ახდენს თუ არა კვება გავლენას იმუნიტეტზე და რას გვირჩევს გასტროენტეროლოგი
ახდენს თუ არა კვება გავლენას იმუნიტეტზე და რას გვირჩევს გასტროენტეროლოგი
რა გავლენა აქვს კვებას იმუნიტეტზე? შესაძლებელია თუ არა კარგი კვებით იმუნიტეტის ამაღლება და პირიქით შესაძლოა თუ არა არასრულფასოვანმა კვებამ გამოიწვიოს იმუნიტეტის დასუსტება? შეკითხვას პასუხობს, გასტროენტეროლოგი, ნათია ცირდავა:

- იმუნიტეტი არის ორგანიზმის უნარი, თავი დაიცვას ნებიმიერი უცხო აგენტისგან (მაგ: ბაქტერია, ვირუსი, პარაზიტი და ა.შ.). ძლიერი იმუნური სისტემა ბავშვს იცავს ამა თუ იმ დაავადებისგან და პირიქით - დასუსტებული იმუნიტეტი არის მიზეზი ხშირი გაციების, ვირუსული თუ პარაზიტული ინფექციების და სხვა უფრო საშიში დაავადებებისა.
ბავშვის სწორ, სრულფასოვან კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნიტეტის ჩამოყალიბებისა და მისი შენარჩუნებისთვის. ჯერ კიდევ ახალშობილობიდან კვებას უდიდესი მნიშვლობა ენიჭება. ვინაიდან ბუნებრივი კვება ახალშობილობიდან ხელს უწყობს ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერებას.


ასევე იხილეთ: როცა ბავშვს მუცლის ასეთი ტკივილები აქვს, ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადადოთ! - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?


დედის რძე შეიცავს მრავალ ისეთ ფაქტორს, რომელიც იცავს ბავშვის ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებისგან, ისევე როგორც მისთვის საჭირო ყველა მიკროელემენტს და ცხიმოვან მჟავებს. კვლევებით დადგენილია, რომ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვი ნაკლები ავადობით გამოირჩევა. საკვებ რაციონში მიკროელემენტების ნაკლებობა ბავშვებში შესაძლოა ქრონიკული იმუნური პრობლემების მიზეზი გახდეს, რაც თავის მხრივ განაპირობებს ბავშვის ხშირ ავადობას. ძლიერი იმუნიტეტისთვის მიკროელემენტებიდან მნიშვნელოვანია ვიტამინი A, C,
E, ცხიმოვანი მჭავები და მინერალები მაგნიუმი, თუთია, სპილენძი,რკინა და გოგირდი. ზემოთ აღნიშნული ნივთიერებებით მდიდარია ახალი ხილი, ბოსტნეული, ხორცი, მარცვლეული, კვერცი,თხილი და ა.შ. გაზიანი სასმელების და წვენების ნაცვლად უმჯობესია წყლის მიცემა, ვინაიდან ჭარბი რაოდენობით შაქარი იმუნიტეტს ასუსტებს. იწვევს რა სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებას, ხდება წინაპირობა ბავშვებში სხვადასხვა ანთებითი პროცესის და დისბიოზის. როგორც ცნობილია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული მიკროფლორა წარმოადგენს ერთგვარ იმუნურ სისტემას, ბარიერს სხვადასხვა მავნე მიკროორგანიზმისთვის, ამიტომ დისბიოზი (ნაწლავებში არსებული მიკროფლორის დარღვევა) ხშრად ხდება ბავშვებში ავადმყოფობის მიზეზი. ლაქტო და ბიფიდობაქტერიების ხელს უწყობს მიკროფლორის აღდგენას და დიდი რაოდენობით მოიპოვება რძის პროდუქტებში. მოკლედ, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ბავშვის იმუნური სისტემისთვის დიდი მნივშნელობა აქვს ბალანსირებულ კვებას და მისი ყოვედღიური რაციონი უნდა მოიცავდეს ხილს, ბოსტნეულის, ხორცს და რძის პროდუქტებს. სწორი კვება იცავს ბავშვს ხშირი ავადობისგან.

- რას გვეტყვით მოზარდებში, განსაკუთრებით გავრცელებულ დიეტებზე, რაც ხშირად შიმშილობასთან უფრო ასოცირდება და მათ ჯანმრთელობას, იმუნიტეტს უქმნის საფრთხეს?
- პუბერტატულ ასაკში საკვებ რაციონს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ამ პერიოდში ხდება ბავშვის ორგანიზმის ზრდა-განვითარება და ორგანიზმი მოიხმარს დიდი რაოდენობით კალორიებს. ამიტომ ამ ასაკში ბალანსირებული საკვები რაციონი აუცილებელი პირობაა მოზარდის ზრდა-განვითარებისთვის. ხოლო დიეტა წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს მისი ზრდისთვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ სწრაფი ეფექტის მისაღებად მოზარდები ხშირად შიმშილს მიმართავენ, ეს შესაძლოა დრამატული გამოსავლითაც დასრულდეს. წონაში დაკლებისთვის სულაც არ არის საჭირო მკაცრი დიეტის დაცვა. ამისთვის სწორი და სრულფასოვანი კვებაც საკმარისია.
სალომე გორგოშიძე
9237
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?