"გეკითხებით, რას ერჩით თქვენი ბავშვების ჯანმრთელობას?" - ქართველი პედიატრის მოწოდება
"გეკითხებით, რას ერჩით თქვენი ბავშვების ჯანმრთელობას?" - ქართველი პედიატრის მოწოდება
პედიატრ ინგა მამუჩიშვილს ეს პოსტი-მოწოდება ყველა მშობელს ეხება, ამიტომაც მოჰყვა დიდი რეაქცია, ბევრმა მოიწონა და გააზიარა.

"ძალიან გთხოვთ, არ მითხრათ, შვილი ჩემია და როგორც მინდა, ისე მოვექცევი და რასაც მინდა იმას ვუზამო. გრძნობთ ალბათ, რომ გაღიზიანებული და გაკვირვებული ვარ მომხდარი ფაქტით, ვერასოდეს ვერ შევეგუები, როგორც ადამიანი და განსაკუთრებით როგორც ექიმი, როცა ბავშვს სახეზე და ხელის მტევნებზე (ძირითადად თითებს იდებენ და წოვენ პაწუკები), განსაკუთრებით კი ცხვირ-ტუჩის მიდამოში კოცნიან ახლობლები. პირის ღრუში უამრავი სხვადასხვა მიკროორგანიზმი ბინადრობს: ვირუსები, სოკოები, უმარტივესები, ბაქტერიები, მათ შორის
ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოდგენილია ბაქტერიები: ნერწყვის ყოველი მილილიტრი შეიცავს 650-მდე სხვადასხვა სახეობის100 მილიონ ბაქტერიას, რომელთა უდიდესი ნაწილი იწვევს პირის ღრუს (მათ შორის ორალური გზით გადამდები) დაავადებების განვითარებას... ლორწოვანის, ლორწოვანთან კონტაქტით ვრცელდება ინფექციური მონონუკლეოზიც, რომელსაც ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს და ხასიათდება იმუნიტეტის მკვეთრი დათრგუნვით (ხშირად სვამთ ხოლმე კითხვებს ამ დაავადებასთან დაკავშირებით). ნათქვამია, ადამიანი ჯანმრთელია მანამ, სანამ პირის ღრუ და კბილები ჯანმრთელი აქვსო... ბაქტერიის პრეზენტაცია ორგანიზმში ცხვირის ან პირის ღრუდან იწყება ძირითადად, ჰოდა გეკითხებით, რას ერჩით თქვენი ბავშვების ჯანმრთელობას??? გთხოვთ, არ აკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩში და ხელებზე და არც გარშე მომყოფებს მისცეთ ამის უფლება! აბა, სად ვაკოცოთო, მკითხავთ... ტაკოზე აკოცეთ, უფრო გემრიელია!"

ამ თემაზე ასევე იხილეთ: როცა დედა შვილს
ტუჩებში კოცნის - ქართველ დედებს ეს ჩვევა ძალიან აღელვებთ


მშობლებს სთხოვეს, ბავშვებს ტუჩებში არ აკოცონ!

235076
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (14)
მარი
1
ქ.ინგამ ეს ინტერვიუ სულ სხვა საკითხთან იმ დროს როცა გრიპის სეზონი იყო,მაშინ მისცა ჟურნალისტს ინტერვიუ.და არა ამ საკითხთან მიმართებით, ეს ინტერვიუ ხელახლაა გამოყენებული ამ სტატიისთვის, კარგი იქნება ექიმი არ გავლანძღოთ ამ გაუგებრობის გამო.
21:55 / 25-07-2017
ნანა
2
ამაზრზენია, როცა დედ-მამა შვილს ტუჩებში კოცნის.. მე ვფქირობ ეს დაბალი ინტელექტის ადამიანებში ხდება..ჩემს საახლობლში შევესწარი ბაბუამ აკოცა შვილიშვილს ტუჩებში და ბავშვმა განზე გაწია თავი.. ბავშვი ხვდება, რომ არაა ეგ სწორი და თქვენ რა გჭირთ?? პოტენციური პედოფილები ხართ..
14:20 / 25-07-2017
მსგავსი სიახლეები