თვალის ექიმთან მისული ბავშვებიდან უსათვალოდ თითქმის არავინ ბრუნდება ბოლო დროს თვალის ექიმთან მისული ბავშვებიდან უსათვალოდ თითქმის არავინ ბრუნდება. დიახ, მხედველობის პრობლემები მცირე ასაკში საკმაოდ მომატებულია და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. თუ წლების წინ პირველ კლასელთაგან მხოლოდ 11-13%-ს ჰქონდა მხედველობის პრობლემა, დღეს მათი რიცხვი ორჯერ მეტია. ამერიკელი ოფთალმოლოგების პროგნოზით, თუ საგანგებო ზომებს არ მივიღებთ, მალე მსოფლიოში ბავშვების თითქმის მეოთხედი პირველ კლასში სათვალით მივა.
ოფთალმოლოგების შეფასებით, მხედველობის გაუარესების ყველაზე ხშირი მიზეზი რეფრაქციის პრობლემებია, რაც 3-5 წლის ასაკში ხშირად გვხვდება. საქმე ისაა, რომ ამ ასაკში მხედველობის ორგანოები ჩამოყალიბების პროცესშია და ადვილად ვითარდება პათოლოგიები. ტანამედროვე ბავშვებისთვის კი ამ ასაკში ზედმეტად ხელმისაწვდომია ისეთი გასართობები, რომლებიც ჩამოყალიბების პროცესში მყოფ თვალს ადვილად აზიანებს. რაც მეტ დროს გაატარებენ ბავშვები ტელეფონებთან, პლანშეტებთან, კომპიუტერებტან თუ ნოუთბუქებთან, მითუფრო გაიზრდება თვალის დაზიანების რისკი.
ხოლო თუ ამ ყველაფერს არასრულფასოვან კვებასაც დაუმატებთ, როცა ორგანიზმი საჭირო რაოდენობით ვიტამინებს ვერ იღებს, პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ თუ ასეთი ტენდენცია აგაგრძელდება, სასკოლო ასაკის ბავშვთა 70% სათვალით ივლის.
მშობლებზე ბევრი რამაა დამოკიდებული - შეუზღუდეთ პატარებს გაჯეტებით სარგებლობის დრო. ეკრანის ნაცლად წიგნები და საბავშვო ჟურნალები შესთავაზეთ. მათში არანაკლებ საინტერესო გასართობებია მოცემული. ძალიასხმევა დახარჯეთ, რომ შეაჩვიოთ აქტიურ, მოძრავ თამაშებს, ჟურნალებს, გასაფერადებლებს. გაჯეტებს კი თავად, თქვცენი ჩარევის გარეშეც "გაუგებს".