" კლავენ არა მხოლოდ თავიანთ, არამედ თქვენს შვილებსაც"
შეიძლება ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ ვაქცინაცია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულშია პენიცილინის, რენტგენის სხივების, დნმ-ის, ინსულინისა და ანესთეზიის გვერდით.
ყველა ექიმი თანხმდება იმაზე, რომ გადარჩენილ სიცოცხლეთა მიხედვით, კაცობრიობა მედიცინის სხვა არცერთ დარგთან არ არის ისეთ ვალში, როგორც იმუნიზაციასთან. აცრების წყალობით მსოფლიოშიო ყოველწლიურად 3 მილიონამდე ბავშვის სიკვდილი აცილებულია თავიდან, ასიათასობით ბავშვი კი დაცულია სიბრმავის, ინვალიდობის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის სხვა შეუქცევადი დარღვევებისგან;
ამის მიუხედავად, ბოლო დროის მოდურ ტენდენციად იქცა აცრაზე უარის თქმა. "ვინც უარს აცხადებენ ბავშვების აცრაზე, კლავენ არა მხოლოდ თავიანთ, არამედ თქვენს შვილებსაც" - ასეთია ეპიდემილოგთა დასკვნა.
თანამედროვე მშობლები სოციალურ ქსელში ერთმანეთს საშინელებებს უყვებიან. მაგ: „ერთხელ ერთ გოგონას გაუკეთეს წითელას აცრა და ის აუტიზმით დაავადდა“. "აცრეს და დამბლა დაეცა...", "აცრამ გონებრივი ჩამორჩენა გამოიწვია" და ასე შემდეგ.
მიუხედავად დიდი აჟიოტაჟისა, არანაირი მეცნიერული დასკვნა არ გამოქვეყნებულა ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის კავშირზე, ან აცრასა და განვიტარების შეფერხებას შორის, მაგრამ მავანს მაინც სჯერა ამისი.
სამაგიეროდ, პირდაპირი კავშირი არსებობს წითელასა და აუტიზმს შორის. ისევე როგორც სხვა გართულებებიც აღინიშნება წითელას დროს: პნევმონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თავის ტვინი დაზიანებები და სხვა. სხვათა შორის, წითელას ეპიდემია ცოტა ხნის წინ საქართველომაც გადაიტანა. რა თქმა უნდა, ვირუსის "მსხვერპლი" აუცრელი მოსახლეობა გახდა.
საქმე ისაა, რომ აცრა კეთდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი ბავშვი ავად არ გახდეს. ვაქცინა არის ბარიერი ინფექციის გადაცემის შემთხვევაში. აცრილი ბავშვი არ ავადდება და არ გადასცემს ინფექციას. აუცრელი ბავშვი - შეიძლება რაღაც პერიოდი არ ავადმყოფობდეს, მაგრამ იყოს ინფექციის მატარებელი.
ბავშვებს შორის რომ არ იყოს ეპიდემია, აუცილებელია ბავშვების 95% აცრილი იყოს. მაშინ არ დაავადდება დარჩენილი 5%.
არსებობს დიაგნოზები, როდესაც ექიმები უკრძალავენ ვაქცინაციას იმუნიტეტის თავისებურების გამო. ამ დიაგნოზის მქონე პირები ვერ იქნებიან დაცულნი, თუ ახრის საშუალო მაჩვენებელი ქვეყანაში 95%-ზე ნაკლებია. საქართველოში ვაქცინაციით მოცვა საშუალოდ 86%-ია
სტატისტიკა
სამედიცინო მონაცემებით, ყველაზე საშიში ქვეყანა ევროპაში - რუმინეთია. 2016 წლის მანძილზე ბავშვებში წითელათი დაინფიცირების 2000 შემთხვევა დაფიქსირდა.
აქედან 17 ბავშვი გარდაიცვალა. მათგან არც ერთი არ იყო აცრილი. მოუხედავად მედიცინის მიღწევებისა, ყოველმა მე-100 ბავშვმა ვერ გაუძლო დაავადებას. ვაქცინაციის დონე ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში 86%-მდე დაეცა.
საფრთხის მიხედვით, რუმინეთის შემდეგ იტალიაა.
პოლიომიელიტისა და წითელას ვაქცინებმა უამრავი ბავშვის სიცოცხლე იხსნა.
რა გართულებები მოჰყვება წითელას?
დაინფიცირებული ბავშვების 10%-ს აღენიშნება ყურის ინფექცია და საგრძნობლად უქვეითდებათ სმენა. 5% ავადდება პნევმონიით.
აშშ-ში წითელათი იღუპება ყოველი მეათასე ბავშვი. რუმინეთში, როგორც უკვე აღვნიშნეთ,ყოველი მე-100 ბავშვი.
აცერით და დაიცავით თქვენი შვილების მომავალი!