სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაშიც გაიგონებთ პროპაგანდას, თუ რა საჭიროა ბავშვის აცრა საკუთარ თავზე დატრიალებულმა ტრაგედიამ ავსტრალიელი კეტრინ ჰიუზი ვაქცინაციის აუცილებლობაში დაარწმუნა. ამის შემდეგ ის არ იშურებს ძალასა და ენერგიას იმისთვის, რომ გააფრთხილოს სხვა დედები. "დროულად ჩატარებული ვაქცინაცია გადაარჩენს თქვენს შვილებს, - აცხადებს კეტრინი. 2016 წლის იანვრიდან ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, რომლის თანახმადაც, თუ მშობელი საკუთარი სურვილით უარს განაცხადებს ბავშვის ვაქცინაციაზე, მას მოეხსნება სახელმწიფოსგან დადგენილი დახმარება.
კეტრინმა დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია "Light For Riley" და სოციალურ ქსელებში საკუთარი ტრაგედიის მაგალითზე ეწევა ვაქცინაციის პროპაგანდას. იგი ღიად ყვება, თუ რისი გადატანა მოუწიათ მას და მის მეუღლეს. კეტრინმა ფოტოებიც გამოფინა სოციალურ ქსელში თავისი გარდაცვლილი შვილის და თუ როგორ ემშვიდობება მას.
როგორც კეტრინი ყვება, რაილი მისი მეორე შვილი იყო. ის 2015 წლის 13 თებერვალს დაიბადა - სრულიად ჯანმრთელი. 3 თვის ასაკში დაეწყო ხველება და ინფექციური დაავადების სხვა სიმპტომები. მართალია, ადგილობრივმა ექიმმა თქვა, რომ ბავშვს ყველაფერი რიგზე ჰქონდა, მაგრამ დედობრივი ინსტიქტი სხვას კარნახობდა. რაილი წაიყვანეს ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში. მას დაუდგინეს ყივანახველა და გართულებული ინფექციით მოთავსებული იქნა რეანიმაციაში. ამ ყველაფერს ფილტვების ანთებაც დაერთო. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, ბავშვი გარდაიცვალა.
ავსტრალიაში ყივანახველას აცრას 6 თვის ასაკიდან აკეთებენ. რაილი ჯერ არ იყო ამ ასაკში, მაგრამ მას გადაარჩენდა დედის ვაქცინაცია, რომელიც ტარდება 28-32-ე კვირაზე. ეს ვაქცინა უზრუნველყოფს ნაყოფს დამცავი ანტისხეულების გამომუშავებით. ასეთ ვაქცინაციას უკვე რამდენიმე წელია სტანდარტულად უტარებენ ორსულებს დიდ ბრიტანეთში. სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურეს ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა - როგორც ნაყოფის განვითარებისთვის, ასევე დედის ჯანმრთელობისთვის. რუსეთში ორსულების ყივანახველის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ უტარდებათ. არც საქართველოში... და ჩვენს ქვეყანაშიც არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ახალშობილს ეს ინფექცია შეხვედრია. მართალია, ჩვენთან ჯერ არ არის ეს აცრა სავალდებულო ორსულებისთვის, თუმცა ზოგიერთი ახალგაზრდა დედა შვილის ვაქცინაციის წინააღმდეგიც არის და შეგნებულად არ უკეთებს სავალდებულო აცრებს. სწორედ მათთვის არის მსგავსი ისტორიები და მსგავსი აგიტაცია...
რაილის გარდაცვალების შემდეგ კეტრინს გაუჩნდა გოგონა - ლუსი.
კეტრინმა ყივანახველის საწინააღმდეგო აცრა ორსულობის მესამე ტრიმესტრში გაიკეთა.