ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის იქნება მისი შვილი მოწიფულ ასაკში. ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის იქნება მისი შვილი მოწიფულ ასაკში. როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ბავშვის სიმაღლეში ზრდას, კითხვებს პროფესორი მანანა რუხაძე პასუხობს.
- როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას?
- სიმაღლეში ზრდა განპირობებულაი გენეტიკით. არსებობს ფორმულირება, რომელიც მშობლებს დააინტერესებთ. მაგალითად: მამის სიმაღლეს დამატებული დედის სიმაღლე, გაყოფილი ორზე და დამატებული 6,4 სმ.
გოგონების შემთხვევაში მამის სიმაღლეს დამატებული დედის სიმაღლე, გაყოფილი ორზე და გამოკლებული 6,4 სმ.
ეს ძალიან კარგი ფორმულაა იმისთვის, რომ თვითონვე განსაზღვროვონ თავიანთი სიმაღლე. მთავარი მაინც არის გენეტიკა. ზრდის ასაკსი ბავშვის სრულფასოვანი კვება მნიშვნელოვანია. საკვები აუცილებლად უნდა იყო ვიტამინებით მდიდარი. ეს პროდუქტებია: ხორცი, თევზი, ღვიძლი, ყველი, ხაჭო, რძე ეს აუცილებელია რომ ბავშვმა მიიღოს. გარდა ამისა ბოსტნეულიდან აუცილებელია ვიტამინები. სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი. ზოგიერთი ვიტამინი აუცილებელია იყოს ცხიმთან ერთად, რომ ორგანიზმში თავისი ფუნქცია სეასრულოს. მაგალითად, თუ სტაფილოს და პომიდორს მივიღებთ ცხიმთან ერთად მაშინ ორგანიზმში კარგად შეიწოვება.
ასევე მნიშვენელოვანია ძილის ფაქტორი. ძილში ზრდას ხელს უწყობს ჰორმონი-სომატოტროპული. ამ ჰორმონის 70% გამომუშავდება ღამის საათებში. ამიტომ ის მოსაზრება, რომ ბავშვი იზრდება ღამით - სწორია. თუ ბავშვი კომპიუტერთან ზის ხანგრძლივად, თუ დარღვეული აქვს რეჟიმი, შესაბამისად ზრდის რეჟიმიც ირღვევა.
ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი: ეს არის ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა არის სემატოტროპილის ამსიმულირებელი ფაქტორი. როცა ადამიანი ფიზიკურად იტვირთება, მათ შორის გაწელვა გაჭიმვაზე ვარჯიშები საშუალებას გვაძლევს რომ სტიმული მივცეთ სემატოტროპილის გამომუშავებას. ეს არის ჯანმრთელი ადამიანისთვის, მაგრამ არსებობს დაავადებები, რომლებიც ძალიან პატარა ასაკიდან არის საყურადღებო. მშობელი როგორც კი შეამჩნევს რომ ბავშვი ჩამორჩა ზრას, მაშინვე უნდა მიმართონ ბავშვთ ენდოკრინოლოგს.
-გარდატეხის ასაკში ბავშვის სიმაღლის ზრდა, წელიწადში 2-3 სანტიმეტრით არის თუ არა სწორი განვითრაების საფეხური და რას ურჩევთ მშობლებს?
- რომ შევაფასოთ ბავშვის სიმაღლე, ამისთვის არის სპეციალური ჰომოგრამები, სადაც სიმრლე განსაზღვრულია შემდეგი გრადაციით. საშუალო, საშუალოზე დაბალი, საშუალოზე მაღალი, ასევე არის დაბალი და მაღალი. 14 წლის ბავშვი, 150 საანტიმეტრი არის საშუალოზე დაბალი. ასეთ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ დამხმარე საშუალებები და თუ კიდევ იქნება ასეთი კითხვა ყველას ერთად ვუპასუხებ, რომ საშუალოზე დაბალ ადამიანებს პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ რომ მოწესრიგებული ჰქონდეთ ძილი, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა და იკვებოს სწორად. აქვე შეგვიძლია ჩავრთოთ თავისუფალი ამინომჟავების კომპლექტი. ამინომჟავები არის პატარა აგურები, რომლისგანაც მოლეკულები იკრიბება. მაგრამ ორგანიზმში არსებობს ორი ტიპის ამინომჟავები. ერთი არის შეცვლადი და მეორე არის შეუცვლელი. შეცვალდი ნიშნავს, რომ ორგანიზმს შეუძლია სხვადსხვა მიღებული საკვების კომპონენტებისგან სინთეზირება გაუკეთოს და მივიღოთ ის ამინომჟავა, რომელიც ორგანიზმს სჭირდება. მაგრამ არის ამინომჟავები, რომლებიც სასურველია საკვების სახით მიიღონ. მე ბავშვებში ძალიან პატარა ასაკიდან ვნიშნავ. თუ ბავშვი ჩამორჩება აქტივობაში. ამ დროს ბავშვი გადის ძალიან მნიშვნელოვან ასაკს, რადგან ყველა შრეს აქვს თავისი მოძრაოპბითი აქტივობა. ამინოჟავების ჩარევით ბავშვს ემატება მადა, უმკვრივდებათ სხეული, იზრდებიან... და ექიმს მეტი რა უნდა.
-როგორია ბიჭებსა და გოგონებში 19 წლის ასაკიდან სიმაღლეში ზრდის შანსები?
- ბიჭებს და გოგონებს აქვთ თავიანთი ზრდის პიკები. მაგალითად გოგონებისთვის ეს არის 10-დან 12-13 წლამდე, ბიჭებისთვის არის 13-14 წელი.
პირადად მე მაქვს კვლევები ჩატარებული სპორტსმენ ბიჭებზე. შევისწავლე წლების მასალა და მათ ჰქონდათ ინტენსიური ზრდა. პირველი პიკი იყო 13-14 წელი. ამასთან აღმოვაჩინე მეორე პიკი: ეს არის 17-დან 19 წლამდე. ასე რომ ჩვენი კითხვის ავტორი ამ პიკის ზღვარზეა. მას კიდევ აქვს შანსი.