მოვიდა ნანატრი ზაფხული. მზეს და დასვენებას მონატრებულებს ხშირად სიფრთხილის ზომები გვავიწყდება... მოვიდა ნანატრი ზაფხული. მზეს და დასვენებას მონატრებულებს ხშირად სიფრთხილის ზომები გვავიწყდება და შედეგად შეიძლება გადახურება, ე.წ. მზის დაკვრა ან მზით დამწვრობა მივიღოთ.
როგორ მოვიქცეთ სამედიცინო პუნქტში მისვლამდე? - ამაზე ისევ გადაუდებელი და პირველი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრი დაგვეხმარება. ინსტრუქტორი მარინა გოგიძე გაგვიწევს რეკომენდაციას.
მარინა გოგიძე: ადამიანის ორგანიზმზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპერთერმია, ანუ სხეულის ტემპერატურის მომატება.
ჰიპერთერმიის ერთ-ერთი სახეა მზის დაკვრა, რომელიც ვითარდება დიდი ხნის განმავლობაში გარემოს მაღალი ტემპერატურის ან მზის პირდაპირი ზემოქმედების დროს. დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის, რომ ზღვაზე შუადღის შემდეგ მაღალია რადიაციული ფონი და მზის სიმხურვალე.
ამიტომ 12:00-დან 18:00-მდე არ არის მიზანშეწონილი სანაპიროზე გასვლა.
- რა ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს ჰიპერთერმიას?
- დასაწყისში აღინიშნება ძლიერი ოფლიანობა, მკრთალი ან მოწითალო ფერის ნამიანი კანი; თუ ოფლიანობა გამოხატული არ არის, მაშინ კანი შეხებით ცხელია და მშრალი, რაც ორგანიზმის გაუწყლოების მაჩვენებელია და პროგნოზულად ძალიან ცუდია. სხეულის ტემპერატურის მომატება (შესაძლებელია 40 C-მდე);
ხშირი და სუსტი პულსი;
ხშირი, ზედაპირული სუნთქვა;
გულისრევა და ღებინება;
თავის ტკივილი;
შეიძლება გამოიხატოს აგზნება, კრუნჩხვა, საერთო სისუსტე, ძილიანობა.
მძიმე შემთხვევაში ვითარდება ცნობიერების დაბინდვა და უგონო მდგომარეობა;
ჰიპერთერმიის დროს თქვენი ძირითადი მიზანია - დააქვეითოთ სხეულის ტემპერატურა და დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური. განაგრძე კითხვა