ადვილად ღიზიანდებოდნენ ყველაფერზე" ...რა უნდა ვიცოდეთ, რომ ტყვიით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს გავუმკლავდეთ?
ტყვიის გარშემო აჟიოტაჟი დღეს ნამდვილად არ დაწყებულა, თუმცა თანდათან მეტი მშობელი ინტერესდება ამ საკითხით და შესაბამის ანალიზებსაც იტარებენ.
"ძალიან ფრთხილი დედა ვარ და ვცდილობ არაფერი გამომრჩეს. ჩემი მომეტებული ყურადღება იყო ის ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც გადავწყვიტე შვილებისთვის ტყვიის ანალიზი გამეკეთებინა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ გარკვეული სიმპტომები მაფიქრებდა- ბავშვები ხშირად ხდებოდნენ ავად, უმცროს ფრჩხილები ექერცლებოდა, ადვილად ღიზიანდებოდნენ ყველაფერზე. ანალიზის შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს და სამივე ბავშვს ტყვიის მაღალი დოზა აღმოგვაჩნდა ორგანიზმში. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა უმცროს შვილს. პედიატრმა გვითხრა, რომ თუ დაბინძურებულ გარემოს მოვაცილებთ ბავშვს, თანდათან, თვეების და წლების განმავლობაში ტოქსინის შემცველობა სისხლში შემცირდება. ჩემმა მეგობარმაც აუღო იგივე ანალიზი ბავშვებს. ეს ოჯახი წყნეთში ცხოვრობს. სხვათა შორის, ყველაფერი ნორმაში იყო. ჩვენ ვერაზე ვცხოვრობთ. არ გამოვრიცხავთ, რომ საზღვარგარეთ გავიაროთ მკურნალობის კურსი".
ქეთი, 29 წლის
დაგვეთანხმებით, რომ მსგავსი პროლემის წინაშე არაერთი მშობელი დგას და უმრავა მათგანს სურს გარკვევა, რა ჯანმრთლობის პრობლემებს იწვევს ტყვიის ორგანიზმში მოხვედრა და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას.
აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ mshoblebi.ge ტოქსიკოლოგ ინგა ღვინერიას დაუკავშირდა.
- ტყვია მძიმე მეტალია, რომლის ორგანიზმშიც მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სიტემის სხვადასახვა დაავადებები, რეპროდოქტოლოგიური პრობლემები, ანემია. სისხლში ტყვიის დონის მატებას იწვევს გარემო პირობები, საკვები პროდუქტები, სათამაშოები, ასევე განსაკუთრებით მძიმე მეტალებით გაჯერებული სამშენებლო მასალა, მავნე გამონაბოლქვი, ფერადი საღებავები. ბავშვებში იწვევს ჰიპერატქიურობას, გონებრივ ჩამორჩენილობას, ზრდა-განვითარების შეფერხებას. სამწუხაროდ უსაფრთხო სათამაშოების შესახებ კანონი ჯერ არ გვაქვს ქვეყანაში.
ტყვიის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა ახასიათებს ორსულებს. ორსულობის განმავლობაში დედის სისხლში ტყვიის შემცველობა პირდაპირ გადაეცემა ნაყოფს.
-რომ გავარკვიოთ, ტყვიის შემცველობა რამდენია ჩვენს ორგანიზმში, სად უნდა გავიკეთოთ ანალიზი?
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
- ტყვიით ინტოქსიკაცის დასადგენად საუკეთესო საშუალებაა სისხლის ანალიზის ჩატარება ტყვიის შემცველობაზე. ტყვიის შემცველობა იზომება მიკროგრამებში ყოველ 1 დეცილიტრ სისხლში (μg/dL).ჩვენს ქვეყანაში არ კეთდება სისხლის ანალიზი, რომლითაც ტყვიის აღმოჩენაა შესაძლებელი. ორგანიზმში მოხვედრილი ტყვიის ზედმეტი დოზის დადგენა საზღვარგარეთ არის შესაძლებელი. ჩვენთან, მხოლოდ თმაზე კეთდება ანალიზი და ასე ვადგენთ ტყვიის შემცველობას.
- მკურნალობის რა მეთოდს უნდა მიმართოს პაციენტმა, რომ ორგანიზმიდან ამ ნივთიერების განდევნა მოხდეს?
- მთავარია, წყაროები დადგინდეს, რითაც ნივთიერება სხეულში მოხვდა. თუ ამ წყაროს მოცილდებით, ტყვიის შემცველობის შემცირება დაიწყება. მნიშვნელოვანია, აგრეთვე მივიღოთ ისეთი პროდუქუტები, რომლებიც ანტაგონისტურად არიან ტყვიის მიმართ განწყობილი - ცილები, რძის ნაწარმი, კალციუმის შემცველი პროდუქტები.
ტყვიამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და გამოიწვიოს: ● თავის ტვინისა და ნერვული სისტემის დაზიანება;
● ზრდა - განვითარების შეფერხება;
●დასწავლისა და ქცევის პრობლემები. მაგ.: IQ-ს (ინტელექტის კოეფიციენტის) დაქვეითება, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, ასოციალური ქცევა;
●სმენისა და მეტყველების პრობლემები.
რაც შეეხება ბავშვებს, ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ტყვიის მიმართ. ხშირად იდებენ პირში ხელებს და სხვადასახვა საგნებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან კი ტყვია შედარებით სწრფად იწოვება და უმწიფარი თავის ტვინიც უფრო ადვილად ზიანდება.
განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვების ცხოვრება ავტომობილებით გადატვირთულ გარემოში (სადაც ბენზინი შეიცავს ტყვიას), ტყვიის შემცველი საღებავით შეღებილ და ძველი გამათბობლის მქონე სახლებში. ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ სოფლის ტიპის დასახლებაში, ნაკლებად აქვთ ტყვიით ინტოქსიკაციის რისკი.
ორგანიზმში ტყვიის მოხვედრით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებზე და მასთან ბრძოლის ხერხებზე ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრმა, როლის თანახმადაც:
- ტყვია ორგანიზმში შეიძლებამოხვდეს საკვებთან ან შესუნთქულ ჰაერთან ერთად, ან კანიდან. აღასანიშნავია, ისიც, რომ უმეტეს შემთხვევაში ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი აღმოჩენა ხდება სკრინინგის საშუალებით. თითიდან აღებული კაპილარული სისხლის შემოწმება ითვლება სკრინინგად. სწორად აღებული კაპილარული ნიმუშის შემთხვევაშიც ცრუ დადებითი პასუხის ალბათობა 10%-ია. კაპილარულ სისხლში აღმოჩენილი მომატება უნდა გადამოწმდეს ვენიდან აღებულ სისხლშიც.
ტყვიის ინტოქსიკაციას ხშირად ახლავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები:ყაბზობა,ანორექსია,ღებინება,მუცლის ტკივილი.
ნეიროქცევითი ცვლილებებიდან შეიძლება გამოიწვიოს, უყურადღებობა, იმპულსურობა, გაფანტულობა,დასწავლის პრობლემები.
რაიმე სპეციფიკური ფიზიკური ნიშანი არ არსებობს, მაგრამ პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ სიფერმკრთალე (ანემიის გამო) და ჰიპერაქტივობა.
ქალაშიდა წნევის მატების ნიშნებიდან შეიძლება გამოვლინდეს:ცნობიერების დაბინდვა,ბრადიკარდია (გულისცემის შენელება),ჰიპერტენზია (წნევის მომატება),სუნთქვის დათრგუნვა,პაპილედემა (მხედველობის დვრილის შეშუპება),კომა (ცნობიერების დაკარგვა).
როგორ გამოვდევნოთ ტყვია ორგანიზმიდან
- ტყვიით ინტოქსიკაციის მკურნალობა მოიცავს ტყვიასთან კონტაქტის პრევენციას, გარემოს გასუფთავებას, ხელაციას (მძიმე მეტალების მოსაშორებელი პროცედურა. იონები შეჰყავთ, რომლებიც მძიმე მეტალებს იკავშირებს და გამოაქვს) და დამხმარე თერაპიას.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
მედიკამენტური მკურნალობა და ხელაცია ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ტყვიის დონე ვენიდან აღებულ სისხლში დადასტურებულად მეტია 45 μg/dL (მიკროგრამი/დეცილიტრზე) ან 450 ug/l (მიკროგრამი/ლიტრზე).
ხელაციისას გამოყენებული მედიკამენტები პოტენციურად ტოქსიკურია, სერიოზული გართულებების რისკი არსებობს, ამიტომაც ხელაციის დაწყების გადაწყვეტილება და განხორციელება ხდება განსაკუთრებული სიფრთხილით და სასიცოცხლო ფუნქციების მკაცრი მონიტორირებით.
მკურნალობის დაწყებამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ბავშვს შეხება აღარ ექნება ტყვიასთან და არ მოხდება ხელახალი ინტოქსიკაცია.აუცილებელია, იმაში დარწმუნება, რომ ბავშვის გარემო თავისუფალია ტყვიისგან. თუ ამის დადგენა შეუძლებელია, ჰოსპიტალური მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ გარემოს კვლევა არჩატარდება.
ამბულატორიული მკურნალობა დასაშვებია ასიმპტომურ იმ პაციენტებში, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე არის 45-69 μg/dL. პაციენტებს, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე 70 μg/dL-ზე მაღალია, მკურნალობა უტარდებათ საავადმყოფოში. პირველ რიგში კეთდება ვენური სისხლის ანალიზი დაიწყება ხელაცია მედიკამენტებით. ყველა ბავშვი, რომელსაც უტარდება მკურნალობა ტყვიის ინტოქსიკაციის გამო, საჭიროებს დინამიკაში დაკვირვებას, ტყვიის დონის კონტროლს, მენტალური სტატუსის, მიღებული სითხისა და გამოყოფილი შარდის, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების მკაცრ მონიტორინგს. შესაძლებელია სისხლძარღვშიდა ჰემოლიზის განვითარება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გლუკოზა-6-ფოსფატ–დეჰიდროგენაზის დეფიციტი.
მედიკამენტური მკურნალობა და ხელაცია იწყება იმ შემთხვევაში, როცა სისხლში ტყვიის დონე დადასტურებულად 45 μg/dL (მიკროგრამი/დეცილიტრზე) მაღალია. ხელაცია უნდა დაიწყოს ორალური (დასალევი) სუქციმერით ან თუ ბავშვი ჰოსპიტალიზირებულია, კალციუმის ედეტატით (კალციუმის EDTA).ეს მედიკამენტები პოტენციური ტოქსინებია და საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის, ელექტროლიტების, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციური ანალიზის მკაცრიმონიტორინგი.
ტყვიით ინტოქსიკაციის დროს ხელაციისას გამოყენებული მედიკამენტები სტანდარტულია, ისინი უკავშირდებიან ტყვიას და ხელს უწყობენ ორგანიზმიდან მის გამოდევნას. ხელაციის მკურნალობის პოტენციური ტოქსიურობის გამო აუცილებელია პაციენტზე ყურადღებით დაკვირვება.
რუსკა კილასონია