ყველაზე კითხვადი
აუცრელი ბავშვები შეიძლება სკოლებსა და ბაღებში არ დაუშვან - ახალი ინიციატივა
 აუცრელი ბავშვები შეიძლება სკოლებსა და ბაღებში არ დაუშვან -  ახალი ინიციატივა
საქართველოში შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. აღნიშნულ ინიციატივას მხარს უჭერს სამედიცინო საზოგადოების ნაწილი. მოწინააღმდეგეთა შორის კი იურისტები არიან, რომლებიც მათ მოსაზრებას ადამიანის უფლებების დაცვის ფაქტორით ხსნიან.
საკითხის გააქტიურების ერთ- ერთი მიზეზი ევროპული გამოცდილებაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ სულ ახლახანს შესაბამისი კანონმდებლობა საფრანგეთმა მიიღო, რომლის თანახმად, ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. აცრა სავალდებულოა გერმანიასა და იტალიაში, აშშ- ში კი ბავშვს არცერთი საგანმანათლებლო დაწესებულება არ მიიღებს, თუ აცრები ჩატარებული არ აქვს.
თუ საქართველოში მსგავსი ინიციატივა
- start slave -->
განხორცილედება, ვის შეეხება კანონი და რომელი ტიპის აცრებზე გავრცელდება ვალდებულება - ამ თემაზე mshoblebi.ge დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ესაუბრა.

- ბატონო პაატა, საქართველოში შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. ვინ ლობირებს და ვინ ეწინააღმდეგება აღნიშნულ ინიციატივას?
- საქართველოში ვაქცინაცია გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის საკანონმდებლო ბაზით სავალდებულოა. იგივე, ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე მუშაობენ, ისეთი ვაქცინებით იცრებიან, რომლებიც სხვას არც გაუგია, რადგან მათ პროფესიული შეხება აქვთ და დაცული უნდა იყვნენ. როგორც მსოფლიოს ძალიან ბევრ, განვითარებულ ქვეყანაში, საქართველოშიც უნდა იყოს საკანონმდებლო მექანიზმი. მშობელს თუ არ ესმის, რომ მისი შვილი იყოს აცრილი, საზოგადოებამ თავი უნდა დაიცვას ასეთი მშობლისგან. ასეთი პრეცენდენტები არსებობს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ბავშვი განათლებას ვერ მიიღებს, თუ იგი აცრილი არ არის. ევროპაში კი, ახლახანს მიიღო კანონმდებლობა საფრანგეთმა, გერმანიაში უკვე მუშაობს ასეთი კანონმდებლობა. იქ მშობლებისთვის საჯარიმო სანქციებია გათვალისწინებული. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, თუ ბავშვი არ არის აცრილი, 2500 ევროს ოდენობის ჯარიმაზეა საუბარი. ჩვენ სავალდებულო აცრის აბსოლუტურად მომხრე ვართ, თუმცა სანქცია შეიძლება იყოს არა ფულადი ჯარიმა, არამედ სხვა სახის შეზღუდვა. მაგალითად, როგორც აშშ-ში, სადაც აუცრელ ბავშვს არცერთი საგანმანათლებლო უწყება არ იღებს. როგორც საქართველოს ეპიდემიოლოგიური საზოგადოება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკები, ასეთივე პოზიციას იზიარებს სამედიცინო საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერაც გვექნება, თუმცა იყო გარკვეული წინააღმდეგობა იურიდიული საზოგადოებისგან, რადგან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მაშინ ამის პრეცენდენტი არ არსებობდა და საკანონმდებლო რეგულაციებით არ იყო დამტკიცებული. ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევაზე იყო საუბარი. საუბრობდნენ, რომ ადამიანს აქვს უფლება რაღაც აირჩიოს, რაღაცაზე უარი თქვას. მაგრამ კონფლიქტი ხდება ერთი მხრივ, ადამიანის უფლებასა და მეორე მხრივ, საზოგადოების უფლებას შორის. ასეთ შემთხვევაში, ყველა ქვეყანაში, მათ შორის, ძალიან დემოკრატიულშიც უპირატესობა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ენიჭება. როცა ბავშვი არის აცრილი, ეს არის არა მარტო ამ ბავშვის ინდივიდუალური დაცვა, არამედ, უმრავლეს შემთხვევაში, ეს არის საზოგადოების დაცვაც ინფექციებისაგან.

- თქვენ თქვით, რომ საკითხის დაკანონებას იურისტები ეწინააღმდეგებოდნენ. როდიდან განახლდა ინიციატივაზე მსჯელობა?
- ევროკავშირის ისეთმა მძლავრმა ქვეყანამ, როგორიც არის დემოკრატიის აკვანი ევროპაში - საფრანგეთი, ახლახანს მიიღო ასეთი კანონმდებლობა, რომელიც სავალდებულოს ხდის ვაქცინაციას. ჩვენც მოგვეცა იმედი, რომ საქართველოშიც შეიძლება ჩვენს ამ მცდელობას დადებითი შედეგი მოჰყვეს.

- რომელ იმუნიზაციას დაავალდებულებს მშობელს კანონი. რომელ ვაქცინებზეა საუბარი?
- რა თქმა უნდა, ვალდებულება იქნება იმ ვაქცინებზე, რომლებიც იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში შედის და რომელსაც დღემდე მთლიანად აფინანსებს სახელმწიფო.

- ეროვნულ კალენდარში ვაქცინაცია 14 წლამდე ასაკის პირებზეა განსაზღვრული, მანამდე კი, 5 წლამდე აცრები ინსტენსიურად ტარდება. ვისზე გავრცელდება ვალდებულება?
- ძირითადად, ალბათ 5 წლამდე მაინც, თუმცა ეს მსჯელობის საგანია.

- თუ ზრდასრულს არ აქვს ბავშვობაში ვაქცინაცია ჩატარებული, გავრცელდება თუ არა მასზე კანონი?
- არა, რა თქმა უნდა.

- შესაბამისად, კანონი მხოლოდ ძალაში შესვლის შემდეგ დაბადებულ პირებზე გავრცელდება?
- რა თქმა უნდა. კანონს უკუძალა არ შეიძლება ჰქონდეს.

- ვისთან გადიხართ კონსულტაციებს?
- ჯერ ვეცნობით ევროპულ კანონმდებლობას.

- როდიდან ვარაუდობთ, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება?
- ამის თქმა ძალიან ძნელია. საკანონმდებლო პროცესი არც ისე ადვილია.

ანა მარშანია

7501
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (2)
09:12 / 16-08-2017
maia
მე ვარ მომხრე, სავალდებულო გახდეს. აუცრელობის გამო თუ დაავადდი და მოკვდი, ფორმალდეგიდიც გვერდით დაგრჩება და სხვა საშიში ნივთიერებებიც.
22:12 / 15-08-2017
Tina
აცრები რომ საშიშია, საშიშ ნივტიერებებს, როგორც კანცეროგენი ფორმალდეგიდი, და სხვა, შეიცავს, რატომ უნდა მაიძულონ აცრა???სიკვდილიც შესაDლებლია, დაბალი პროცენტია, მაგრამ გარანტიას ხო არ აძლევენ.არ ვარ მომხრე სავალდებულო აცრების.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
09.10.2017
როცა ბავშვს უჭირს რაღაცის სწრაფად გააზრება, დამახსოვრება და გაანალიზება, შესაძლოა, ეს ძალიან საჭირო ნივთიერების დეფიციტზე მიანიშნებდეს




გამოკითხვა
რომელ ასაკში შექმენით ოჯახი?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31