რომელ ასაკში რომელი ხილია სასარგებლო ბავშვისთვის - ექიმი კომაროსვსკი
რომელ ასაკში რომელი ხილია სასარგებლო ბავშვისთვის - ექიმი კომაროსვსკი
ვაგრძელებთ ექიმი კომაროვსკის რჩევებს კვებასთან დაკავშირებით და დღეს ხილზე მოგყვებით.
ერთი წლის ასაკისთვის ბავშვმა აუცილებლად უნდა გასიჯოს ხილი - მოხარშულ ან კონსერვირებულ ფორმაში. ეს შეიძლება იყოს: გახეხილი ვაშლი, ატამი, ქლიავი, მსხალი, გარგარი, ანანასი; უმი და მწიფე ბანანი, ვაშლი და მსხალი. 1 წლის ბავშვს ხილი შეგიძლიათ აღარ გაუხეხოთ და პატარა ნაჭრებად დაუჭრათ. კონსერვირებული ხილი, მურაბისა თუ კომპოტის სახით, რომელსაც უფროსები მიირთმევენ, არ არის სასურველი ბავშვებისთვის, რადგან ძალიან ტკბილი სიროფი აქვს.

ისეთი
უმი ხილი, როგორებიცაა: ფორთოხალი, ატამი, გარგარი, ქლიავი, ყურძენი (უკურკო), აჭამეთ ორი წლის შემდეგ, როცა პატარას კუჭის მუშაობა გაუუმჯობესდება. თუ თქვენი პატარა 4 წლის ჯერ არ გამხდარა, ხილს კანიანად ნუ აჭმევთ.

როგორც წესი, ორ წლამდე კენკრას არ აჭმევენ. მარწყვმა შეიძლება გამონაყარი გამოიწვიოს. სანამ პატარა ღეჭვას კარგად არ შეეჩვევა, ხილი ჩანგლით ჩაუჭყლიტეთ. ალუბლიდან კურკის გამოცლა არ დაგავიწყდეთ. როცა ბავშვს კენკროვან ხილს აჭმევთ, მიეცით ცოტ-ცოტა და ეტაპობრივად. თუ ბავშვს კუჭის აშლილობა ან მოუნელებელი განავალი შენიშნეთ, ცოტა ხანი ხილი აღარ აჭამოთ.

ბავშვს საზამთრო და ნესვი გაასინჯეთ 2 წლის ზევით. ამ შემთხვევაშიც აჭამეთ ცოტა და დაჭყლეტილი.
ჩირი, როგორიცაა: შავი ქლიავი, ლეღვი, კურაგა, ფინიკი 2 წლის შემდეგ მიეცით პატარას
შეგიძლიათ მოუმზადოთ ხილის სალათა და ჩირი მასში დაუმატოთ. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ჭამამდე ჩირი კარგად უნდა გარეცხეთ და პატარებად დაუჭერით.
20014
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ანი
0
ამ ექიმების ვერაფერი გავიგე ერთი იძახის აჭამეთ მეორე არ აჭამოთ გამოდის რო 2წლამდე ვაშლის მეტი არაფერი უნდა ჭამონ ხილი ?1წლის ხდება და მარწყვიც ჭამა ჯოლოც გარგალიც მაგრამ არც ალერგია მისცა არაფერი.სეზონზე რაცაა სინჯავს ყველაფერს უკვე
13:07 / 23-06-2019
თამრი
0
არ არის სისულელე, ყველაფერი სწორად წერია... კენკრა მართლაც არაა სასურველი 2 წლამდე და უმი ხილიც ზოგადად კუჭს უშლით პატარებს. მე პირადადაც გამოვცადე, 7 ყვისას გარგარის წვენი მოვაწუწნინე და ჯერჯერობით 5 დღეა კუჭი ვერ დავურეგულირე
14:40 / 01-07-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```