ინგა მამუჩიშვილი: "განგაშია ასატეხი! თორემ ძალიან სავალალო შედეგი გვექნება!"
ინგა მამუჩიშვილი: "განგაშია ასატეხი! თორემ ძალიან სავალალო შედეგი გვექნება!"
პროდუქციაში ტყვიის შემცველობის შესახებ ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ. განსაკუთრებით მას მერე, რაც ქართულ სანელებლებში აღმოჩნდა ტყვია. თუმცა სანელებლებამდე არის საბავშვო პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, სამშენებლო მასალები და ნიადაგიც კი, რომელიც ტყვიითაა გაჯერებული და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ამ თემაზე ჩვენ ადრე ვრცელი სტატია შემოგთავაზეთ, მათ შორის იმაზეც, კეთდება თუ არა საქართველოში ანალიზი ტყვიის შემცველობაზე და რა შეიძლება იყოს გამოსავალი (იხილეთ სტატია ვრცლად). სულ ცოტა ხნის წინ ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი გამოეხმაურა ამ თემას. ქალბატონმა ინგამ მეგობრის პოსტი გაავრცელა თავისი
ვრცელი კომენტარით:

ნატალია მუჩაიძე: "მე მომატებული მაქვს ტყვიის დონე სისხლში. დღეს მითხრეს პასუხი აშშ-ი და თან დაამატეს "მაქედან ვინც ჩამოდიხართ, მომატებული გაქვთ, რას ჭამთ? რას სუნთქავთო?" აი, ასე ზრუნავენ ჩვენზე, დღე და ღამე! მე თუ მაქვს მომატებული, ე.ი. ყველას გაქვთ მომატებული! პროდუქციაზე უნდა დაწესდეს რეგულაციები! მასე ცხოვრება არ შეიძლება!"

ინგა მამუჩიშვილი: "ნატა, 2004-2007 წლებში ვატარებდი კვლევას"სტრეს-მაინდუცირებელი რისკ-ფაქტორების გავლენა ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობაზე". ბევრი ფაქტორი შევისწავლე, მათ შორის მძიმე მეტალების შემცველობა ბავშვების თმასა და ფრჩხილში. კვლევა ტარდებოდა თბილისში და მიღებული მონაცემები დარდებოდა საკონტროლო ჯგუფში მიღებულ მონაცემებს (ბარისახო). თბილისში ყველას მომატებული ჰქონდა, ბარისახოში - არც
ერთს. აქედან გამომდინარე ხომ გასაგებია, რა დღეშია თბილისი... ჩვენთან რაც შემოდის (საკვები, საღებავები და სამშენებლო მასალა, სათამაშოები, ბენზინი და სხვა, ჩამოთვლა შორს წამიყვანს), მოკლედ, ნიადაგიც და ჰაერიც გაჯერებულია ტყვიით!!!!
მოგცლიათ ერთი, ვის აინტერესებს... წინ არჩევნებია... არადა, განგაშია ასატეხი, განგაში... სასწრაფოდ უნდა დაწესდეს კონტროლი მავნე ნივთიერებების შემცველობაზე ჰაერშიც, ნიადაგშიც, საკვებშიც და ყველაფერში, რასაც ადამიანი და განსაკუთრებით ბავშვები მოიხმარენ!!! თორემ... ძალიან სავალალო შედეგები გვექნება..."

იხილეთ ინგა მამუჩიშვილის სხვა სტატიები
172643
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (21)
ika
2
კომუნისტების დროს რო სუფტა საკვები იყო ისეტი დგეს არც დაესიზმრება ხალხს
01:20 / 27-07-2018
ნინო
1
არასამთავრობოებმა უნდა იყოჩაღონ და გამოავლინონ ,საფრთხის შემცველი რაც არის ყველაფერი,მარტო სახელმწიფო ამას ვერ აუვა.ასევე ყველა ადამიანმა,თუ ვინმე რამეს შენისნავს სასურსათო თუ არასასურსათო პროდუქტში.
10:13 / 18-07-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?