაქტოზის დაშლის შედეგად (ბაქტერიების მიერ) დიდი რაოდენობით აირები და ორგანული მჟავები გამომუშავდება. რაც თავის მხრივს იწვევს ტკვილს, შებერილობას, მომატებული მეტეორიზმს, გულისრევას და დიარეას. აღნიშნული სიმპტომები ვლინდება საკვების მიღებისთანავე ან რამდენიმე საათის შემდეგ.
ლაქტოზის აუტანლობა შეიძლება იყოს:
თანდაყოლილი (მუდმივი) – რაც ძალიან იშვიათია და სულ 50 შემთხვევაა ცნობილი;
პირველადი (გარდამავალი) – როდესაც ბავშვებში 3–6 წლის ასაკში ბუნებრივად იკლებს ლაქტაზის პროდუქცია ან საერთოდ წყდება;
მეორადი (გარდამავალი) – თან ახლავს ზოგიერთი ინფექციას და ალერგიულ დაავადებას რომლის დროსაც ზიანდება წვრილი ნაწლავის ეპითელიუმი. ასევე მეორადი გარდამავალი ლაქტოზის აუტანლობა შეიძლება განვითარდეს ცელიაკიის, კრონის დაავადების და პარაზიტების არსებობის დროს.
ასევე იხილეთ: რატომ სტკივა ჩვილ ბავშვს მუცელი და რას გვირჩევს გასტროენტეროლოგი?
დიაგნოსტიკა:
• სუნთქვის ტესტი – ტარდება კლინიკაში, 2–3 საათიანი პროცედურაა და ამონასუნთქ ჰაერში ხდება H2 დეტექცია. პაციენტს აძლევენ ლაქტოზას და წყალს და ყოველ ნახევარ საათში, ხდება ამონასუნთქი ჰაერის აპარატით დაფიქსირება. H2 მომატება ამონასუნთქ ჰაერში მიუთითებს ლაქტოზის აუტანლობაზე;
• წვრილი ნაწლავის ბიოფსია – ენდოსკოპის საშუალებით, ძირითადად ანესთეზიის ქვეშ, წვრილი ნაწლავიდან ხდება ბიოპტატის აღება და მასში ლაქტოზის რაოდენობის განსაზღვრა;
• ლაქტოზის ამოღება საკვები რაციონიდან – ეს მეთოდი ყველაზე ხშირად და ფართოდ გამოიყენება. ჩივილების არსებობის დროს (ლაქტოზის აუტანლობის), ორი კვირის განმავლობაში საკვები რაციონიდან ხდება ლაქტოზის შემცველი პროდუქტების ამოღება. დადებითი კლინიკის შემთხვევაში დიაგნოზი დადასტურებულია.
მკურნალობა:
• ლაქტოზის შემცველი პროდუქტების ამოღება ან შემცირება საკვებ რაციონში;
• ფერმნეტ ლაქტაზას დამატება;
• კალციუმი, რიბოფლავინის (B ვიტამინი ) და D ვიტამინის დამატება
სალომე გორგოშიძე