"ჯერ კიდევ არ ვიცით, რა შედეგები მოჰყვება წითელას აფეთქებას 10-15 წლის შემდეგ" - პაატა იმნაძე საშიშ ეპიდემიებზე
"ჯერ კიდევ არ ვიცით, რა შედეგები მოჰყვება წითელას აფეთქებას 10-15 წლის შემდეგ" - პაატა იმნაძე საშიშ ეპიდემიებზე
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მტკიცებით, აცრა ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს სიკვდილის, დამბლის, სიბრმავის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვა გართულებებისგან.

ამბობენ, რომ კაცობრიობა მედიცინის სხვა არცერთ მეცნიერებასთან არ არის ისეთ ვალში, როგორც იმუნიზაციასთან...

ამის მიუხედავად, მშობელთა გარკვეულ ნაწილს გათვითცნობიერებული არა აქვს, თუ რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია აცრაზე უარის თქმას. მართალია, საქართველოში გეგმიური აცრები ტარდება, მაგრამ ამ კამპანიას გარკვეულ რეგიონებში მოცვის სასურველი მაჩვენებელი არ აქვს. ამის გამო ბოლომდე ვერ ხერხედება საშიში დაავადებების საბოლოო დამარცხება და პერიოდულად ეპიდემიები მაინც გვიტევენ.
mshoblebi.ge აღნიშნულ თემაზე
სასუბროდ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს მეცნიერების დარგში, პაატა იმნაძეს გაესაუბრა.

- რა ეპიდემიური აფეთქებები გამოიწვია საქართველოში აცრაზე უარის თქმამ?
- საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში დიფტერიის საკმაოდ დიდი ეპიდემია გვქონდა. მიზეზი სწორედ იყო, რომ დამოუკიდებლობის პირველ წლებში შემცირდა აცრების რაოდენობა. სამი წელი მოვუნდით დიფტერიის ეპიდემიის დამარცხებას საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. ეპიდემიამ 144 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მაშინ საქართველოში 3,5 მილონი ადამიანი ავცერით. ვაქცინები ასაკის გათვალისწინებით კეთდებოდა და ძალიან დიდი კამპანიები გატარდა. საბოლოოდ 1996 -1997 წლებში მოხერხდა დიფტერიის დამარცხება.
2003-2004 წლებში ქვეყანაში წითელას ეპიდემია გვქონდა. დაავადების 8391 შემთხვევიდან გარდაიცვალა - 9;
მაგ პერიოდში წითელაზე ვაქცინაცია კეთდებოდა, მაგრამ ერთი დოზა არ იყო საკმარისი დაავადებისგან
თავის დასაცავად. აქედან გამომდინარე, 2008 წელს აუცილებელი გახდა ახალგაზრდების ვაქცინაცია, რადგან კვლევებით დასტურდებოდა, რომ ეს იყო ყველაზე ამთვისებელი ჯგუფი. სამწუხაროდ 2008 წელს დაგეგმილი იყო 1 მილონი ადამინის აცრა და მხოლოდ ნახევარი მილიონი ადამიანის აცრა მოხერხდა, რადგან მასმედიამ ანტივაქცინური კამპანია წამოოწყო და ფაქტობრივად ჩაგვიშალა ეს კამპანია. საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რომ 2013 წელს მოგვიბრუნდა წითელას ეპიდემია და ძირითადად დედების და მამების თაობა იყო ავად.
წლამდე ასკის ბავშვი რომ წითელათი ავად ხდება, შემდეგ არის იმის რისკი, რომ ამ ბავშვს დაემართება ქვემწვავე პანენცეფალიტი, რომელიც ძალიან მძიმე გართულებაა წითელასი და სასიკვდილოა.

2003 წლის და 2013 წლის წითელას აფეთქებებს ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ათი წლის მერე, 15 წლის მერე რა შედეგები მოჰყვება. იქიდან ვის დაემართება ქვემწვავე ენცეფალიტი, იმიტომ, რომ ის არის უმძიმესი გართულება, რომელიც ლეტალურად მთავრდება. ამიტომ არ აუნდა დადგეს ადამიანი ასეთი რისკის ქვეშ, როცა შეიძლება აიცრას და ეს პრობლემა მოიხსნას.

განმეორება ასეთ დაავადებებს პრაქტიკულად არ ახასიათებთ. მკურნალობის გზები ქვემწვავე პანანცეფალიტზე არ არსებობს.

საბედნიეროდ, ბოლო წლის განმავლობაში იმ დაავადებების აფეთქებები აღარა გვაქვს, რომლებზეც ვაქცინაცია ტარდება და თუ გვაქვს. ეს არის არა ბავშვების,არამედ დიდების ავადმყოფობა, რომლებიც თავის დროზე არ აიცრნენ. ამიტომაც გვინდა, რომ თაოები იყოს მაქსიმალურად დაცული.

- ქვემწვავე პანენცეფალიტის განვითარების ყველაზე დიდი რისკი როდის არსებობს?
- ეს რისკი მატულობს, თუ წლამდე ასაკში დაემართება ბავშვს. ამიტომ გვინდა, რომ ყველა დედა იყოს აცრილი , რადგან დედისგან უნდა გადაჰყვეს შვილს იმუნიტეტი, სანამ ის წლამდე ასაკში აიცრება. წითელასგან გამოწვეული ეს ქვემწვავე პანენცეფალიტი შეიძლება 15 წლის მერეც განვითარდეს და უმძიმესი დაავადებაა.

- რა ჯანმრთელობის პრობლემებს ავიცილებთ აცრის შემთხვევაში?
- ტუბერკულოზის აცრა იცავს მძიმე ტუბერკულოზული ინფექციებისგან. ტუბერკულოზი შეიძლება დაემართოს, მაგრამ მძიმე ფორმით არა. ტუბერკულოზის აცრა გარანტირებულ დაცვას ვერ უზრუნველყოფს. მაგ, დიფტერიის აცრა, გარანტირებულად გვიცავს, წითელას აცრაც ასევე, ოღნდ ორჯერადი.
როტა ვირუსის აცრა რომ დავიწყეთ, იმ დროს 5 წლამდე ასაკის ბავშვების 40%, ვინც საავადმოფოში ხვდებოდა, როტა ვირუსის მიზეზით იყო. რაც ამ ვირუსებზე აცრა დავიწყეთ, დრამატულად შემცირდა დაავადებულ ბავშვების რაოდენობა და ბავშვები ამ ვირუსით აღარ ხვდებიან საავადმყოფოში. ასევე შეიძლება ვთქვათ, რომ რაც ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია დავიწყეთ, შემცირდა მენიგიტებისა და პნევმონიების რიცხვი, რომლებსაც ეს ვირუსი იწვევდა .
ასევე არის პნევმოკოკური ვაქცინა, რომელიც ასევე მენინგიტების და პნევმონიებისგან გვიცავს.


აცრების კალენდარი

mshoblebi

- თუ გეგმურად გათავალისწინებული წითელას საწინააღმდეგო აცრა ვერ ჩავიტარეთ, სხვა დროს თუ შეიძლება ვაქცინაცია?
- არის ზოგიერთი ვაქცინა, რომელი რაღაც ასაკის გავლის შემდეგ აღარ კეთდება, მაგალითად როტა ვირუსული. დიფტერის, წითელას, b ჰეპატიტის ვაქცინა ნებისმიერ ასაკში კეთდება. მაგრამ თუ წითელათი ადამიანი დაავადდა, მერე აცრის გაკეთებას აზრი აღარ ააქვს. თუ გვინდა, რომ არ დაავადდეთ წითელათი აუცილებლად უნდა ვიყოთ აცრილი. იგივე ეხება წითურასაც.
- სამწუხაროდ არის ბევრი შემთხვევა, როდესაც ორსულობის პერიოდში ემართებათ წითურა და ეს ფაქტიურად არის ნაყოფისთვის განაჩენი, იმიტომ რომ განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში თუ დაემართა ორსულს წითურა ეს იწვევს ნაყოფის დაღუპვას ან ნაყოფში გარკვეულ ჯანრთელობის დაზიანებებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიბრმავე, სიყრუე, ნაყოფის დეფექტები.

- რა მოტივია ყველაზე ხშირად აუცრელობის მიზეზი?
- ცრუ უკუჩვენებების შიში. ამას წინათ ერთმა მშობელმა მომწერა, მსგავსი არაფერი მსმენია და გამიგია, ექიმმა მითხრა, თეთრი ბავშვია და ამიტომ აცრა არ შეიძლებაო.ეგეთი რამ ცხოვრებაში არ გამიგია და ჩაწერილიც კი არ გვაქვს არსად უკუჩვენებებში.
პრობლემას ძირითადად წარმოადგენენ ის ექიმები, რომლებსაც უშუალო შეხება არა ააქვთ აცრებთან. ზოგს მხოლოდ ძველი დროის ვაქცინებზე აქვს წარმოდგენა, რომლებსაც გაცილებით მეტი გვერდითი მოვლენები ჰქონდა, ვიდრე დღევანდელ ვაქცინებს. ახლა ახალი თაობის ვაქცინებია, რომლებიც მაქსიმალურად გაწმენდილია მინარევებისგან და რაღაც სერიოზული გვერდითი მოვლენა პრაქტიკულად არ აქვს. წლები ისე გადის, რომ საქართველოში წელიწადში 700-800 ათასი აცრა კეთდება საშუალოდ. ამხელა მასიდან მეორე დღეს ვიღაცას ფეხი რომ დაუცდეს, აცრას ხომ არ უნდა დააბრალოს.
ზოგიერთი ვაქცინის ინტრუქციაში წერია, რომ თუ ბავშვს კვერცხის ცილაზე აქვს ალერგია , ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამ ვაქცინის გაკეთებისას იმიტომ, რომ ვაქცინის წარმოოების პროცესში გამოიყენება ქათმის კვერცხი.

- არის შემთხვევები, როცა თვითონ ექმიები ურჩევენ პაციენტებს აცრისგან თავის არიდებას, თქვენ რას იტყვით?
- ჩვენ ვეძებთ ესეთ ექიმებს, რომ ღია დებატებში ვიკამათოთ. არცერთი ღია დებატებში არ გამოდის. თქვენი მეშვეობით ვიწვევ ნებისმიერ ჩემს კოლეგას, არგუმენტირებულად, მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებულებებით დამელაპარაკოს და არა ჭორებით. ყველაზე მსუბუქი მიზეზი ექიმის მხრიდან ასეთი ქმედების, არის უცოდინრობა.
თუნდაც ჭორები იმაზე, რომ აუტიზმსა და აცრას შორის რამე კავშირია, დამტკიცდა, რომ აუტიზმსა და წითელა, წითურა ყბაყურა აცრას შორის არანირი კავშირი არ არსებობს.ეს როცა დიდი ხნის დამტკიცებული იყო დასავლეთში აქ მერე დაიწყეს ამაზე ლაპარაკი და ძირითადად ასეთი ინფორმაცია რუსულენოვანი საიტებიდან მოდის ხოლმე, რადგან რუსეთში და უკრაინაში საკმაოდ მძლავრია ეს ანტივაქცინალური მოძრაობები. ზოგიერთ მუსლიმანურ ქვეყნებში იმასაც კი ამბობენ, რომ იმიტომ აკთებენ ვაქცინებს, რომ არ გავმრავლდეთო. ამ მხრივ საქართველოშიც არის მსგავსი ჭორები. შუა ჰოლანდიაში არის ერთი სოფელი , რომელიც არ იცრება.

mshoblebi

- შემოდგომა დაიწყო, რა მდგომარეობა ამ კუთხით? როგორია მომართვიანობა?
- სამწუხაროდ, პატარ-პატარა აფეთქებები გურიაში გვქონდა უკვე წითურაზე.შემთხვევა დაფიქსირდა მოზრდილებში და წლამდე ასაკის ბავშვებში.

- რას იტყვით რიტუალებზე, რომელსაც წითელაზე და წითურაზე დაავადების შემთხვევაში მიმართავენ?
- რიტუალები ძალიან კარგია, არაფერს არ უშლის ხელს, იმიტომ, რომ რიტუალები დამყარებულია, ხალხურ მეთოდებზე, რაც გილისხმობს იმას, რომ ავადმყოფს ესაჭიროება სიწყნარე. ამიტომ რიტუალში არის გათვალისწინებული, რომ ბავშვი უნდა იყოს მშვიდად. მამამ,ბაბუამ არ უნდა დალიოს.რატომ?- იმიტომ, რომ ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ ძალიან კარგად, რომ არ უნდა გააღეზიანო ავადმყოფი, აქედა გამომდინარე ჩვენი წინაპრები ჭკვიანი ხალხი იყვნენ. მუქი ფარდების ჩამოფარებაც ოთახში ლოგიკურია, რადგან კონუქტივიტისგან დავიცვათ პაციენტი.
რუსკა კილასონია

27899
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ალექსი
0
კონუქტივიტი რაღაა
00:31 / 21-10-2018
me
0
მაინტერესებს პნევმოკოკური ვაქვინა ერთჯერადია?
23:40 / 08-09-2017
მსგავსი სიახლეები