საქართველოს გარდა ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ საჰარაშია... NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა ტორნტონი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ორგანიზმში ტყვიის დასადგენად სისხლის ანალიზი გაიკეთონ.
"სასწრაფოდ: ჩემო ქართველო მეგობრებო, მოგიწოდებთ გაიკეთოთ სისხლის ანალიზი, რათა შეამოწმოთ ორგანიზმში ტყვიის დონე. მე და ჩემმა ნაცნობებმა გავიკეთეთ ანალიზი და პასუხები არასახარბიელო მივიღეთ. ჩემს სისხლში ტყვიის დონე ამერიკისა და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია, ხოლო დანარჩენების, საგანგაშოდ მაღალი. აღნიშნული მაჩვენებელი განპირობებულია საქართველოში საწვავის უხარისხობით. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ სამხრეთ საჰარის ნაწილშია. ტყვია განსაკუთრებით საშიშია, იწვევს სხვადასხვა დაავადებებსა და ნევროლოგიურ დაზიანებას განსაკუთრებით ბავშვებში. განაგრძეთ კითხვა
იხილეთ პაატა იმნაძის პასუხი -
„არაფერი თავზე ნაცრის წასაყრელი არ გვჭირს“ - რით ამშვიდებს პაატა იმნაძე მოსახლეობას