ეს პროდუქცია ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია გეგულებათ ოჯახი, რომელიც საბავშვო შამპუნს, საპონს ან რაიმე საბავშვო ჰიგიენურ საშუალებას არ მოიხმარდეს? ასევე ძნელია ბავშვი გასართობ ადგილებში სახის მოხატვას აარიდო, აღარაფერს ვამბობთ პატარა გოგონების საყვარელ საბავშვო კოსმეტიკაზე.… ეს პროდუქცია ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არადა საკმაოდ საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. ამ თემას გადაცემა "რისკ ფაქტორმა" ვრცელი სიუეჟეტი მიუძღვნა და საინტერესო ფაქტებიც გამოავლინა.
ღოგორც გაირკვა, ჩვენს ქვეყანაში არავინ აკონტროლებს საბავშვო პარფუმერიის უვნებლობას, არც კანონი არსებობს, რომელიც ჩვენს შვილებს მავნე პროდუქტისგან დაიცავს.
საბავშვო კოსმეტიკასა თუ საღებავებში ტყვიის, კადმიუმის, დარიშხანის და სხვა სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებების შემცველობა არაერთი კვლევის შედეგად გამოვლენილა. Aმის გამო ევროპასა და აშშ-ში დიდი ხანია მკაცრი აკრძალვები მოქმედებს. პროდუქცია, რაც ამ ქვეყნებში აკრძალულია, ჩვენთან ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება.
გადაცემა "რისკ -ფაქტორმა" ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა: ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიაში 10 სახეობის საბავშვო კოსმეტიკური ნაკრები შეისწავლეს.
შედეგი, როგორც მოსალოდნელი იყო, სავალალო აღმოჩნდა. პარფიუმერიის და სახის მოსახატად გამოყენებული საღებავების აბსოლუტურად ყველა ნიმუშში რამდენიმე სახის მძიმე მეტალი ერთდროულად აღმოჩნდა.
ასევე იხილეთ: როგორ უნდა აარჩიოთ უსაფრთხო ბავშვთა კოსმეტიკა
ლაბორატორიის თანამშრომელი:
- აბსულუტურად სუფთა არცერთი პროდუქტი არ აღმოჩნდა. ყველგან ფრისკ ირდება მცირე რაოდენობით ქრომი და ტყვია.. ასევე დაფრისკ ირებულია დარიშხანი. სახის მოსახატი მარკერი, რომელიც ევროპული წარმოებისაა და უსაფრთხოების ნიშანიც აქვს, მცირე რაოდენობით ოთხივე მძიმე მეტალს შეიცავს. რა განსხვავებაა ბაზრობებსა და ძვირიან მაღაზიებში შეძენილ პროდუქტს შორის? ლაბორატორიის პასუხი ასეთია:
Qრომი, ტყვია და მცირე რაოდენობით დარიშხანი ორივე მათგანის პროდუქციაში ერთნაირი შემცველობითაა. ნიკელი ბაზრობაზე ნაყიდ საღებავში გაცილებით მეტი აღმოჩნდა.
Yყველაზე საშიში ქიმიური ნივთიერება კი რაც პარფიუმერიაში საკმაოდ ხშირად გვხვდება - ტყვიაა. Mმსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყოველწლიურად კვირეულს ატარებს ტყვიით მოწამლის წინააღმდეგ. ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ 2013 წელს ტყვიის ზემოქმედების შედეგად 853 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 16 მილიონ რვაასიათასმა ჯანმრთელობა დაიზიანა, ან დაინვალიდდა. Eრაც ტყვიის ხანგძლივ ზემოქმედებას უკავშირდება.
ექიმი ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია:
- ტყვია, დარიშხანი, კადმიუმი - აღიარებული კარცეროგენებია. თყვია ბავშვის სისხლში მთელ რიგ ცვლილებებს წვევს. განსაკუთრებით ეს ცვლილებები ზოგადი, გონებრივი განვითარების შეფერხებით გამოიხატება... ბავშვებს უჭირთ კითხვა. ასეთი ბავშვები ძალიან ბევრია, განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, რომ კანი ძალიან მგრძნობიარეა. მომწამვლელი კოსმეტიკა კანიდან შეიწოვება, სხვადასხვა ორგანოებში ნაწილდება და თავის უარყოფით ცვლილებებს იწვევს.
ასევე იხილეთ: საშიში კონსერვანტი, რომელიც ბავშვთა პროდუქციაში შედის – ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს!
- დღევანდელი კანონმდებლობით მძიმე მეტალებით გაჯერებული პარფიუმერიის გაყიდვაზე სრული პასუხისმგებლობა გამყიდველს კი ეკისრება, თუმცა ვინც ამ ნიმუშებში უსაფრთხოება უნდა გააკონტროლოს, ის უწყება საერთოდ არ არსებობს. ამიტომაც ბავშვებისთვის განკუთვნილი მოწამლული კოსმეტიკა მთელ საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალ გაყიდვაში კიდევ წლობით გაიყიდება