ჰეპატიტი მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ამიტომაც 28 ივლისს მთელს მსოფლიოში ჰეპატიტთან ბრძოლის დღე აღინიშნება. ჰეპატიტი მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ამიტომაც 28 ივლისს მთელს მსოფლიოში ჰეპატიტთან ბრძოლის დღე აღინიშნება. შეიძლება ბევრი ტქვენგანი ფიქრობს, რომ ეს მას არ ეხება, მაგრამ გადამდები დაავადებების მიმართ სიფრთხილე ყველამ უნდა გამოვიჩინოთ. გთავაზობთ, რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ დაავადების შესახებ.
დაავადება "ბოტკინი'' - სწორედ ასე უწოდებდნენ დაავადებას, რომლის ძირითადი გამოვლინება იყო: ღვიძლის დაზიანება, გაყვითლება კანისა და ლორწოვანი გარსისა. 80-იან წლებში ს.პ. ბოტკინმა პირველმა აღნიშნა, რომ სხეულის ზედაპირის გაყვითლება ვირუსის გამოვლინებაა.
ამის შემდეგ სიყვითლე მოიხსენიება, როგორც ბოტკინი.
მეოცე საუკუნის 60-იან წლებში გახდა ცნობილი, რომ ეს ვირუსი არ არის ერთჯერადი გამოვლინება და მასთან საბრძოლველად საჭიროა განსხვავებული მკურნალობის მეთოდები.
დღესდღეობით ვირუსოლოგთა მიერ აღმოჩენილია 9 ტიპის ვირუსი: A, B, C, D, E, F, G, TTV, SEN-V. სამწუხაროდ, ვირუსები განიცდიან მუტაციას, ეს იმას ნიშნავს რომ მათი რაოდენობა უფრო და უფრო გაიზრდება.
ყველაზე საშიშ ჰეპატიტის ვირუსად მიჩნეულია, ჰეპატიტი: B და C. ასეთი სტატუსი ამ ვირუსებს ტყუილად არ აქვთ, იმიტომ, რომ თუ არ გამომჟღავნდა ეს დაავადება დროულად და დროულად არ დაიწყო მისი მკურნალობა, მაშინ დაავადება გადადის ქრონიკულში, რაც ხშირ შემთხვევაში მთავრდება ღვიძლის ცეროზით და ფატალური შედეგით. ზოგიერთმა ადამიანმა არც კი იცის, რომ ვირუსის მატარებელია და ავრცელებს მას.
სტატისტიკის თანახმად მთელ მსოფლიოში ჰეპატიტით დაავადებულია, დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი და ყოველ მეხუთეს აღენიშნება ქრონიკული ფორმა. მიუხედავად ვირუსის ფართოდ გავრცელებისა, ჰეპატიტზე არც ისე ხშირად საუბრობენ,როგორც მაგალითად აივ ინფექციაზე. ჰეპატიტის ვირუსი აივ ინფექციაზე 100-ჯერ უფრო გავრცელებულია.
A ჰეპატიტი ვრცელდება კონტაქტური გზით: დაუბანელი ხელებით, დაინფიცირებული საგნებით ან დაბინძურებული წყლით. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ყველაზე ხშირად დაავადება ვლინდება ბავშვებში, წელიწადის თბილ პერიოდში.
ზოგიერთი თვლის რომ ჰეპატიტი B;C; არის ნარკომანებისა და ალკოჰოლიკების დაავადება. ეს ასე არაა. ეს ვირუსები გადადის ხშირად სისხლით და დაუცველი სქესობრივი კავშირით. ამ ვირუსებისაგან დაცული არავინ არაა. დაავადება შეიძლება გადაედოს ადამიანს: სილამაზის სალონში ვიზიტისას, ყურის გახვრეტისას, მანიკურის გაკეთებისას (არასტერილური იარაღების გამოყენების შემთხვევაში), სისხლის გადასხმისას, მშობიარობის დროს ანდა სტომატოლოგთან ვიზიტისას.
ჰეპატიტი "C'' - განკურნებადია. გაგიკვირდებათ, მაგრამ არიან ადამიანები რომლებმაც გადაიტანეს ეს დაავადება გამოჯამრთელდნენ. თუმცა მკურნალობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივია.
სხვა ჰეპატიტებთან განსხვავებით ჰეპატიტი "B" - არ ქვემდებარება მკურნალობას, მაგრამ ამავე დროს მისგან შეიძლება თავი დავიცვათ აცრის გაკეთებით. ჩვენ ქვეყანაში ვაქცინაცია კეთდება დაბადების პირველივე დღეებში. ასევე არსებობს ვაქცინა "A'' ჰეპატიტის საწინააღმდეგო. სხვა ტიპის ვირუსებზე ვაქცინა ჯერ არ აღმოუჩენიათ.